„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი კახიანი, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/370/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 273. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის აღნიშნული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირისთვის დადგენილების (გარდა ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილებისა) ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მისთვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. 3. ამ მუხლით დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2019 წლის 18 აპრილს დააკმაყოფილა №1263 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2019 წლის პირველ ივლისამდე და, შესაბამისად, აუცილებელია: I. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს იმგვარი რედაქციით, რომ გამოირიცხოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი; II. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს მოქმედი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე თავიდან იქნეს აცილებული იმ სამართლებრივი ვაკუუმის წარმოქმნის საფრთხე, რომელსაც გამოიწვევს 273-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად გამოცხადება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში 2019 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მითითებული აღარ იქნება სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლის პრინციპი. მხარეს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს სასამართლოს დადგენილება ნებისმიერ ვადაში, რამაც შესაძლებელია დააზიანოს ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც საბოლოო ინსტანციის სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლას და მის სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. 1 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 აპრილს მიღებული №1/3/1263 გადაწყვეტილებით „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ვინაიდან საქართველოს საქართველოს საკონსტიტუციო ადმინისტრაციულ სასამართლომ სამართალდარღვევათა არაკონსტიტუციურად კოდექსის 273-ე ცნო მუხლის ზემოაღნიშნული ნორმატიული შინაარსი, აუცილებელია, ცვლილება განხორციელდეს ამავე კანონში და 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ძირითადი უფლების დაცვის იმ სტანდარტის რეალიზება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილებით „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დადგინდა. კანონპროექტის მიღებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლიდან გამოირიცხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს თავიდან იქნება აცილებული იმ სამართლებრივი ვაკუუმის წარმოქმნის საფრთხე, რომელსაც გამოიწვევდა 273-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად გამოცხადება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის ათვლის მომენტი, დადგენილების გამოტანის ნაცვლად, დაუკავშირდება მხარისათვის ამ დადგენილების ჩაბარებას. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება შესაბამისი პირისთვის დადგენილების ჩაბარება, ის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოქვეყნდება საჯაროდ და ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. აღნიშნული რეგულირება არ გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების ჩაბარებაზე, რადგან ეს საკითხი მოწესრიგებულია ამავე კოდექსის მოქმედი 268-ე მუხლის მე-7 ნაწილით. 2 რაც შეეხება გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევას, კანონპროექტის თანახმად, მხარეს უნარჩუნდება შესაძლებლობა, ვადის აღდგენის თაობაზე საჩივრის განმხილველ ორგანოს მიმართოს განცხადებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან აღნიშნული საკონსტიტუციო საკანონმდებლო სასამართლოს ცვლილება ზემოაღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს გადაწყვეტილებიდან, რომელიც განსახილველი ნორმის ნორმატიულ შინაარსს ძალადაკარგულად აცხადებს 2019 წლის პირველი ივლისიდან, საჭიროა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, რაც უზრუნველყოფს მის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ თარიღამდე ძალაში შესვლას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით, რადგან 2019 წლის პირველი ივლისიდან ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილებით „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. წარმოდგენილი საკანონმდებლო განუხორციელებლობის ცვლილების შემთხვევაში 2019 წლის საქართველოს პირველ ივლისამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მითითებული აღარ იქნება სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლის პრინციპი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებამ საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების გამოყოფა საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან, თუ ასეთი 3 საჭიროება დადგება კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადმინისტრირებისთვის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში), ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო, ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ვალდებული იქნება მის მიერ მიღებული დადგენილება გამოქვეყნოს საჯაროდ თუ ვერ მოხერხდება მხარისათვის ამ დადგენილების კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაბარება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნორმის სუბიექტთა მიმართ ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა სახის და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: 4 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: 5 საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი კახიანი, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი. 6