საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის (დავით მათიკაშვილი, მერაბ ქვარაია, დავით სონღულაშვილი) 2019 წლის 22-25 მაისს ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში (

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი
ნომერი
#2-10414/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-05
ბიუროს ნომერი 268

📜 ტექსტი

ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-10414/19 03-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გიგზავნით მიმდინარე წლის 22-25 მაისს ყირგიზეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. საქართველოს პარლამენტის ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბიშკეკში ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: დავით მათიკაშვილი (ჯგუფის ხელმძღვანელი), მერაბ ქვარაია (ჯგუფის წევრი) და დავით სონღულაშვილი (პარლამენტის წევრი), 22-25 მაისს განახორციელა სამუშაო ვიზიტი ქ. ბიშკეკში, ყირგიზეთის რესპუბლიკა. საპარლამენტო დელეგაცია ყირგიზეთში მიიწვია ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტში (ჟოგორკუ კენეში) საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯანარ აკაევმა . ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, - ა. ნუბაევთან, კ. იმანალიევთან და კომიტეტის სხვა წევრებთან, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯანარ აკაევთან და ჯგუფის სხვა წევრებთან. ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ს. აიბაროვთან და კომიტეტის წევრებთან. ვიზიტის მსვლელობისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაესწრო ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობას, რა დროსაც ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები მიესალმნენ დელეგაციის შემადგენლობას. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის არსებულ დინამიკასა და განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამგვარი ურთიერთობების შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, აღნიშნეს საპარლამენტთაშორისო კავშირების და მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა და განიხილეს ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული და კულტურულსაგანმანათლებლო მიმართულებები. ტურისტული კუთხით, მხარეებმა პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეს საჰაერო გზით, საქართველო-ყირგიზეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ყირგიზულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, გაცნობოდა საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, კერძოდ: ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, ქურდული სამყაროს შესახებ, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და სხვა. საქართველოში გატარებული რეფორმების კუთხით მიღებული გამოცდილების გაზიარება, დადებითად იქნა შეფასებული ყირგიზი კოლეგების მიერ. როგორც შეხვედრებზე ითქვა, ამ კუთხით საქართველო არის რეგიონში ერთ–ერთი წარმატებული ქვეყანა. შეხვედრაზე დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და უახლოეს მომავალში შედგება ყირგიზეთის მეგობრობის ჯგუფის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. პარლამენტის წევრი დავითი მათიკაშვილი