„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი კახიანი, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/369/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე ნაწილი: „38. პირველადი გამოკვლევა - უფლება, რაც გულისხმობს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველ რიგში ბრალდების მხარის მიერ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობას, ამ მასალაზე ექსპერტიზის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ვიდრე ანალოგიური უფლებით დაცვის მხარე ისარგებლებს.“. 2. 83-ე მუხლის შემდეგ დამატებული იქნეს შემდეგი შინაარსის 831 მუხლი: „მუხლი 831. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული შესაძლო მტკიცებულების დაცვის მხარისთვის გადაცემა/გაცნობა „1. თუ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის მტკიცებულებად წარდგენას ბრალდების მხარე სასამართლოში აპირებს, ბრალდების მხარე ვალდებულია აღნიშნული მასალა დაცვის მხარეს, მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს/გააცნოს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. თუ დაცვის მხარეს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებულ საგანზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, აგრეთვე ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე ექსპერტიზის ჩატარება სურს და არ არსებობს ამ კოდექსის 144-ე მუხლის 32-35 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისთვის აღნიშნული მასალის გადაცემა ხორციელდება პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. 3. თუ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის მტკიცებულებად წარდგენას ბრალდების მხარე სასამართლოში არ აპირებს ან თუ დაცვის მხარეს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებულ საგანზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, აგრეთვე ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე ექსპერტიზის ჩატარება არ სურს, თუმცა ესაჭიროება დათვალიერება, შინაარსის გაცნობა ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ბრალდების მხარე ვალდებულია დაცვის მხარეს აღნიშნული მასალა, მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს/გააცნოს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 83ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით. 1 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე დაცვის მხარისთვის იმავე ნაწილში მითითებული მასალის გადაცემას/გაცნობას აჭიანურებს, დაცვის მხარეს უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მასალის მისთვის ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით გადაცემის/გაცნობის შესახებ. შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. 3. 144-ე მუხლის 31 ნაწილის შემდეგ დამატებული იქნეს შემდეგი შინაარსის 32-35 ნაწილები: „32. პირველადი გამოკვლევის ფარგლებში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ექსპერტისთვის გადაცემის შემდეგ, ექსპერტი ვალდებულია დაადგინოს საექსპერტო კვლევის ობიექტი რამდენად ვარგისია ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩასატარებლად (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას). 33. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვლისწინებულ შემთხვევაში, თუ ექსპერტი დაადგენს, რომ საექსპერტო კვლევის ობიექტი ვარგისია ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩასატარებლად, ექსპერტმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბრალდების მხარეს, ბრლადების მხარემ კი თავის მხრივ აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დაცვის მხარეს. 34. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში დაცვის მხარეს უფლება აქვს წერილობითი შეკითხვები წარუდგინოს ბრალდების მხარეს, რომელიც აღნიშნულ წერილობით შეკითხვებს დაუყოვნებლივ უგზავნის ექსპერტს. 35. პირველადი გამოკვლევის ფარგლებში შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარეს გადაეცემა ამ კოდექსის 146-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.“. 4. 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2018 წლის 14 დეკემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა №809 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2019 წლის 30 ივნისამდე და, შესაბამისად, აუცილებელია: I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ჩამოყალიბდეს იმგვარი რედაქციით, რომ მოხდეს მათი შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. II. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს თავიდან იყოს აცილებული იმ სამართლებრივი ვაკუუმის წარმოქმნის საფრთხე, რასაც გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების გარეშე ბრალდების მხარეს აღარ ექნება უფლება, 2019 წლის პირველი ივლისიდან განახორციელოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევა. აღნიშნულით დაზიანდება ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი, როგორიცაა ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული პროცესისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების სასამართლოს 2018 აუცილებლობა წლის 14 გამოწვეულია დეკემბრის საქართველოს №1/4/809 საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ვინაიდან პირველადი გამოკვლევის ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, აუცილებელია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილება სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდეს. 1 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: განსახილველად წარმოდგენილი კანონოპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილებასთან. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს თავიდან იქნება აცილებული იმ სამართლებრივი ვაკუუმის წარმოქმნის საფრთხე, რომელსაც გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლს ემატება 38-ე ნაწილი და კონკრეტდება, თუ რას გულისხმობს პირველადი გამოკვლევა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, იგი გულისხმობს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველ რიგში ბრალდების მხარის მიერ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობას, ამ მასალაზე ექსპერტიზის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ვიდრე ანალოგიური უფლებით დაცვის მხარე ისარგებლებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება 831 მუხლი, რომელიც ნათლად განსაზღვრავს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული მტკიცებულების მისთვის გადაცემის წესს იმ შეთხვევებში: ა) როდესაც ბრალდების მხარეს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული მასალის სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენება სურს; ბ) როდესაც დაცვის მხარეს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებულ საგანზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, აგრეთვე ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე ექსპერტიზის ჩატარება სურს; გ) როდესაც დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის მტკიცებულებად წარდგენას ბრალდების მხარე სასამართლოში არ აპირებს ან თუ დაცვის მხარეს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებულ საგანზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, აგრეთვე ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე ექსპერტიზის ჩატარება არ სურს, თუმცა ესაჭიროება დათვალიერება, შინაარსის გაცნობა ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. კანონის პროექტის თანახმად, თუ ბრალდების მხარე დაცვის მხარისთვის პირველადი გამოკვლევის ფარგლებში ამოღებული მტკიცებულებების გადაცემას/გაცნობას აჭიანურებს, დაცვის მხარეს უფლება აქვს, ამ მტკიცებულებების მისთვის გადაცემის/გაცნობის შუამდგომლობით მიმართოს გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. დაცვის მხარის შუამდგომლობა განიხილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, როდესაც მტკიცებულება ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩატარებას ექვემდებარება, კანონის პროექტის მიხედვით, დაცვის მხარეს ენიჭება შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებულ მტკიცებულებებზე ექსპერტიზის ჩატარების პროცესში. 2 პირველადი გამოკვლევის ფარგლებში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ექსპერტისთვის გადაცემის შემდეგ ექსპერტი ვალდებულია, დაადგინოს საექსპერტო კვლევის ობიექტი რამდენად ვარგისია ექსპერტიზის მრავალჯერადი ჩატარებისთვის. თუ ექსპერტი დაადგენს, რომ საექსპერტო კვლევის ობიექტი ვარგისია ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩასატარებლად (მაგალითად, გამოლევადია ან ექვემდებარება განადგურებას), მან აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბრალდების მხარეს, ბრლადების მხარემ კი, თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დაცვის მხარეს. შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში დაცვის მხარეს უფლება აქვს წერილობითი შეკითხვები წარუდგინოს ბრალდების მხარეს, რომელიც აღნიშნულ წერილობით შეკითხვებს დაუყოვნებლივ უგზავნის ექსპერტს. ექსპერტი ვალდებულია უპასუხოს დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს. პირველადი გამოკვლევის ფარგლებში შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარეს გადაეცემა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): (საქართველოს ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/4/809 გადაწყვეტილებიდან, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილს ძალადაკარგულად აცხადებს 2019 წლის 30 ივნისიდან, საჭიროა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, რაც უზრუნველყოფს საკანომდებლო ცვლილების ძალაში შესვლას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ თარიღამდე. საქართველოს საკონსტიტუციო ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით, რადგან 2019 წლის 30 ივნისიდან ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. წარმოდგენილი საკანონმდებლო განუხორციელებლობის შემთხვევაში ცვლილების 2019 წლის 30 ივნისამდე ბრალდების მხარეს აღარ ექნება უფლება, განახორციელოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი 3 გამოკვლევა. აღნიშნულით დაზიანდება ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი, როგორიცაა ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული პროცესისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნორმის სუბიექტთა მიმართ ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. 4 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. 5 ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი კახიანი, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი. 6