„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი
ნომერი
#07-3/354/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ `„მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი: „კ2) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი; “. 2. კოდექსის 199-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ე) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი; ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ2“ ქვეპუნქტით დადგენილი თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;“.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი, -------------------N------------ 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრომლება, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის შემუშავების მიზანია თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწეველობის ეპიდემიის დაძლევას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა 2018 წლის 1 მაისს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია თამბაქოს კვამლისაგან დახურული სივრცის უპირობო გათავისუფლება. ამ პროცესს თან სდევს თამბაქოზე თავის დანებების მსურველთა გააქტიურება. ვინაიდან მას ახასიათებს მკვეთრი ადიქციის (დამოკიდებულების) ჩამოყალიბება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გახდეს ის პროდიქცია, რაც ამ თამბაქოზე თავის დანებების ეფექტიან საშუალებებად მიიჩნევა განვითარებულ სამყაროში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემდგომ, ქვეყანასში მკვეთრად გაიზრდება თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოკლე თუ შორეულ მომავალში კიდევ უფრო გაზრდის თამბაქოს პროდუქტზე თავის დანებების შესაძლებლობებს, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების ჯანმრთელობაზე აისახება. ეს კი, გრძელვადიან პერიოდში, გამოიწვევს ჯანდაცვითი ხარჯების შემცირებას როგორც სახელმწიფოს, ასევე პაციენტის მხრიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოგდენილი კანონპროექტით „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 168-ე მუხლის 1-ლ ნაწილს ემატება „კ2“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური 1 დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი თავისუფლდება დღგსაგან. გარდა ამისა ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 199-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ2“ ქვეპუნქტით დადგენილი თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონელი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით (კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფარმაცევტულ კომპანიებთან, რათა მათ ქვეყანას შემოთავაზონ თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ეფექტიანი საშუალებები ექსკლუზიური პირობებით, რაც გულისხმობს ამ პროდუქტების ხალმისაწვდომობის გაზრდას საზოგადოების ყველა ფენისათვის. ეს პროცესი სავარაუდოდ დასრულდება ივლისის თვეში. აქედან გამომომდინარე, კანონპროექტის ამოქმედეების გონივრულ ვადად მიჩნეულია 2019 წლის 1 სექტემბერი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო, ადგილობრივი და ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 2 პროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დღგ-ს და იმპორტის გადასახადის კუთხით, ვინაიდან კანონპროექტით ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდების ან/და იმპორტის ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან და ასევე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება. რაც შეეხება სტატისტიკას ამ მიმართულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2018 წლისათვის თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის დღგ-საგან შემოსულმა თანხამ შეადგინა 11,711.0 (სეს ესნ კოდი 2106 90 980 03 - კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ბალანსირებული კვებისათვის)+25,564.0 (სეს ესნ კოდი 2106 90 980 09 - კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - დანარჩენი) = 37,275.0 ლარი; ხოლო 2019 წლის 4 თვეში 21,389.0 ლარი. რაც შეეხება იმპორტის გადასახადს, 2018 წლისათვის თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტისაგან შემოსულმა თანხამ შეადგინა 6,757.0 (სეს ესნ კოდი 2106 90 980 03)+ 5,425.0 (სეს ესნ კოდი 2106 90 980 09) = 12, 182.0 ლარი; ხოლო 2019 წლის 4 თვეში იმპორტის გადასახადიდან მიღებულმა თანხამ - 1,938.0 ლარი. სამომავლოდ, გადასახადებისგან გათავისუფლება პროდუქციის ფასის მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს, რაც სავარაუდოდ, დაასტიმულირებს შესაბამისი პროდუქციის მიწოდება ან/და იმპორტს და ამ პროდუქტების მოხმარებას. ზემოარნიშნული ფაქტორი გავლენის მომხდენი იქნება შესაბამისი იურიდიულ პირების მოგებაზე, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოგების გადასახადის კუთხითაც. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით ასეთი არ არსებობს ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე 3 გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტს, გათავისუფლდებიან ზემოაღნიშნული გადასახადებისაგან; გარდა ამისა, გადასახადებისაგან ამ პროდუქტების გათავისუფლება გამოიწვევს ამ პროდუქციის ფასის მნიშვნელოვან კლებას, რაც დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს თამბაქოს მომხმარებლებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი წარმოდგენილი პროექტით ხდება შესაბამისი პროდუქციის მიწოდების ან/და იმპორტის დღგ-ს და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონის პროექტი არ ეწინააჭმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს; 4 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა მიიღო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში წარმოდგენილმა ექსპერტებმა, რომელთა მოსაზრებები სრულად იქნა გაზიარებული წინამდებარე კანონპროექტში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილე ექსპერტების შენიშვნები სრულად იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია - საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია - საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი 5