საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2019
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-11300/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ჩემი ელექტრონული მთავრობა" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041190925031 09.06.2019 საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს სათაური: საკანომდებლო წინადადება "საკანონმდებლო" ხაფანგის გა გაუქმების შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ შპს ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ. ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში 1) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი აჰტშამ ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # ) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი ადილ უსმან, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # ; 3) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი და დირექტორი ბ– ნი ჰამზა ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # . გთხოვთ, განიხილოთ. ღრმა პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" დირექტორი დოკუმენტები: 1 ) საკანონმდებლო წინადადება.docx; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. მობილური: ელფოსტა: RUAT CAELUM FIAT IUSTICIA! ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიაA ZURAB VANISHVILI LAW FIRM, LLC 0186, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 79/159 404870207; მობ.: 5 77 52 99 37; zvani@hotmail.com 09.06.2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო წინადადება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცლილებების შეტანის შესახებ ( საკანონმდებლო „ხაფანგი“-ს - კოდექსის 301(მ) მუხლის გაუქმება) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ შპს ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავის მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელი აირჩევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, სასამართლოს მაგივრად, გაასაჩივროს საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, იგი თავს იყენებს დიდი საფრთხის ქვეშ. პრობლემა მდგომარეობს საქართველოს საგადასახადო ჩანაწერები „მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის“ შესახებ. 1 კოდექსში არსებული მსგავსი ან იდენტური ნორმა არ არსებობს არცერთ სხკა საკანონმდებლო აქტი. ფაქტიურად, „მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის“ ინსტიტუტი წარმოადგენს ანაქრონიზმს. ამგვარი დებულება არათუ საქართველოს სხვა კანონში, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის საგადასახადო კოდექსშიც არ არსებობს. ამრიგად, საქართველოში ინვესტიციის განხორციელებისას ნებისმიერი პირი დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ თუ საგადასახადო დავის მიმდინარეობისას დავის განმხილველი ორგანო ჩათვლის, რომ მისი მოძიება შეუძლებელი იყო, საგადასახადო მოთხოვნა მის მიმართ, რაოდენ დაუსაბუთელები და უპერსპექტივოს არ უნდა იყოს იგი, შევა ძალაში. სამწუხაროდ, საერთო სასამართლოებს ამ საკანონმდებლო „ხაფანგის“ მიმართ არ გააჩნია არანაირი პოზიცია ან სასამართლო პრაქტიკა. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, გადასახადის გადამხდელის მოძიების შეუძლეობლობა წარმოადგენს იმდაგვარ ფაქტს, რომლის დადგომა ფაქტიურად შეუძლებელია. გადასახადის გადამხდელი, თუ იგი რეგისტრებულია ამ თუ იმ ქვეყნის გადამხდელთა რეესტრში, აუცილებლად ფიზიკურად არსებობს ქვეყნის ფარგლებში. საპროცესო კანონმდებობისთვის უცხოა აღნიშნული ინსტიტუტი („მომჩივანთან დაკავშირება შეუძლებელია“). იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავის განხილველი ორგანოები და საერთო სასამართლები წარმოადგენენ საგადასახადო დავების განხილვის ერთიანი ეროვნული მექანიზმის შემადგენელ ნაწილებს, მათ საპროცესო წესებს არ შეიძლება გააჩნდეთ მკვეთრი თავისებურებები, რაც რომელიმე მათგანს გახდის უფრო „საშიშს“ გადასახადის გადამხდელთა მიერ დავის წარმოებისას. ასე, მაგალითად, საგადასახადო კოდექსის 301(მ) მუხლის თანახმად, საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლის თანახმად, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია), მისი საჩივარი მაინც იქნება განხილული. „მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის” ინსტიტუტი უცხოა სასამართლოში არსებული ქცევის წესებისთვის. თუ მომჩივანს სასამართლოში ვერ „იძიებენ“, მის ძებნაში ერთვება პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პრესა, საჯარო შეტყობინების სისტემა და ა.შ. ამ პირობში ნათელია, რომ „მომჩივნის მოძიების შესაძლებლობა“ საკმაოდ არქაულ და უშინაარსო სენტენციას წარმოადგენს. ============================================================================ 2 კანოპროექტის ძირითადი პრინციპები: შემოთავაზებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს კანონი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301–ე მუხლიდან ამოღებული იქნება (მ) პუნქტი. ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოში გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო და ინვესტორები და ზოგადად გადასახადის გადამხდელები ვეღარ გახდებიან მათი „მოუძიებლობის“ შემთხვევაში, საკანონმდებლო ხაფანგის მსხვერპლნი და მათ მიმართ ამ საბაბით აღარ შევა ძალაში მათ მიმართ გამოცემული დაუსაბუთებელი საგადასახადო მოთხოვნები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლიდან (მ) პუნქტის ამოღებით საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოვა საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლთან და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსთან, მთლიანად საქართველოს კანონმდებლობსთან და - საგადასახადო დავის შემოსავლების სამსახურიდან დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში მომჩივნის უფლებები თანაბრად და პროპორციულად იქნება დაცული, საგასახადო კოდექსის განთავისუფლდება აშკარად დისკრიმინაციული და კორუფციული ხასიათის დებელებისგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მიღებული იქნას კანონი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლიდან ამოღებული იქნება (მ) პუნქტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსებას. 3 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვა ლდებულებების აღებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახ დელის ოდენობადა ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღ ებას გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთანდაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. 4 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებ ა, ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთ ის არსებობის შემთხვევაში; ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში 1) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი აჰტშამ ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # 35302-5380514-1; 2) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი ადილ უსმან, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # 35302-5199064-1; 3) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი და დირექტორი ბ–ნი ჰამზა ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # 35302-8229651-9. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებო ბის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს ღრმა პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" დირექტორი: 5