„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
ნომერი
#07-3/362/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 217-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენ წევრებს (1 წევრს – უმრავლესობის წევრთაგან, 1 წევრს – უმცირესობის წევრთაგან, 1 წევრს – მეტი მხარდაჭერის მქონე დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთაგან, თითო წევრს − იმ ფრაქციების წევრთაგან, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ხოლო უმრავლესობის ან/და უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში – თითო წევრს − ფრაქციების წევრთაგან) წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთანავე, უმცირესობისა და იმ ფრაქციების წარმომადგენლობა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, არ უნდა აჭარბებდეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს. თუ უმცირესობისა და იმ ფრაქციების წარმომადგენლობა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, გადააჭარბებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს, უმრავლესობას უფლება აქვს, დამატებით წარადგინოს წევრი ამ პუნქტით დადგენილი თანაფარდობის გათვალისწინებით. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. 217-ე მუხლის დაემატოს 51 და 52 მუხლი 51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის კანდიდატურა, რომელსაც აქვს წარდგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სუბიექტის წევრთაგან მეტის, მაგრამ არანაკლებ ამ წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მეორედის მხარდაჭერა. 52. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი აირჩევა ღია კენჭისყრით, სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს პარალმენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესებას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას. აღნიშნული ცვლილებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარისა, უნდა იყოს უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების მიერ არჩეული პირი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს პარალმენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ეფექტიან ფუნქციონირებას და შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისი ვერ ასრულებს სრულყოფილად მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები რეგლამენტის პროექტის მიღება უზრუნველყოფს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნასა და ფუნქციონირებას, რაც გამოიწვევს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის კოორდინირებისა და ანგარიშვალდებულების ზრდას. ასევე, ცვლილების შედეგად გაიზრდება საბიუჯეტო საქმიანობაში საპარლამენტო უმცირესობის როლი. აღნიშნული ცვლილებები, თავის მხრივ გამოიწვევს პარლამეტში საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, საბიუჯეტო ოფისის მიერ, საკუთარი მანდატის შესაბამისად, ძირითადი ფუნქციებების ფარგლებში, შესაბამისი ქმედებების განხორციელებას და საერთო ჯამში უზრუნველყოფს საბიუჯეტო ოფისის მუშაობის პროცესების გაუმჯობესებას. ა. გ ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 217-ე მუხლის მე-5 პუნქტში შედის ცვლილებები რომლის მიხედვითაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი. ა.დ) კანონის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან მიმართებაში. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის და რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების თარიღად შერჩეულ იქნა გამოქვეყნების თარიღი ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს გონივრულ ვადას საპარლამენტო განხილვებისა და თანმდევი პროცედურებისათვის. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება ინიციატორი არ ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; რეგლამენტის პროექტის სახსრების გამოყოფას. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; რეგლამენტის პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; რეგლამენტის პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში. რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) რეგლამენტის პროექტის ავტორი რომან გოცირიძე ვ ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი რომან გოცირიძე