საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/345; 08/05/2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-05
ბიუროს ნომერი 268
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-10485/19
04-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე
„ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/345; 08.05.2019).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომართვის
საფუძველზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით აღნიშნული კანონების პროექტების განხილვის ვადა
გაგრძელდეს 1 თვით, საქართველოს მთავრობის მიერ „ენერგოეფექტურობის შესახებ"
საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge