საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის (N07-2/360; 03/06/2019) კანდიდატურების განხილვის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-10926/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-10
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-10916/19 10-06-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურების განხილვის თაობაზე (№07-3/335; 01.05.2019). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 10 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი კანდიდატების შესაბამისობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. ამ მიზნით, კომიტეტმა გააანალიზა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მოისმინა თითოეული კანდიდატის ინფორმაცია, მათ შორის, მათი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ. შედეგად, კომიტეტმა დაადგინა, რომ ორივე კანდიდატი შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ კანონის მოთხოვნებს. იმავდროულად, კომიტეტმა აღნიშნა, რომ კანდიდატ ლონდა თოლორაიას მიერ წარმოდგენილი ხედვა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით და თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების საკითხებზე, თანხვედრაშია კომიტეტის ხედვასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, მხარი დაუჭირა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას არჩევას, ხოლო ამავე თანამდებობაზე ვალერი ლომუაშვილის არჩევა მოზანშეწონილად არ მიიჩნია. ამასთან, კომიტეტმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია იძლევა, როგორც კანონის მოთხოვნებთან კანდიდატების შესაბამისობის, ასევე, მათი პროფესიული მახასიათებლებისა და პიროვნული თვისებების სრულყოფილად დადგენის შესაძლებლობას და საკმარისია პარლამენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციის შესწავლის გარეშე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე