„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“
ნომერი
#07-3/358/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2 საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 24 მუხლის: (საქართველოს ა) მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – ზუგდიდის, ქალაქ ბათუმის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების მიმართულებიდან/მიმართულებით;“; ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების მიმართულებიდან/მიმართულებით საქონლის მიწოდება განხორციელდეს მხოლოდ ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიული წყლების გამოყენებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2018 წლის განხორციელებული 6 ივნისს ცვლილებების საქართველოს შედეგად, საგადასახადო კოდექსს დაემატა კოდექსში 24 2 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა სპეციალური საწარმოს სტატუსი. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობასთან ერთად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით, განახორციელოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა, ასევე, საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება. პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით. კანონის მიღების ძირითადი მიზეზი გახლდათ სავაჭრო ურთიერთობების ისე წაახალისება, რომ შესაძლებელი იყოს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა, ასევე, აფხაზეთსა ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზების და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზება. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოყენებულ იქნეს და შესაბამისი რეგულაცია გავრცელდეს არა მხოლოდ სახმელეთო სივრცეზე, არამედ მოიცვას საზღვაო ინფრასტრუქტურასაც. შესაბამისად, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საზღვაო სივრცეში) წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება განახორციელდეს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული წყლების მეშვეობით. თევზი საერთაშორისო სასურსათო ბაზარზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პროდუქტს წარმოადგენს და თევზჭერის დარგის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის. საჭიროა აღნიშნული მიმართულება წახალისებულ იქნეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სარგებელი. თევზსამეურნეო დარგი, რესურსების მოპოვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ მრეწველობის სხვა დარგებთან ერთად, ინვესტიციებისა და ძირითადი კაპიტალის მიხედვით, მნიშვნელოვან როლი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში და უზრუნველყოფს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და შესაბამისი ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების მიწოდება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ან მომავალში მიიღებენ სპეციალური საწარმოს სტატუსს, საქონლის მიწოდების შესაძლებლობა ჰქონდეთ ბათუმის და ფოთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით საქართველოს ტერიტორიული წყლების გამოყენებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი სთავაზობს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ან მომავალში მიიღებენ სპეციალური საწარმოს სტატუსს საქონლის მიწოდება განახორციელოს შავი ზღვის გამოყენებით, ბათუმის და ფოთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საზღვაო სივრცეში) წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება განახორციელოს როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით/მიმართულებიდან, ასევე, ბათუმის და ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ან/და პირიქით, შესაბამისი საზღვაო ნავსადგურების გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიული წყლების მეშვეობით. ამ მიზნით ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 242 მუხლში. საქართველო გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია საგადასახადო კოდექსით დადგენილი შესაძლებლობა გამოყენებულ იქნეს და შესაბამისი რეგულაცია გავრცელდეს არა მხოლოდ სახმელეთო სივრცეზე, არამედ მოიცვას საზღვაო ინფრასტრუქტურაც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტის მიმართ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის პროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, რაც ხელ შეუწყობს კანონის პროექტით გათვალისწინებული სარგებლის ეფექტურ აღსრულებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით კანონის პროექტის განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ გავრცელდება იგი, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ აღნიშნული კანონპროექტი ტერიტორიებთან სავაჭრო ხელს შეუწყობს ურთიერთობების წახალისებას, შიდა და საგარეო ბაზარზე წვდომას, რაც მისცემს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის რომელთან შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი ეკონომიკა“.