ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან გასვლისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაწევრიანების და პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაწევრიანების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#2-10144/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-29
ბიუროს ნომერი 264 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2-10144/19 29-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი კახიანს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 28-ე მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ბატონი ირაკლი მეზურნიშვილი გამოიწვია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან და კუთვნილი კვოტით დანიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე კუთვნილი კვოტით დანიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. გთხოვთ, მიიღოთ ცნობად. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge