საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი სესიაშვილი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი კანდელაკი, ირაკლი ბერაია) 2019 წლის 31 მაისი-3 ივნისს ქ. ბრატისლავაში (სლოვაკეთის რესპუბლიკა) გამართულ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-12
ბიუროს ნომერი 270
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-10982/19
11-06-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძე
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის ქ. ბრატისლავაში (სლოვაკეთის რესპუბლიკაში) 31 მაისი-3 ივნისს გამართულ
ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის ანგარიშს.
გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს ბიუროს შეხვედრის დღის წესრიგში.
დანართი: 5 (ხუთი) ფურცლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა
საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის
მონაწილეობა ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში
ქ. ბრატისლავა, სლოვაკეთი
31 მაისი-3 ივნისი, 2019
ანგარიში
ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა
სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა.
6 ივნისი 2019
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის შემადგენლობა
ძირითადი შემადგენლობა
ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული
ოცნება“;
არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;
სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
სათადარიგო შემადგენლობა
ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
ირაკლი
აბესაძე
-
„მოძრაობა
თავისუფლებისათვის-ევროპული
საქართველო“;
ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები,
რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაცია
11-14 ოქტომბერი
ასამბლეის წლიური სესია ქ. ლონდონი, (დიდი
ბრიტანეთი);
ანგარიშის მოკლე შინაარსი
მიდინარე წლის 31 მაისიდან - 3 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ბრატისლავაში
(სლოვაკეთის რესპუბლიკა) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
საგაზაფხულო სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით:
ირკალი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი);
არჩილ თალაკვაძე;
გიორგი კანდელაკი;
ირაკლი ბერაია;
დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი).
სესიის ფარგლებში, ასამბლეის კომიტეტებმა განიხილეს დოკუმენტები,
რომლებიც დიდ წილად მიმართული იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის
წევრ ქვეყნების შიდა და გარე გამოწვევებზე.
საქართველოს საპარლამენტოს დელეგაციის წევრებმა, კომიტეტების მიერ
მომზადებულ სამ ანგარიშში რამდენიმე ცვლილება წარადგინეს.
ასევე,
დელეგაციის
წევრებმა,
თურქეთის
დელეგაციის
წევრებთან
ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც, ორ ქვენას შორის არსებული
ურთიერთობები განიხილეს.
ანგარიში
1. მიმდინარე წლის 31 მაისიდან - 3 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ბრატისლავაში
(სლოვაკეთის რესპუბლიკა) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
საგაზაფხულო
სესია.
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ირაკლი სესიაშვილი,
დელეგაციაში ასევე შედიოდნენ არჩილ თალაკვაძე,
ირაკლი ბერაია და
გიორგი კანდელაკი.
2. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გამართულ კომიტეტის სხდომებზე
ქართული დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკური
ინტეგრაციის
პროცესში
მიღწეულ
პროგრესზე
და
ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან წვლილზე,
ქვეყანაში
გატარებულ
ტრანსფორმაციაზე,
დემოკრატიულ
რუსეთის
რეფორმებზე,
ფედერაციის
მიერ
თავდაცვის
საქართველოს
ტერიტორიების ოკუპაციაზე, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მომდინარე
საფრთხეებზე და საპასუხოდ გასატარებელ ღონისძიებებზე.
შედეგად,
დელეგაციის წევრებმა ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებულ სამ
ანგარიშში წარადგინეს ცვლილებები.
3. სესიის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები
ასევე, შეხვდნენ აშშ-ის კონგრესმენს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის
თანათავმჯდომარეს ჯერი კონოლის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
ვიცე-პრეზიდენტს, თურქული დელეგაციის ხელმძღვანელს ოსმან ბაკს,
საპარლამენტო
ასამბლეის,
წევრი
და
პარტნიორი
სახელმწიფოების
დელეგაციების სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს.
4. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა
ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და იმ რიგ
მიღწევებზე და გამოწვევებზე რომელიც არსებობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესში.
5. უნდა აღინიშნოს, რომ ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებული
ანგარიშები დიდ წილად ფოკუსირებული იყო ალიანსის და წევრი ქვეყნების
წინაშე არსებულ შიდა და გარე გამოწვევებზე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ
სესიის პლენალურ სხდომაზე წარდგენილი არ ყოფილა არც დეკლარაცია და
არც რეზოლუცია. (როგორც წესი ესეთი ტიპის დოკუმენტები არის
შეტანილი სესიის დღის წესრიგში).