„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ.
125)
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ქვეპუნქტი
1. „3. დაუშვებელია ახალი მარეგულირებელი ორგანოს შექმნა, გარდა იმ
შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია, საქართველოს მიერ გაფორმებული
საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტი მიზნად ისახავს მარეგულირებელი ორგანოების შექმნის შეზღუდვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტის მიხედვით შეიზღუდება ახალი მარეგულირებელი ორგანოს შექმნა, გარდა იმ
შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მიერ გაფორმებული
საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს თავისუფალი სამეწარმეო გარემოს შენარჩუნებას, რაც, თავის
მხრივ უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის წინაპირობების შექმნას და ახალი სამუშაო
ადგილების წარმოქმნას.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
წარმოდგენილი პროექტის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის
მე-2 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 ქვეპუნქტი „დაუშვებელია ახალი მარეგულირებელი
ორგანოს შექმნა, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია, საქართველოს მიერ
გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის ძალაში შესვლის და კანონისათვის უკუძალის მინიჭების თარიღად შერჩეულ იქნა
გამოქვეყნების თარიღი ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს გონივრულ ვადას
საპარლამენტო განხილვებისა და თანმდევი პროცედურებისათვის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს
გამოყოფას.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს საშემოსავლო
ნაწილის შემცირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საშუალოვადიან პერიოდში (2019-2022 წწ)
დაგეგმილი იყო ისეთი მარეგულირებელი ორგანოს შექმნა, რაც არ არის/იქნება მოთხოვნილი
საქართველოს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით და ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
იმ შემთხვევაში თუ საშუალოვადიან პერიოდში (2019-2022 წწ) დაგეგმილი იყო ახალი
მარეგულირებელი ორგანოს შექმნა, რომელიც გარკვეული სფეროში მოახდენდა იურიდიული
პირების რეგულირებას, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, თუ აღნიშნული სფეროს
რეგულირება და მარეგულირებელი ორგანოს შექმნა არ არის/იქნება მოთხოვნილი საქართველოს
მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით, აღნიშნული იურიდიული პირები
აღარ მოექცევიან რეგულირების ქვეშ და შესაბამისად მათზე აღარ გავრცელდება მოსალოდნელი
ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში.
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს,
ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) კანონპროექტის ავტორი
რომან გოცირიძე
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი
რომან გოცირიძე