„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე, ფატი ხალვაში, სვეტლანა კუდბა
ნომერი
#07-3/365/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) 322 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; 2018 წლის 21 ივლისს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომელიც ამოქმედდა ამავე წლის 7 აგვისტოდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, უფლება მიეცათ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში მიემართათ საჯარო სამართლის იურიდიული სააგენტოსათვის და პირის მოეთხოვათ - სახელმწიფო საქართველოს სერვისების განვითარების მოქალაქეობის შენარჩუნება. მითითებული ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია მოქმედებს 2019 წლის 15 აგვისტომდე. ამავე ცვლილებებით გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება - საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება მიეცა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. ამ დორისთვის არსებული მონაცემების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს მომართა 5524-მა საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობის მოთხოვნით - 2957-მა პირმა. ამდენად, როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, ამ უფლებით მოსარგებლე პირების მომართვიანობა შედარებით დაბალია, ასეთი შესაძლებლობით პოტენციურად მოსარგებლე პირთა რიცხვი კი, მაღალი. მოცემულ პირობებში მიზანშეწონილია, რომ ასეთ პირებს 2019 წლის 15 აგვისტოს შემდეგაც მიეცეთ მსგავსი მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობა იმავე ვადის განმავლობაში, რაც განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე მომართვისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, 2019 წლის 15 აგვისტოდან უფლება არ ექნებათ, მოითხოვონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. შესაბამისად, ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ დამატებითი ვადა ამ უფლებით სარგებლობისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესდება იმ პირთა მდგომარეობა, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე და რომელთაც აქვთ სურვილი, რომ შეინარჩუნონ საქართველოს რედაქციით ყალიბდება „საქართველოს მოქალაქეობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ცვლილების თანახმად, ახალი მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება მიეცემათ, იმ ვადით, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების შემთხვევაში, ანუ 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; ცვლილების დროულად განუხორციელებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიას 2019 წლის 15 აგვისტოდან უფლება აღარ ექნებათ, მოითხოვონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის და ასევე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, განცხადებების საფასურის კუთხით, ვინაიდან შესაბამის პირებს, რომლებიც მიმართავენ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით, მოუწევთ შესაბამისი მომსახურების საფასურის (250 ლარი) გადახდა. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლებიდან გადასახდელი დღგ-ს მიმართულებით. სახელმწიფო ბიუჯეტის და სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საკუთარი შემოსავლების სახით კანონპროექტის გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მიმართვიანობის რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება პირებზე, რომლებიც მიმართავენ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით, ვინაიდან მათ მოუწევთ მომსახურების შესაბამისი საფასურის (250 ლარი) გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის რომელთან შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ბექა ოდიშარია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე, ფატი ხალვაში, სვეტლანა კუდბა