საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, კობა ნაკაიძის, ლევან ბეჟანიძის, ლევან კობერიძის, მირიან წიკლაურის, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი მხეიძის, ელგუჯა გოცირიძის, კობა ნარჩემაშვილის და მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (07-3/350; 15/05/2019) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10852/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-10852/19 10-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-10802/19; 07/06/2019), რომ უზრუნველვყოთ საქართველოს პარლამენტის წევრების აკაკი ზოიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, კობა ნაკაიძის, ლევან ბეჟანიძის, ლევან კობერიძის, მირიან წიკლაურის, რატი იონათამაშვილის, დიმიტრი მხეიძის, ელგუჯა გოცირიძის, კობა ნარჩემაშვილის, მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტების: საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონი ,,სოციალური მუშაობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონი ‘’საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’, საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ცვლილების შტანის შესახებ, საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’განხილვის ვადის გაგრძელება. გთხოვთ, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე ერთი თვით გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-10802/19 07-06-2019 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ აკაკი ზოიძეს ბატონო აკაკი, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების აკაკი ზოიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, კობა ნაკაიძის, ლევან ბეჟანიძის, ლევან კობერიძის, მირიან წიკლაურის, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი მხეიძის, ელგუჯა გოცირიძის, კობა ნარჩემაშვილის და მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საკანონმდებლო პაკეტი: „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები (07-3/350; 15.05.2019). საკანონმდებლო პაკეტზე წამყვანი კომიტეტია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებია: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. სავალდებულო კომიტეტისთვის საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 10 ივნისი. ვინაიდან, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, გთხოვთ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე მიმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge