საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/271; 17/01/2019) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10894/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-10894/19 10-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/271; 17.01.2019). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. წამყვან კომიტეტზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 11 ივნისი. საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge