საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/345; 10/05/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-10791/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-10791/19 07-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრებმა სერგი კაპანაძემ და გიორგი კანდელაკმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართეს წერილით (N2- 10565/19, 05.06.2019), კონსულტაციებისათვის რომ ესაჭიროებათ დამატებითი დრო მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/345; 10.05.2019წ.) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. იმავე წინადადებით მომართა კომიტეტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (წერილი N2-10319/19, 31.05.2019). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვით. დანართი: პარლამენტის წევრების წერილი 1 ფურცელზე; სავალდებულო კომიტეტის წერილი 1 ფურცელზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-10565/19 05-06-2019 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, მოგმართავთ, ერთი თვის საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს კანონში 10.05.2019) განხილვები, ვადით, წესით წარმოდგენილი ცვლილების ვინაიდან გადადებულ შეტანის პროექტთან იქნას ჩვენს მიერ ,,გრანტების შესახებ“ თაობაზე“ (07-3/345; დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები. პატივისცემით, პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მიმდინარეობს
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-10319/19 31-05-2019 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/345;10.05.2019) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2019 წლის 20 მაისის (N260/4) გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 10 ივნისამდე დაევალა პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძისა და გიორგი კანდელაკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვა და დასკვნის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტისათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქართველოს კანონის პროექტი: „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge