„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
29.12.2017,
სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 21 პუნქტი:
„21. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით
დასაქმებული
პირის
თანამდებობრივი
სარგო
აისახება
შესაბამისი
საჯარო
დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2
დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელის
თანამდებობისთვის
დადგენილი
მე-10
სახელფასო
კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მერის
წარმომადგენელთან და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა)
შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ სხვა პირებთან შრომითი
ურთიერთობის მოწესრიგება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, ხოლო
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული პირები, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედების
მომენტისათვის წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, ჩაითვლებიან ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ პირთა შრომის
ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტის
შესაბამისად
მუნიციპალიტეტის
მერის
წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა)
შემავალი ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირები წარმოადგენენ
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს. შესაბამისად, არსებობს
აღნიშნულ
პირებთან
შრომითი
ურთიერთობის
მოწესრიგების
და
შრომის
ანაზღაურებასთან დაკავშირებული რეგულაციის შემოღების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
შესაბამისად
მოწესრიგდება
მუნიციპალიტეტის
მერის
წარმომადგენელისა და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა)
შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირების თანამდებობრივ
სარგოსთან დაკავშირებული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლითაც „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული
პირის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო
ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული კანონის №2 დანართის №2 ცხრილის
მიხედვით
საჯარო
დაწესებულების
მეორადი
სტრუქტურული
ხელმძღვანელის თანამდებობისათვის დადგენილი მე-10 სახელფასო
კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.
ერთეულის
კატეგორიის
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც ხელს შეუწყობს არსებული
პრობლემების დროულ აღმოფხვრას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული
სხვა პირები წარმოადგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს. შესაბამისად, ამ პირთა შრომის ანაზღაურება
განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს
კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით. აღნიშნულ პირებთან ადმინისტრაციული
ხელშეკრულების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების შედეგად მათი
თანამდებობრივი
სარგოს
ოდენობის
მიმართ
აღნიშნული
შენარჩუნდება, კერძოდ, მათი თანამდებობრივი სარგო
რეგულაცია
კვლავ
არ უნდა აღემატებოდეს
აღნიშნული კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის დადგენილი
მე-10
სახელფასო
კატეგორიის
კოეფიციენტის
შესაბამისად
გამოანგარიშებულ
თანამდებობრივ სარგოს ოდენობას და შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას არ
მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა
ე) კანონპროექტის ავტორი
პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია
და შალვა კიკნაველიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია
და შალვა კიკნაველიძე.