საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/344; 10/05/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-10353/19
03-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის ქალბატონ სოფიო ქაცარავას (2-10318/19; 31.05.2919) წერილი, რომლითაც
ავტორი ითხოვს საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძისა და გიორგი
კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე (07-3/344; 10.05.2919) განხილვის გადავადებას ერთი თვით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე
გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის განხილვის ვადა
გაუგრძელოთ ერთი თვით.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ჯაში
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-10318/19
31-05-2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს
საქართველოს კანონის პროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/344;10.05.2019)
განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2019 წლის 20 მაისის (N260/3)
გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 10
ივნისამდე დაევალა პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძისა და გიორგი კანდელაკის მიერ
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა და დასკვნის განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის კომიტეტისათვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება კანონპროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და
განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge