„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 101 მუხლის მესამე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის
შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
,,ლ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული,
საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენებასთან
დაკავშირებული შესყიდვები;’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართელოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობები
და
საკონსულო
დაწესებულებები საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის N330 დადგენილების „საზღვარგარეთ
გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის
დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, ახორციელებენ საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს
მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების პროცედურების უზრუნველყოფას და შესაბამისი წესით
მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას.
ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელების აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ რიგ
შემთხვევებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო
დაწესებულებების მიერ დამკრძალავი ბიუროების
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
მომსახურებაზე გაწეული ხარჯი აჭარბებს
წარმომადგენლობებისა
და
საკონსულო
დაწესებულებებისათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის
პირველი პუნქტის ს1 ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონეტარულ ზღვრებს.
აღნიშნული გარემოება თავისთავად იწვევს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული
ზღვრული ნორმებით გათვალისწინებულ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების
დარღვევას, ვინაიდან უმეტესწილად შესყიდვის ღირებულება ბევრად აღემატება საზღვარგარეთ
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის გამარტივებული
შესყიდვისთვის კანონით დადგენილ ზღვრულ (50 000 ლარი) ნორმას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია საზღვარგარეთ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა
განხორციელდეს
ელექტრონული
ტენდერით
გათვალისწინებული
პროცედურების
მეშვეობით,
აუცილებელია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს შესაბამისი
ცვლილება.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
კანონპროექტის
მიზანია,
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ, კანონმდებლობით
გათვალისწინებული
გამარტივებული
სახელმწიფო
შესყიდვების
განხორციელების
შესაძლო
დარღვევის პრევენცია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა
და
საკონსულო
დაწესებულებების
მიერ
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
გამარტივებული
სახელმწიფო
შესყიდვების
განხორციელების
შესაძლო
დარღვევის პრევენცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, კანონში შედის ცვლილება, რომლის შესაბამისად,
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობებსა
და
საკონსულო
დაწესებულებებზე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ს1“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული
შეზღუდვა,
„საზღვარგარეთ
გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანზღაურების
წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საზღვარგარეთ
გარდაცვლილ საქართველოს
განხორციელებისას.
მოქალაქეთა
საქართველოში
გადმოსვენების
პროცედურების
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სამთავრობო პროგრამასთან და სამოქმედო
გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და არ ითვალისწინების კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯებს;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს
მოქალაქეების გადმოსვენებასთან დაკავშირებულ მიმართვების ოდენობაზე და შესაბამისად,
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
აგრეთვე
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
უკავშირდება
მრავალმხრივ
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
გამოყენებული