„რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი წერეთელი, სერგი კაპანაძე
ნომერი
#07-3/357/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე საქართველოს პარლამენტი: ეყრდნობა რა საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებულ №2070-IIს რეზოლუციას - „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“; ადასტურებს რა მუდმივ მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები საქართველოს თითოეული მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, რაც საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი მიზანია; აცნობიერებს რა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში კვლავ გრძელდება საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მათი უკანონო პატიმრობა, წამება, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და სიცოცხლის მოსპობა; მიიჩნევს რა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული №2070-IIს რეზოლუციის აღსრულების მიმართულებით არის არაჯეროვანი. გამოთქვამს შეშფოთებას:  რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განგრძობად დარღვევასთან, ადამიანების გატაცებასთან, წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასა და მათი სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას შორის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გარშემო კოორდინაციის არ არსებობის/არასათანადო  კოორდინაციის და პარლამენტის დადგენილების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ „ოთხოზორიატატუნაშვილის სიაში“ გარდაცვლილი ადამიანების ყოფნის გამო;  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის არც ერთი წარმომადგენლის, მათ შორის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტის ამსახველ ვიდეოში დაფიქსირებული პირების არ შეყვანის გამო. მიმართავს საქართველოს მთავრობას: დაუყოვნებლივ შეიყვანოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველ ვიდეო მასალაში დაფიქსირებული სავარაუდო დამნაშავეები და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის ის წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების გატაცების, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და მათი სიცოცხლის მოსპობაზე ან/და დანაშაულის ხელშწყობასა და დაფარვაზე; მთავარ პროკურატურასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინირებული მუშაობით ამოიღოს სიიდან გარდაცვლილი პირები; გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის №2070-IIს რეზოლუციის ეფექტური აღსრულებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით; საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში გატარებული ღონისძიებებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ არაუგვიანეს 2019 წლის 30 ივნისისა. მიმართავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს: კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს გენერალური პროკურორი და გამოკითხოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ სრულყოფისა და მასში შეყვანილი პირების მიმართ გატარებული ღონისძიებების თაობაზე.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: 2018 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო №2070-IIს რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“, რის თანახმადაც საქართველოს მთავრობას დაევალა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენა და მასში შეყვანილი პირების მიერ სანქციების გატარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო პარნიორებთან თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ოთხოზორია-ტატნაშვილის სიაში“ ბოლო ინფორმაციით, შეყვანილი არიან გარდაცვლილი პირები და ვერ მოხვდნენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ის წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, გატაცებაზე, წამებსა და მათი სიცოცხლის მოსპობაზე ან/და ამ დანაშაულების ხელშეწყობასა და დაფარვაზე. სიაში ვერ მოხვდნენ ის პირებიც კი, ვინც დაფიქსირებულია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველ ვიდეო მასალაში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე დადგენილების მიზანია, რომ დააფიქსიროს საქართველოს პარლამენტის შეშფოთება საქართველოს მთავრობის არაჯეროვანი მუშაობის გამო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გარშემო და მოუწოდოს მას, რათა გაააქტიუროს ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის აღსრულების მიზნით. ასევე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართოს საქართველოს გენერალური პროკურორის გამოკითხვა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: ვინაიდან საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის №2070-IIს რეზოლუციის ეფექტური აღსრულება არ ხდება საქართველოს მთავრობის მიერ, მიზანშონილია, რომ პარლამენტმა დააფიქსიროს პოზიცია და კიდევ ერთხელ დაავალოს მთავრობას გაააქტიუროს მუშაობა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ სრულყოფისა და მასში შეყვანილი პირების წინააღმდეგ შესაბამისი სანქციების გასატარებლად. ა. ბ ) დადგენილების პროექტის მიზანი: დადგენილების პროექტის მიზანია, რომ მოახდინოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის, წამების და მათი სიცოცხლის მოსპობის პრევენცია და მსგავს ქმედებებში მონაწილე ან მსგავსი ქმედებების ხელმწყობი პირების სანქცირება. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტის ძირითადი არსია კიდევ ერთხელ მოუწოდოს/დაავალოს საქართველოს მთავრობას, რათა გააქტიურდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დახვეწა, შემდგომი გაფართოება და მასში შეყვანილი პირების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია სიის გარშემო არსებული გარემოებების შესახებ. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ დადგენილების პროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; დადგენილების პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; დადგენილების პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; დადგენილებას არ ექნება არანაირი დამატებითი ფინანსური გავლენა არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირებზე. ბ.ვ) დადგენილების პროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი დადგენილებების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი წერეთელი, სერგი კაპანაძე ვ)დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი წერეთელი და სერგი კაპანაძე