საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა 2019 წლის 10 ივნისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ შექმნილი „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის თაობაზე“ (N2-10754; 07/06/2019) და 2019 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ შექმნილი „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებული“ (N2-7554/19; 23/04/2019) თემატური მოკვლევის ჯგუფების გაერთიანების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-11199/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-11199/19 13-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2019 წლის 10 ივნისის ბიუროს სხდომას დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესასწავლად მორიგი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ აცნობა. ასევე, 2019 წლის 30 აპრილს, 254-ე ბიუროს სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დეზინფორმაციისა და პროპგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ აცნობა. ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის ორ კომიტეტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ფუნქციონირებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის ჯგუფის არსებობის შემთხვევაში ბიურო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევაში მონაწილე პარლამენტის წევრების გაერთიანების შესახებ. გთხოვთ, რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად უახლოეს ბიუროს სხდომაზე განიხილოთ და მიიღოთ გადაწყვეტილება ორი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გაერთიანების შესახებ. პატივისცემით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესასწავლად თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge