საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-10352/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-10352/19 03-06-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წლის ანგარიშს. დანართი: - „12“ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
201 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში -2018- Page 2 of 12 შინაარსი შესავალი ..................................................................................................................................................................... 3 1. კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................................................................. 4 2. საზედამხედველო საქმიანობა ........................................................................................................................ 4 3. საზოგადოებასთან ურთიერთობა .................................................................................................................. 8 4. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ................................................................................... 9 5. კომიტეტის პროექტები .................................................................................................................................... 9 6. ორგანიზაციული საკითხები......................................................................................................................... 12 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 3 of 12 შესავალი წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიში. კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამართლებრივი რეფორმები, ინტერნაციონალიზაცია და შიდა ორგანიზაციული საკითხები. კომიტეტი, კანონშემოქმედებით პროცესში, კრიტიკულად აანალიზებდა საკანონმდებლო ინიციატივებს ადამიანის უფლებების ჭრილში. განსაზღვრავდა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. აქედან გამომდინარე კომიტეტმა შეიმუშავა და პარლამენტში წარადგინა ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახალი კანონპროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელიც ყველაზე მოწყვლადი და დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვას ემსახურება; ასევე, აშშ საელჩოს მხარდაჭერით კანონპროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილების პრევენციულ მექანიზმებზე აკეთებს აქცენტს. კომიტეტმა, ასევე, UNICEF-თან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა „ბავშვის კოდექსი“, რომელიც კომპლექსურად არეგულირებს ბავშვთა უფლებების დაცვის სხვადასხვა მიმართულებებს. ადამიანის უფლებების დაცვაზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობისათვის, კომიტეტმა წელს გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაციათა რეკორდული რაოდენობა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, როგორც რაოდენობრივად (228 რეკომენდაცია), ასევე, პროცენტულად (75,2% მთლიანად სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი რეკომენდაციებიდან). კომიტეტმა ჩაატარა საკომიტეტო მოსმენები შემდეგ საკითხებზე: საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული გამოწვევები (ორი საკომიტეტო მოსმენა), შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობა და არსებული გამოწვევები, ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ა.შ. პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზე მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციათა ე.წ. „ჩრდილოვანი ანგარიშები“. კომიტეტი განაგრძობს მუშაობას ამ საკითხის განვითარებაზე ინსტიტუციური თვალსაზრისით. საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით კომიტეტი კვლავ განაგრძობდა მოქალაქეებთან შეხვედრას, ასევე მათი განცხადებების მიღებასა და დამუშავებას გაუმჯობესებული, თითოეულ ინდივიდზე მორგებული მეთოდებითა და უფლებების რეალიზებისკენ ორიენტირებული საზედამხედველო პროცესებით. კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან. განხორციელდა მაღალი დონის შეხვედრები კომიტეტის თავჯდომარის და კომიტეტის წევრების მიერ პარტნიორ სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 4 of 12 წარმომადგენლებთან. გატარდა მთელი რიგი აქტივობები საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და თანამონაწილეობით. 1. კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტის საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს კანონშემოქმედებითი საქმიანობა. აღნიშნული პროცესი ეფუძნება ადამიანის უფლებების რეალიზებისა და საკითხის მულტი დისციპლინური მიდგომით გადაწყვეტის პრინციპებს. კომიტეტი, დარგის სპეციალისტებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით, კრიტიკულად აანალიზებს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს ადამიანის უფლებების ჭრილში; განსაზღვრავს მათ სამომავლო ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე და აფასებს შემოთავაზებული ცვლილებების შედეგიანობას და ეფექტურობას ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით. გარდა ამისა, კომიტეტისთვის განსაკუთრებული შეფასების საგანია, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების თავსებადობა ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებთან. კანონშემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში, 2018 წელს კომიტეტმა ჩაატარა 43 სხდომა და განიხილა:  583 კანონპროექტი, მათ შორის, - 96 საკანონმდებლო ინიციატივა, 41 ცალკეული კანონპროექტი ( სულ 545 კანონპროექტი) და 55 საკანონმდებლო პაკეტი.  3 საკანონმდებლო წინადადება;  3 პარლამენტის დადგენილების/რეზოლუციის პროექტი;  6 სარატიფიკაციო დოკუმენტი;  1 პარლამენტის რეკომენდაციის პროექტი. მათგან 11 საკანონმდებლო ინიციატივა და 3 საკანონმდებლო წინადადება განიხილა, როგორც წამყვანმა კომიტეტმა. კანონპროექტებსა და საკანონმდებლო წინადადებებზე კომიტეტმა წარადგინა 307 კრიტიკული შენიშვნა. 2. საზედამხედველო საქმიანობა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მისი საზედამხედველო ფუნქცია პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სახელმწიფო უწყებების მიმართ. ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილ, ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით კომიტეტი გასცემს რეკომენდაციებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებისთვის და ახდენს მონიტორინგს უწყებების მხრიდან დარღვევებზე რეაგირების პროცესებზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 5 of 12 კომიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს 2014-2020 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშების მოსმენა პერიოდულად და აღნიშნულის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება. კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტში, 2018 წელს, პირველად მოისმინეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ე. წ. „ჩრდილოვანი ანგარიშები“. აღნიშნული ინიციატივის მიზანი გახლდათ საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაძლიერება და პარლამენტის გამჭვირვალობისა და ღიაობის კუთხით ახალი, საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება. დამკვიდრებული პრაქტიკა შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც და დაიხვეწება მაქსიმალურად ინსტიტუციური თვალსაზრისით. კომიტეტისათვის, ასევე, პრიორიტეტულია საპარლამენტო ზედამხედველობა საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესზე, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობაზე. ადამიანის უფლებების დაცვაზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის მიზნით კომიტეტი აგრძელებს და წლიდან წლამდე აუმჯობესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისა და ანგარიშში მითითებულ ფაქტებზე რეაგირების მონიტორინგის პრაქტიკას. 2018 წელს კომიტეტმა მოისმინა, განიხილა და დეტალურად შეისწავლა როგორც სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, ისე 17 უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაცია „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 30 ივნისის N1181-IIს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით“; განსაკუთრებულად უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის საფუძველზე გაცემული 222 რეკომენდაციიდან 210 რეკომენდაცია შესრულებულია ან შესრულების პროცესშია, და არ შესრულდა მხოლოდ 5,4%. ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის საფუძველზე კომიტეტის მიერ გაცემული 228 რეკომენდაცია სრულად და უცვლელად იქნა გაზიარებული საქართველოს პარლამენტის მიერ, რაც შესაბამისად აისახა 2018 წლის 19 ივლისის N3148-რს დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილება არის პირველი და უპრეცენდენტო საქართველოს საპარლამენტო საქმიანობის ისტორიაში, რადგან საქართველოს პარლამენტმა ამ დოკუმენტით აიღო ვალდებულება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც იმსჯელებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების საკითხზე. ქვემოთ მოცემულია დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების კომიტეტის მხრიდან გაზიარების რაოდენობრივ და პროცენტულ მაჩვენებლებს. როგორც დიაგრამიდან ჩანს, გაზიარებული რეკომენდაციების ტენდენცია არის მკვეთრად მზარდი, რაც სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და პარლამენტს, კერძოდ კი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 6 of 12 800 699 700 687 600 500 466 456 400 29,0 % 349 32,3 % 18,7 % 300 13,8 % 10,8 % 200 222 203 303 228 75,2 % 100 87 49 48 2012-2013 2013-2014 0 2014-2015 სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები 2015-2016 2016-2017 2017-2018 პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციები საანგარიშო პერიოდში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გამართა ორი საკომიტეტო მოსმენა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ შესაბამისი უწყებების ანგარიშები მოსმენის მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ამ კუთხით არსებული მიღწევები და იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჯერ კიდევ დგას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. 2018 წლის 9 ივლის გაიმართა საკომიტეტო მოსმენა საქართველოს კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ აღსრულების მდგომარეობის შესახებ. განხილვაზე წარმოდგენილი იყო ანგარიშები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროების ანგარიშები შრომის უსაფრთხოების სფეროში ახალი სტანდარტების აღსრულებისა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ. 2018 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა საკომიტეტო მოსმენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. ამ კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე. საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, 2018 წელს კომიტეტმა ჯამში მოისმინა და განიხილა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 14 ანგარიში. ეს ანგარიშებია:  სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 7 of 12  ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიში;  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში;  საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის და 9 თვის მიმოხილვა;  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2017 წლის ანგარიში;  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიში;  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში;  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში;  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში;  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში;  საქართველოს, 2016-2017 წლების, ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში;  2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2017 წელის 30 ივნისის N1181-IIს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულება;  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და ა. შ. საბიუჯეტო ზედამხედველობის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა 2018 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი და განახორციელა მისი დეტალური ანალიზი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ანალიზის საფუძველზე გაიცა რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებს 2018 წლისთვის სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდას, შშმ პირების რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამების გაუმჯობესებას, ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო სპეც-პედაგოგების დაფინანსებას და იურიდიული დახმარების სამსახურის საჭიროებების გათვალისწინებას. 2018 წელს, კომიტეტის თავმჯდომარე წარდგენილ იქნა „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ წევრად. კომისიის შექმნის მიზანი იყო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტებისა და საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების დადგენა. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტის თავჯდომარეს და კომიტეტის წევრებს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ ამომრჩევლებთან, საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან, ადგილობრივ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 8 of 12 საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე სამთავრობო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს და რეაგირებას აკეთებს ფიზიკური და იურიდიული პირების წერილებსა და განცხადებებზე. 2017 წლიდან აპრობირებული განცხადებების განხილვის ახალმა სისტემამ შედეგად მოიტანა მოქალაქეებისთვის დროული მხარდაჭერის აღმოჩენა, შესაძლებელი გახადა განცხადებების დამუშავებისა და უწყებებში გაგზავნილ განცხადებების შესრულებასა და რეაგირების პროცესებზე ეფექტიანი კონტროლი. კომიტეტის შიდა რეგულაციით არაუგვიანეს 3 დღის მანძილზე უნდა მოხდეს თითოეულის პირის განცხადებაზე რეაგირება. ახალმა სისტემამ მოგვცა საშუალება ვაწარმოოთ სრულყოფილი სტატისტიკა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა და დამუშავდა მოქალაქეთა 3195 განცხადება. შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილია შემდეგი ტენდენციები და მიმართულებები: შემოსული განცხადებების 9% ეხება სოციალურ საკითხებს, 27 % - გამოძიებისა და მართლმსაჯულების სფეროს, სასჯელაღსრულების საკითხებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების წილი 13% შეადგენს, სასჯელისგან განთავისუფლების თხოვნით შემოსული განცხადებების რაოდენობა 7%-ია, იურიდიული კონსულტაციის კუთხით დახმარების თხოვნას შეეხება შემოსული განცხადებების 2%, დევნილი და საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემატიკას - 1%, ხოლო 41% - სხვადასხვა მიმართულების თემებს (კრედიტების რესტრუქტურიზაცია, ქონებრივი დავები, შრომითი უფლებები და ა. შ). საანგარიშო პერიოდში კომიტეტის წარმომადგენლები და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ და სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიეს 1300-მდე მოქალაქეს, მათგან 400-მდე მოქალაქეს უშუალოდ შეხვდა კომიტეტის თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის თავჯდომარე ასევე რეგულარულად ხვდება ნაძალადევის N17 ოლქის მოსახლეობას და ისმენს მათი საჭიროებებს. საანგარიშო პერიოდში, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მაჟორიტარულ ოლქში განხორციელდა სოციალური კვლევა „სიღარიბის მაჩვენებელი ნაძალადევის მე-17 ოლქში და მოსახლეობის დამოკიდებულება მის გამომწვევ მიზეზებთან“. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 2019 წლისთვის იგეგმება დასაქმების საპილოტე პროგრამის ამოქმედება აღნიშნულ ოლქში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება მოდელის გავრცელება თბილისისა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე. ეფექტიანი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, კომიტეტსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც უზრუნველყოფს იმ პირების სწრაფ გადამისამართებას იურიდიული დახმარების სამსახურში, რომლებიც ასეთი თხოვნით კომიტეტს მომართავენ. არაუმეტეს 3 დღის ვადაში სამსახურმა უნდა გაუწიოს იურიდიული დახმარება მოქალაქეს და რეაგირების შესახებ უნდა აცნობოს კომიტეტს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 9 of 12 კომიტეტი ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით კომიტეტის სხდომებსა თუ სამუშაო ჯგუფებში იწვევს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. მათთან ერთად ხდება საკითხების განხილვა საგნობრივი დისკუსიის საფუძველზე და შესაბამისი რაციონალური, დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინება. 4. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კომიტეტის საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. წლის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა წევრები მართავენ სხვადასხვა შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. აღნიშნული შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაძლიერება პოლიტიკური საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებისა და მიღწევების გაცნობისათვის. 5. კომიტეტის პროექტები კომიტეტის ინიციატივებია: სოციალური მუშაკის რეფორმა - პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონშემოქმედებით პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი სოციალური მუშაკები, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. რეფორმის მიზანია, ყველაზე მოწყვლადი, დისკრიმინირებული და დაჩაგრული ინდივიდებისთვის სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერება, რომელიც არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და რომელიც ამ ადამიანებს დაეხმარება თვითრეალიზაციის გზით გაძლიერებაში. კანონი ნათლად განსაზღვრავს სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსს, ფუნქციამოვალეობებსა და უფლებებს. კანონით ზუსტად არის განსაზღვრული სოციალური მუშაკის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის კრიტერიუმები, ასევე დადგენილია სამუშაო პირობები და შრომითი გარანტიები მათთვის. კანონი სამომავლოდ ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზაციას და პროფესიულ განვითარებას, სოციალური სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ბენეფიციართა ინდივიდუალურ გაძლიერებას. კანონი წარმოადგენს გრძელვადიან რეფორმას სოციალური მუშაობის სფეროში, რომელიც სოციალურ მუშაკს მისცემს საშუალებას მოახდინოს პრევენციული ხასიათის მქონე ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, არსებული გამოწვევების გათვალისწინებითა და სამომავლო, გრძელვადიანი შედეგების გათვლებით. კანონთან ერთად შემუშავებულია კანონის იმპლემენტაციისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა, სადაც ნათლად გაწერილია თითოეული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებების მიერ და რომლის შესრულებაზე ზედამხედველობას მოახდენს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung) სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, ასევე, USAID-ის ჩართულობით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 10 of 12 ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა - 2018 წლის 13 დეკემბერს კომიტეტმა, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტი ითვალისწინებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმებს და ორიენტირებულია სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგის გაძლიერებაზე. ინიციატივას წინ ერთვოდა ოჯახში ძალადობის საკითხის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ეფექტურობის იდენტიფიცირება. შეფასება მიღებული საკანონმდებლო პროექტი, ადგილობრივი და და საკანონმდებლო ანალიზის რომლის საერთაშორისო შედეგებზე შემუშავების კუთხით დაყრდნობით პროცესში ორგანიზაციებისა არსებული და გამოწვევების შეიქმნა აქტიურად საქართველოს აღნიშნული იყვნენ ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და პარტნიორობით. ბავშვის კოდექსი - აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზაციისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის. კოდექსი არის მოცულობითი და შეეხება ბავშვთა უფლებებს ბევრი მიმართულებით. კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა გაფართოებული სამუშაო ჯგუფი, სადაც მოწვეული და ჩართული არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველი და ყველა ის ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სფეროს და ინტერესს წარმოადგენს ბავშვის უფლებების დაცვა და რეალიზება. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-თან მჭიდრო თანამშრომლობითა და პროფესიული მხარდაჭერით. 2019 წლის თებერვლის თვეში იგეგმება პროექტის პრეზენტაცია და ინიცირება საქართველოს პარლამენტში. შრომის უსაფრთხოება ქართულ კანონმდებლობაში - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა საქართველოს კანონპროექტის ორგანული შემუშავების კანონის პროცესში ასევე პროექტი „შრომის ჩართულნი იყვნენ უსაფრთხოების შესახებ“. სახელმწიფო უწყებები, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციებისა და აღნიშნულ სფეროში აქტიური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ახალი კანონით გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაიცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სავალდებულო დირექტივების მოთხოვნებიდან. კანონპროექტზე მუშაობა ხორციელდებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების უშუალო ჩართულობით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 11 of 12 რელიგიის თავისუფლების კანონმდებლობა: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ორ კანონპროექტს, რომელიც ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციასა და ბურკა/ნიქაბის ტარების აკრძალვას. კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც მოწვეულები არიან სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, იმისათვის, რათა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ყველა იმ პრობლემური საკითხის დარეგულირება, რომელიც კონფესიებს აწუხებთ და აღიქვამენ როგორც გამოწვევას რელიგიური უმცირესობების წინაშე. პირველი შეხვედრა გაიმართება 21 იანვარს. სამუშაო ჯგუფის მიზანია რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის გარანტირება. კომიტეტის პროექტებიდან ასევე აღსანიშნავია შემდეგი აქტივობები:  ადამიანის უფლებები ქართულ ჯარში - კომიტეტი აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ თემაზე. საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შემუშავდა კონცეფცია საქართველოში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მექანიზმის შემუშავების თაობაზე, საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ხარვეზების, გამოწვევების და მიზნების გათვალისწინებით. პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით.   საერთაშორისო კონფერენცია „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი იმპლემენტაცია“ - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობასთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის და კავკასიის უნივერსიტეტთან და ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა GIZ და UNDP, ორგანიზება გაუწია მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავდა დღის წესრიგი 2030-ის იმპლემენტაციის ადრეულ ეტაპზე არსებული გამოწვევების გამოვლენასა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა ქვეყნების საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე - ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომიტეტის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია თემაზე "პარლამენტის საზედამხედველო როლი ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე: ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა". კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის როლზე. 6. ორგანიზაციული საკითხები საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კომიტეტი ყოველთვის ზრუნავს ორგანიზაციული პროცესების მოწესრიგებასა და აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი Page 12 of 12 ხდება კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამომრჩევლისა და პარლამენტის წინაშე საქმიანობის ამსახველი ანგარიშის წარდგენა. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აპარატის თანამშრომლებისთვის პერიოდულად ტარდება სხვადასხვა თემატური სწავლებები, სამუშაო პროცესების ეფექტიანობის ამაღლებისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2018 წელი