საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/342; 10/05/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-10841/19
10-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად საქართველოს პარლამენტის
წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/342; 10.05.2019).
სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, მოგმართავთ
თხოვნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად, დადგენილი განხილვის ვადა გაგრძელდეს 1 თვით.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-10784/19
07-06-2019
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ რომან კაკულიას
ბატონო რომან,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და
გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/342; 10.05.2019), საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით
სავალდებულო
კომიტეტად
განსაზღვრულია - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, კანონპროექტის განხილვის
ვადად გათვალისწინებულია 24.05.2019 – 10.06.2019.
აღნიშნულ კანონპროექტზე კონსულტაციების გასამართად და პოზიციების
შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა
გაგრძელდეს 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge