„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31
ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია
1.კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) თავიანთ ტერიტორიებზე კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის
განხორციელება;
ბ)
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტისა
და
ფონდების
ფორმირება
კულტურის
განვითარებისათვის;
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სახელმწიფო კულტურული პროგრამების
შესასრულებლად გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც ნაწილდება
კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების
პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;
დ) მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა,
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა;
ვ) კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და
ნაგებობების მშენებლობა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა;
ზ) არქიტექტურულ - მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების
მიღება;
თ) ნაგებობებზე, შენობებსა და სახელმწიფო საკუთრების სხვა ობიექტებზე კონტროლის
დაწესება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების
განხორციელება.
2. 2. საქართველოს ტერიტორიაზე
არქიტექტურულ - მხატვრული კომპოზიციის
განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის ორგანო საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით”.
2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის
ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების
გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა“.
3. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო
ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის
ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან თავიანთ საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკები,
მუზეუმები, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდები, უზრუნველყონ მათი შენახვა,
ფუნქციონირება და განვითარება“.
4. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კულტურის სახელმწიფო დაფინანსების საერთო მოცულობა ცენტრალური
და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან რეგულარულად ზუსტდება იმ დამატებითი
დანახარჯების ასანაზღაურებლად,
ხელფასების ზრდით“.
რაც
გამოწვეულია
ფასების,
ტარიფებისა
და
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში
უზრუნველყონ თავიანთი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“
ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას
განეკუთვნება „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების
თაობაზე
გადაწყვეტილების
მიღება“.
კანონის
ამ
ნორმის
საფუძველზე
მუნიციპალიტეტების ორგანოებმა მიიღეს შესაბამისი ნორმატიული აქტები (მაგ. 2015
წლის 8 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო №11-42 დადგენილება
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების
ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური
ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“).
მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ ზემოთაღნიშნული ნორმატიული აქტების
პრაქტიკაში დანერგვამ გამოავლინა თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნების
ტენდენციების შესაბამისად, ცნების „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი
(ქანდაკება)“ გაფართოების აუცილებლობა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლში ტერმინის „მონუმენტური
სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება)“ - „არქიტექტურულ - მხატვრული კომპოზიცია“
ტერმინით ჩანაცვლების მიზანშეწონილობა.
„არქიტექტურულ - მხატვრული
კომპოზიცია“ გულისხმობს სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ხელოვნების ობიექტს,
რომელიც მოიცავს სკულპტურას, ძეგლს (ქანდაკება), ობელისკს, ინსტალაციას
(კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტს). საკანონმდებლო ინიციატივით დაგეგმილი
ტერმინოლოგიური ცვლილება ეფუძნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლებისა და კულტურის კომისიის წინადადებას.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, კანონში არსებული ტერმინი „ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები“,
შეიცვლება
ტერმინით
„მუნიციპალიტეტის
ორგანოები“ ვინაიდან, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თვითმმართველი
ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება რომელსაც აქვს
ადმინისტრაციული საზღვრები, და ადმინისტრაციული ცენტრი, გააჩნია არჩევითი
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ხოლო, ადგილობრივი
თვითმმართველობა კი წარმოადგენს მოქალაქეთა უფლებას მათ მიერ არჩეული
მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის
საკითხები. ასევე მიზანშეწონილია ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის
მუხლებში ტერმინი ტერმინი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი” შეიცვლოს
ტერმინით ,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღებამ ხელი უნდა შეუწყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების
უფლებამოსილებების
ეფექტურად
განხორციელებას
კულტურის
სფეროში
გადაწყვეტილებების მიღებისა და მართვის პროცესში. ამასთანავე, ხელოვნების
თანამედროვე ტენდენციებთან შესაბამისობაში იცვლება/ფართოვდება მონუმენტური
სახვითი ხელოვნების დეფინიცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის კანონის მე-19 მუხლის პირველი
პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში და ამავე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლთა მიხედვითაც
კულტურის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას
განეკუთვნება არქიტექტურულ - მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების
საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმება.
გარდა ამისა, ტერმინოლოგიური ცვლილებები შედის კანონის მე-19, 22-ე, 24-ე და
29 მუხლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც ხელს შეუწყობს
მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ კულტურის სფეროს მართვის საკითხებში
გაზრდილი უფლებამოსილების დროულ განხორციელებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირებისათვის
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული კანონპროექტი ეფუძნება საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კონსულტაციებს და ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მომართვას.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, გურამ მაჭარაშვილი, კარლო კოპალიანი,
სვეტლანა კუდბა, შოთა ხაბარელი, ცოტნე ზურაბიანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები მარიამ ჯაში, გურამ მაჭარაშვილი, კარლო კოპალიანი,
სვეტლანა კუდბა, შოთა ხაბარელი, ცოტნე ზურაბიანი