საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10295/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-10295/19 31-05-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის ბიუროს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: კომიტეტის ანგარიში 14 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ (2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) 1 ს ა რ ჩ ე ვ ი: I. კომიტეტის საქმიანობის სტატისტიკა ........................................................................................ 3 II. საკანონმდებლო საქმიანობა  კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონები.........................................................................................................................................4  კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები (მთავრობის ინიციატივები).............................................................................6  კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და განხილვაში მყოფი კანონპროექტები.......................................................................................................................... 7 III. საზედამხედველო საქმიანობა  კომიტეტის მიმართ ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მოსმენა ............................................................................................. 8 IV. გამჭვირვალობა და კომუნიკაცია  მნიშვნელოვანი ღონისძიებები...............................................................................................10  მნიშვნელოვანი შეხვედრები ............................................................................................... 11  კომიტეტის წევრთა საერთაშორისო ვიზიტები...................................................................11  საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან სტრატეგიული თანამშრომლობა....................................................................................................................... 14 2 I II I. კომიტეტის საქმიანობის სტატისტიკა საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა:  შეიმუშავა, განიხილა და პარლამენტის მიერ მიღებულია 14 საკანონმდებლო ინიციატივა, სულ 39 კანონი  განიხილა 39 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 298 კანონპროექტი), 3 საერთაშორისო შეთანხმება, 1 მემორანდუმი და 10 საკანონმდებლო წინადადება (1 საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა)  კომიტეტის მიერ ინიცირებულია 6 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 10 კანონპროექტი), აქედან მიღებულია 5 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 8 კანონი), ხოლო განხილვის პროცესშია - 1 (სულ 2 კანონპროექტი)  კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული 11 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 27 კანონპროექტი), აქედან 6 მიღებულია (სულ 13 კანონი), ხოლო განხილვის პროცესშია - 5 (სულ 14 კანონპროექტი)  შეიმუშავა 75 დასკვნა  ჩაატარა 40 სხდომა და 60-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა  შედგა კომიტეტის წევრთა 9 მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტი  განიხილა 1535-მდე განცხადება  განცხადებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა:  ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის,  მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მკურნალობის დაფინანსების,  საცხოვრებელი ფართით და ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის საკითხებს. 3 II. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული მნიშვნელოვანი კანონები: და პარლამენტის მიერ მიღებული  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/121; 06.02. 2018). კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის იმპლემენტაციისათვის განსაზღვრულ ვადასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ამ ნორმების დარღვევისთვის დადგენილი სანქციისათვის ერთიანი ვადის განსაზღვრა.  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/85, 21.07.2017). აღნიშნული ცვლილებით მოხდა იურიდიული ტექნიკისა და კოდიფიკაციის თვალსაზრისით შესაბამისობაში მოყვანა “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან.  „სოციალური მუშაობის შესახებ“ 07-3/157 26.04.2018. და მისგან გამომდინარე 4 კანონპროექტი კანონის მიხედვით, იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა, რომლის განვითარება ხელს უწყობს სიღარიბის, კრიმინალის, ნარკო-, ალკო-, და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებას.  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვ ლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/206; 03.07.2018) კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობას და მისი საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07-3/130 01.03.2018. კანონით მოხდა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და გაიწერა მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი ღონისძიებები 4  “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/212 26.07.2018) კანონი დაარეგულირებს ქვეყანაში სავალდებულო იმუნიზაციის საკითხებს.  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/214, 09.08.18) საქართველოს კანონი. კანონის თანახმად, მოხდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ზოგიერთი მატერიალური ნორმების დაზუსტება და კანონის შემდგომი, ეფექტიანი დანერგვისათვის სამართლებრივი მექანიზმის დახვეწა.   „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ (07-3/230; 04.10. 2018) საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის მიხედვით, პირებს, რომლებიც ახორციელებენ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, დამატებით მიეცათ გონივრული დამატებითი ვადა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელებისთვის.  „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. (N07-3/221; 12.09.2018) კონსტიტუციის შესაბამისად, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონი გარდაიქმნება ორგანულ კანონად. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/97, 25.10.2017). დაიხვეწა კანონის არსებული რედაქცია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სასწავლო და კვლევის მიზნით გვამებისა და გვამური მასალის გამოყენება. ასევე მოხდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დადგენილი ნორმების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/259 13.12.2018). თამბაქოს მოხმარების შემცირების და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მიზნით, მოხდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის გათვალისწინებული აქციზის დიფერენცირებული განაკვეთის გათანაბრება. 5 კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და პარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები: (საქართველოს მთავრობის ინიციატივები)  „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (07-2/162/9 29.12.2017) და მისგან გამომდინარე 10 პროექტი. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი არეგულირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს.  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ (07-2/84/9 01.06.2017) და მისგან გამომდინარე 4 პროექტი. კანონის მიზანია, სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვა, კერძოდ: დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და  უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;  სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება;  უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია.  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართელოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. (07-2/123/9 13.09.2017).  მოხდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.  კანონის I სიას (ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები) დაემატა 15 ნივთიერება და განისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობ 6 კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და განხილვაში მყოფი კანონპროექტები: მნიშვნელოვანი  „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ (N07-3/77; 22.06.17) და მისგან გამომდინარე 5 კანონპროექტი ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ნარკოპოლიტიკის სფეროს ლიბერალიზაციას და მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას და დანერგვას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად აქცენტი გაკეთდება მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე  „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/167/9 15.05.2018). აღნიშნული პროექტების ინტერნეტის საკითხი  მიზანია დაარეგულიროს ბავშვებისათვის უსაფრთხო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N21357, 07.11.2017) კანონპროექტის მიღების მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებში მომუშავე და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საპენსიო ასაკის პირებს, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება მიეცეს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაწეული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ ჩაითვლას საჯარო საქმიანობად, რაც თავის მხრივ არ გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტას. (აღნიშნული პროექტი შემუშავდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესწავლის საფუძველზე).  „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N073/232 11.10.2018) ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ტერმინი „პალიატიური მზრუნველობა“, აგრეთვე სამართლებრივ სივრცეში შემოვიდა ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“. ჰოსპისში განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა რეგულირდება სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით და ექვემდებარება სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინებას. კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს ეძლევა უფლება ჰოსპისური მზრუნველობის ჩატარების შესახებ ჰქონდეს წინასწარ წერილობით გამოხატული ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას (გარკვეული დათქმით).  „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/258; 13.12.2018). 7 კანონპროექტით დგინდება უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭების წესი, რომელსაც 2019 წლის 1 თებერვლამდე შეიმუშავებს და ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/224; 13.09.2018) კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შემდგომი განვითარების და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების მიზნით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოდგენილია ორგანული კანონის სახით.  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 06.11.2018) პროექტის მიზანია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები გავრცელდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირზე. ამასთანავე, აუცილებელია, რომ იგივე შეღავათი გავრცელდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე. III. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა საანგარიშო პერიოდში შესრულებულია კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ძირითადი ნაწილი ჩატარდა კომიტეტის სხდომები შემდეგ საკითხებზე:  2018 წლის 12 თებერვალი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშის და 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.  2018 წლის 20 თებერვალი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოსმენა 8  2018 წლის 26 თებერვალი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.  2018 წლის 1 მარტი - ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2017 წლის ანგარიშისა და 2018 წლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. 2018 წლის 2 აპრილი - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება.  2018 წლის 3 აპრილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციის მოსმენა შესრულებული სამუშაოს შესახებ.  2018 წლის 6 მარტი - თბილისსა და რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების ფუნქციონირების და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017წ. 22 დეკემბერს დამტკიცებული N62/36 შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის „სასწრაფოს სამედიცინო დახმარების სისტემა“ განხილვა  2018 წლის 11 მაისი, 2018 წლის 13 სექტემბერი - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 და 6 თვის შესრულების ანგარიშების მოსმენა  2018 წლის 7 ივნისი - 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საზედამხედველო საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული უწყებების მოსმენის შემდგომ, კომიტეტმა მოამზადა და გასცა რეკომენდაციები შემდეგ უწყებებზე:  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო 9  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო  ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური  კომიტეტში შექმნილია „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“, რომლის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონმდებლობის დანერგვისა და აღსრულების მონიტორინგი. ჩატარდა საბჭოს 5 სხდომა. IV გამჭვირვალობა და კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ღონისძიებები  კომიტეტისა და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია - „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში.“ კონფერენციაზე მოწვეულმა საერთაშორისო (პორტუგალია, საფრანგეათი) და ადგილობრივმა ექსპერტებმა საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმით შემოთავაზებულ ცვლილებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.  საქართველოს პარლამენტის ინიციატივით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდამჭერით, გაიმართა კონფერენცია თემაზე „შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი.“  კომიტეტის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით გაიმართა კონფერენცია თემაზე - „სტატისტიკური მონაცემების ანალიზი პოლიტიკის დაგეგმვისთვის - საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების სიღრმისეული ანალიზი.“  კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა „ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების“ (RIA) დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა.  კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების ხედვისა და 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა  კომიტეტის ინიციატივით გაიმართა პირველი დემოგრაფიული ფორუმის დასკვნითი ღონისძიება - „მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა“. 10  კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მხარდაჭერით, პარლამენტში გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: „საქართველოს კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ: უპირატესობები და გამოწვევები“.  „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან!“ - ამ სლოგანით კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა. მნიშვნელოვანი შეხვედრები  თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მუშაობის პროცესში ჩატარდა 15მდე შეხვედრა  „ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების“ დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში.  ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 3 სხდომა და 5 სამუშაო შეხვედრა (RIA) კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების მნიშვნელოვანი ვიზიტები  პარლამენტის თავჯდომარის დელეგაციის შემადგენლობაში ქ. რიგაში ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ვიზიტში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.  გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და კორეის სტატისტიკის სამსახურის (KOSTAT) მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „დაბერების ასაკი.“ ღონისძიება გაიმართა ქ. ნიუ-იორკში, გაეროს სოციალური განვითარების 56-ე კომისიის სხდომის ფარგლებში. მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.  კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმართულებით, რუმინეთის გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრებზე საუბარი სეეხო 11 თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მხრივ არსებული გამოცდილების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმებს. მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა.  კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, აკაკი ზოიძემ შეხვედრები გამართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან და სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან. შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესი. ასევე, შემდგომში, სომხეთის რესპუბლიკაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის (FCTC) დანერგვა და ამ მიმართულებით, ევროპის ქვეყნების გამოცდილებას შეეხება.  ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის საპარლამენტო კონსულტაცია ქ. ნიუ-იორკში. ღონისძიებაზე ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით რეგიონში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს და მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოთა მეთაურების ვალდებულებად განისაზღვრა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ, რომელმაც დამსწრეებს ის მიდგომები გააცნო, რომლებიც რეგიონში ტუბერკულოზის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის არის საჭირო.  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მერვე სესია ჟენევაში კონფერენციის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ თამბაქოს კონტროლის სფეროში, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით, საქართველოში მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და 12 საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ოქმის ძალაში შესვლის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სრულად ადასტურებს მზადყოფნას, შეუერთდეს საერთაშორისო ქსელს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად.  ტუბერკულოზის გლობალური სამიტი ქ. ჰააგაში სამიტის ფარგლებში განიხილეს 2015 წლის სამიტის შემდეგ ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) მიერ მიღწეული პროგრესი და 2018 წლის სექტემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის ტუბერკულოზის მაღალი დონის შეხვედრის შედეგები. ღონისძიების მონაწილეება მიიღო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონში ტუბერკულოზის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე, მიღწეულ პროგრესსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ მიდგომებსა და მეთოდებზე, რომლებიც ტუბერკულოზთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად გამოიყენება. სამიტის ფარგლებში განხილულ იქნა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტების განვითარებასა და დანერგვასთან დაკავშირებულ მიღწევები და გამოწვევები.ტუბერკულოზის გლობალური სამიტის ბოლოს, 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტარმა, ტუბერკულოზის მაღალი დონის შესახებ ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) დეკლარაციას მოაწერა ხელი.  მრგვალი მაგიდა - „ნარკოპოლიტიკის რეფორმა ევროპაში - არსებული მონაცემები“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ, ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) და ინგლისის პარლამენტის ლორდთა პალატის ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფის (APPG for drug policy reform) მოწვევით მონაწილეობა მიიღო ექსპერტებისა და ევროპის პარლამენტის წევრების მონაწილეობით გამართულ მრგვალ მაგიდაში - „ნარკოპოლიტიკის რეფორმა ევროპაში არსებული მონაცემები“. 13  ფსიქიკური იტალიაში ჯანმრთელობის რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ვიზიტი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები - დიმიტრი ხუნდაძემ და ლევან კობერიძემ, იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველთან და იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ადიქციის, დოპინგისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დირექტორატის ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და მისი დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, იტალიაში განხორციელებული რეფორმის წარმატებული გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრაზე, ასევე, ნარკოპოლიტიკის შესახებ იმსჯელეს. . საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან სტრატეგიული თანამშრომლობა  ევროკავშირი EU/გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)  თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელი (ENSP)  გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)  გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) 14