საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ცოტნე ზურაბიანის, ვანო ზარდიაშვილის, ირაკლი ბერაიას და ანრი ოხანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მის თანმდევი პროექტების (07-3/353; 22/05/2019) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-10880/19
10-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N261/3, 27.05.2019 გადაწყვეტილებით, ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა
საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ცოტნე
ზურაბიანის, ვანო ზარდიაშვილის, ირაკლი ბერაიასა და ანრი ოხანაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად
ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული
კომუნიკაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/353; 22.05.2019).
აღნიშნული პაკეტი სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა აგრეთვე იურიდიულ
საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებს.
საკანონმდებლო
ინიციატივის
განხილვის
ვადა
წამყვანი
კომიტეტისთვის
განსაზღვრულია 2019 წლის 03 სექტემბრამდე, ხოლო სხვა კომიტეტებისთვის - 2019 წლის 17
ივნისამდე.
მიმდინარე წლის 07 ივნისს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც
ითხოვა დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30
დღით, რადგან საჭიროა დამატებითი დრო კონსულტაციების გასამართად და პოზიციების
შესაჯერებლად.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
მოგმართავთ
შუამდგომლობით
დასახელებული
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადების 1 (ერთი) თვით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge