საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა 2019 წლის 10 ივნისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ შექმნილი „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის თაობაზე“ (N2-10754; 07/06/2019) და 2019 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ შექმნილი „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებული“ (N2-7554/19; 23/04/2019) თემატური მოკვლევის ჯგუფების გაერთიანების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-11238/19
14-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიმდინარე წლის 23 აპრილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
სხდომაზე კომიტეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეზინფორმაციის და
პროპაგანდის
საკითხებზე
თემატური
მოკვლევის
დაწყებისა
და
თემატური
მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე, რომლის შესახებაც ეცნობა საქართველოს
პარლამენტის ბიუროს. (30 აპრილი ბიურო N254)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაიწყო
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხზე ევროპის ქვეყნების გამოცდილების
შესასწავლად თემატური მოკვლევა და ამ მიზნით კომიტეტის მიერ დანიშნულია
თემატური მოკვლევის ჯგუფი (2019 წლის 10 ივნისის ბიურო).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის
შესაბამისად, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება თემატურ მოკვლევაში მონაწილე
პარლამენტის წევრების გაერთიანების შესახებ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge