„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტები:
„ა.ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი - თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის
ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თამბაქოს ნაწარმის არცერთ კატეგორიაში და
საქართველოს ბაზარზე განთავსებულია ამ კანონის მე-4 მუხლის 31 პუნქტით დადგენილი
პროცედურის შესაბამისად;
ა.თ) თამბაქოს ნედლეული და თამბაქოს ნარჩენები;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი
ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც განკუთვნილია წვის პროცესით
მოხმარებისთვის და რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა
მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს;“;
გ)
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:
„ღ) ელექტრონული სიგარეტი - პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ნიკოტინის
შემცველი ორთქლის მოხმარებისთვის, რომელიც წარმოიშვა პირის მოწყობილობის
მეშვეობით სითხის აორთქლებით, ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, მათ შორის
სითხიანი კარტრიჯი, სარეზერვუარო კონტეინერი ან მოწყობილობა კარტრიჯისა ან
ჩასადების გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან
მრავალჯერადი შესავსები კონტეინერის ან სარეზერვუარო კონტეინერის მეშვეობით ან
იტენებოდეს კარტრიჯის ერთჯერადი გამოყენებით;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა
მსგავსი
მოწყობილობის
ნიკოტინის
შემცველი
მასალის/კარტრიჯის/კაფსულის
მოცულობა, ნიკოტინის შემცველი სითხის მოცულობა, მათში ნიკოტინის შემცველობის
ზღვრულად დასაშვები ნორმები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი
საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;“.
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები ან/და იმპორტიორები ვალდებულნი
არიან შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის
საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც ისინი გეგმავენ. შეტყობინება სამინისტროს უნდა
მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით საქართველოს ბაზარზე
განთავსებამდე 3 თვით ადრე. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს თამბაქოს ახალი
ნაწარმის დეტალური აღწერა, ასევე მისი გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმაცია
თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
თამბაქოს ნაწარმის მიწოდება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტომასით 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, გარდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით
განსაზღვრული შემთხვევისა.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს
მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება, სხვა ფორმით გათამაშება ან/და ამგვარ
ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის ან მისი რომელიმე ნაწილის, თამბაქოს აქსესუარის
ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის საშუალებით ან მათი
განაწილებით მონაწილეობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახით თამბაქოს ნაწარმის
პოპულარიზაცია, კერძოდ:
ა) საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და
თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის
გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით;
ბ) ინიციატივის განმტკიცება ან ერთგულების სქემა, კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის
გაყიდვისას კუპონების დარიგება;
გ) პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს
ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო
მოვაჭრის პოპულარიზაცია;
დ) ინდივიდისთვის გამიზნული საპოპულარიზაციო მასალა, მათ შორის,
საინფორმაციო
მასალა
(კერძოდ,
პირდაპირი
გზავნილი),
ტელემარკეტინგი,
მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის,
თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია;
ე) საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის
საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის,
რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს;
ვ) თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ
ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად
შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც
შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო
მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას;
ზ) ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც
არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან
იმიტაციაა.“.
4. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე
განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო
გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით
გაფრთხილებას
(საქართველოს
კანონმდებლობით
დამტკიცებული
შესაბამისი
პიქტოგრამით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში – შესაბამისი ტექსტობრივი წარწერით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.“;
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „22“ პუნქტი:
„22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ახალი
ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს
კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3
ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9
ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს,
თამბაქოს ახალი ნაწარმისათვის გათვალისწინებული სამედიცინო გაფრთხილების 2
ნიმუშს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილების
კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.“;
დ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) განთავსებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე,
ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად, და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო
ფართობის 65 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები, ხოლო ამ
კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს
ნაწარმისთვის – განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა
იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის
შემომფარგვლელი ხაზები;“.
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე:
ა) მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტი;
ბ) დაამტკიცოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული სამედიცინო
გაფრთხილების 2 ნიმუში თამბაქოს ახალი ნაწარმისათვის.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული კანონის მე-3 მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის პირველი
მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული კანონის მე-3 მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტი და ამ კანონის პირველი
მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპრექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება
განპირობებულია
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში იმ
ცვლილებების
ასახვის
აუცილებლობით,
რაც
უკავშირდება
გამოყენებით
დამზადებული
და
ნიკოტინის
თამბაქოსა
გავრცელებასა და მასზე მოთხოვნის ზრდას.
ახალი
ახალი
ტექნოლოგიების
ნაწარმის
ბაზარზე
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და
მსოფლიოს არაერთი ქვეყნის კანონმდებლები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ მიუხედავად
განსხვავებისა ტრადიციული თამბაქოს ნაწარმისაგან, თამბაქოს და ნიკოტინის ნაწარმი,
რომელიც არაა დაკავშირებული წვის პროცესთან (თამბაქოს ახალი ნაწარმი) აუცილებელია
ექვემდებარებოდეს გარკვეულ რეგულირებას და მოექცეს სამართლებრივ რეჟიმში. ასევე
პროექტის
მიღება
განპირობებულია
საქართველოს
საგადასახადო
განსახორციელებელი ცვლილებით, რომლის თანახმადაც
წარმოადგენს თამბაქოს ნედლეული და თამბაქოს ნარჩენები.
თამბაქოს
კოდექსში
ნაწარმს
ასევე
კანონპროექტის მიღებით ასევე დაახლოება ხდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/40/EU
დირექტივასთან „თამბაქოს პროდუქტების წარმოების, პრეზენტაციისა და რეალიზაციის
თაობაზე
წევრ
სახელმწიფოთა
კანონების,
რეგულაციებისა
და
ადმინისტრაციული
დებულებების დაახლოების შესახებ, რომელმაც გააუქმა 2001/37/EC დირექტივა“.
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“
(შემდგომში - ასოცირების შესახებ შეთანხმება) XXXI დანართის თანახმად, საქართველოს
აღებული
აქვს
დირექტივას,
ვალდებულება
რომელიც
საკუთარი
გაუქმებულია
კანონმდებლობა
ზემოაღნიშნული
დაუახლოვოს
2014/40/EU
2001/37/EC
დირექტივით.
შესაბამისად, დინამიური დაახლოების კონტექსტში საქართველოს კანონმდებლობა
შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ძალაში მყოფ ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან.
დირექტივის
დებულებებთან
საქართველოს
კანონმდებლობის
დაახლოების
ვადად
ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულია შეთანხმების ძალაში შესვლიდან
ექვსწლიანი ვადა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უმეტესწილად ამოქმედდა
2018 წლის 1 მაისიდან, ერთნაირად არეგულირებს თამბაქოს და ნიკოტინის ყველა სახის
ნაწარმს, თუმცა იგი არ არეგულირებს თამბაქოს ახალ ნაწარმს. შესაბამისი რეგულირების
არქონა უარყოფითად მოქმედებს თამბაქოს კონტროლის შემზღუდველი ნორმების ამ
პროდუქციის მიმართ გავრცელებაზე, რაც ასევე უარყოფითად აისახება სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. შესაბამისად, აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილებების განხორციელებით, ზემოხსენებული პროდუქტი დაექვემდებარება სათანადო
კონტროლსა და რეგულირებას, ამასთან, შესაბამისობაში მოვა ევროპარლამენტისა და საბჭოს
2014 წლის 3 აპრილის N2014/40/EU დირექტივასთან. გარდა ამისა, თამბაქოს ნედლეული და
თამბაქოს ნარჩენები არ დარჩება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მოქმედების მიღმა.
ა.გ) კანონპროქტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩნდება
თამბაქოს
ახალი
ნაწარმის
და
ელექტრონული
სიგარეტის
ცნებები
ისეთივე
ფორმულირებებით, როგორც ესაა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის
N2014/40/EU დირექტივაში, კერძოდ, კანონის მე-3 მუხლს ემატება „ა.ზ“ ქვეპუნქტი „თამბაქოს ახალი ნაწარმი, რომლის თანახმად, იგი არის თამბაქოს შემცველი პროდუქტი,
რომელიც არ შედის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თამბაქოს ნაწარმის არცერთ
კატეგორიაში და
საქართველოს ბაზარზე განთავსებულია ამ კანონის
მე-4 მუხლის
31
პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ელექტრონული სიგარეტი კი განიმარტა,
როგორც
პროდუქტი,
რომელიც
გამოიყენება
ნიკოტინის
შემცველი
ორთქლის
მოხმარებისთვის, რომელიც წარმოიშვა პირის მოწყობილობის მეშვეობით სითხის
აორთქლებით, ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, მათ შორის სითხიანი კარტრიჯი,
სარეზერვუარო
კონტეინერი
ან
მოწყობილობა
კარტრიჯისა
ან
ჩასადების
გარეშე.
ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი შესავსები
კონტეინერის ან სარეზერვუარო კონტეინერის მეშვეობით ან იტენებოდეს კარტრიჯის
ერთჯერადი გამოყენებით.
წარმოდგენილი ცვლილებით, ზუსტდება სიგარეტის განმარტებაც და მის დეფინიციაში ასევე
მიეთითება, რომ იგი განკუთვნილია წვის პროცესით მოხმარებისათვის.
კანონპროექტის მე-3 მუხლს ემატება ასევე „ა.თ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად თამბაქოს
ნაწარმს ემატება თამბაქოს ნედლეული და თამბაქოს ნარჩენები, ასევე განისაზღვრება
ვალდებულება, რომ მითითებული საქონლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთვევაში
თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, გარდა
ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
კანონპროექტით
დგინდება,
რომ
საქართველოს
მთავრობის
ნორმატიული
აქტით
განისაზღვრება სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი
მოწყობილობის
ნიკოტინის
შემცველი
მასალის/კარტრიჯის/კაფსულის
მოცულობა,
ნიკოტინის შემცველი სითხის მოცულობა, მათში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად
დასაშვები ნორმები - თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების
გათვალისწინებით;
კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე
განთავსების თაობაზე შეტყობინების წესიც. თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები ან/და
იმპორტიორები ვალდებულნი არიან შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი
ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც ისინი გეგმავენ.
შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით
საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს
თამბაქოს ახალი ნაწარმის დეტალური აღწერა, ასევე მისი გამოყენების ინსტრუქცია და
ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და გამოფრქვეული ნივთიერებების
შესახებ.
წარმოდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე
გავრცელდება
სამედიცინო
გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი: თამბაქოს ახალი ნაწარმის თითოეულ
შეფუთვაზე განთავსდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო
გაფრთხილება (პიქტოგრამის გარეშე); აღნიშნული სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუშს
დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა; თამბაქოს ახალ ნაწარმთან მიმართებით ასევე
დაზუსტდა, რომ სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის წინა და
უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე
ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული კანონის მე-3 მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის პირველი
მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ხოლო კანონის
პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-3
მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტი და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით. როგორც ზემოთ
აღინიშნა ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით
დამზადებული თამბაქოსა და ნიკოტინის ახალ ნაწარმზე. ვინაიდან აღნიშნული
ნაწარმის ბაზარზე გავრცელება იზრდება სწრაფი ტემპით, მიზანშეწონილია, მისი
დროული რეგულირება და სამართლებრივი რეჟიმში მოქცევა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროქტის მიღება არ უკავშირდება ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და
გაზრდის საგადასახადო შემოსავლებს საწყის ეტაპზე, ჯამურად დაახლოებით 30-40 მილიონი
ლარით, რაც მიიღება თამბაქოს ახალი ნაწარმისა და შესაბამისი მოწყობილობების იმპორტისა
და რეალიზაციის შედეგად გადახდილი აქციზის, ადვალური და დამატებითი ღირებულების
გადასახადების სახით, იმ დაშვებით, რომ დღეისათვის ქვეყანაში თამბაქოს ახალი ნაწარმის
15,000-მდე მომხმარებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას, მათ შორის, სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსური ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის
მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის დებულება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით განისაზღვრება საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი
ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი
მასალის/კარტრიჯის/კაფსულის მოცულობა, ნიკოტინის შემცველი სითხის მოცულობა,
მათში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები, თამბაქოს კონტროლის
სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, აღნიშნული რაიმე
დამატებით საგადასახადო ტვირთს ან ფინანსურ ვალდებულებას არ უწესებს მეწარმეებს.
უფრო მეტიც, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არაა განსაზღვრული ამ სითხეებში სხვადასხვა
ნივთიერებების შემცველობის ზედა ზღვრები, (ევროკავშირის შესაბამისი დირექტივით
(2014/40, პრეამბულის 38-ე და მუხლი 20-ის, 3(b) პუნქტები), ნიკოტინის ზღვრული დასაშვები
შემცველობა
განსაზღვრულია
20
mg/ml
ოდენობით)
შესაბამისად,
რთულდება
ელექტრონული სიგარეტისათვის გამოყენებული სითხეების ბაზრის გაკონტროლება.
მთავრობის მიერ ნორმატიული აქტის მიღებამდე კი ერთი მხრივ, კეთილსინდისიერ
მეწარმეებს მიეცემათ საშუალება ამოყიდონ მარაგები, რაც ახალ სტანდარტთან შეუსაბამოა,
მეორეს მხრივ კი მაკონტროლებელ ორგანოს მიეცემა საშუალება და საფუძველი, ბაზარზე არ
დაუშვას არალეგალური, მათ შორის კუსტარულად დამზადებული პროდუქცია.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილების შეტანით კი ზუსტდება და კონკრეტდება ის
აქტივობები, რაც ჩაითვლება თამბაქოს პოპულარიზაციად
და შესაბამისად,
მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან ვერ გახდება ინტერპრეტაციის საგანი, ესა თუ ის
აქტივობა მწარმოებლის/იმპორტიორის მხრიდან, მიიჩნიოს კანონით დადგენილი აკრძალვის
დარღვევად. აღნიშნულიდან გამომდინარე,
არ ჩაითვლება კანონდარღვევად ის, რაც
აკრძალული არ იქნება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის
მე-3 პუნქტით. ამდენად, კანონპროექტის მიღება სავარაუდოდ, ფინანსური თვალსაზრისით
დადებით
შედეგებს წარმოქნის
კანონპროექტის
მოქმედება,
ანუ,
იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება
მწარმოებლის/იმპორტიორისათვის,
რომელიც
აღარ
დაჯარიმდება იმ აქტივობისათვის, რაც კანონით არაა აკრძალული.
რაც შეეხება კანონის მე-5 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ რეგულაციას, აღნიშნულმა
შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ
გადამხდელების მიმართ, კერძოდ მათ წარმოეშვათ შეფუთვასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები არ ახდენს ფინანსურ
გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, მეტიც, ის ხელს უწყობს
საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3
აპრილის N2014/40/EU დირექტივასთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“. მუხლი 357ე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასოცირების შესახებ შეთანხმების XXXI დანართის თანახმად და დინამიური დაახლოების
კონტექსტში
საქართველოს
კანონმდებლობის
დაახლოება
უნდა
განხორციელდეს
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/40/EU დირექტივასთან „თამბაქოს პროდუქტების წარმოების,
პრეზენტაციისა და რეალიზაციის თაობაზე წევრ სახელმწიფოთა კანონების, რეგულაციებისა და
ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების შესახებ, რომელმაც გააუქმა 2001/37/EC
დირექტივა“.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი;
სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი;
სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი