„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი; სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; სულხან მახათაძე; დავით სონღულაშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/372/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 182-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ახორციელებს მის მიერ იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 24031100000, 24031900000 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ1“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.“. 2. 184-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ)საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 24031100000, 24031900000 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდების მომენტი.“. 3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) თამბაქოს ნედლეულისათვის, თამბაქოს ნარჩენებისათვის – თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების წონით.”. 4. 188-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) ცხრილის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები) თამბაქოს ნედლეული, 2401* 1კგ 60 თამბაქოს ნარჩენები – – სიგარები, სიგარები 2402 10 000 01 წაჭრილი ბოლოებით, 1 ღერი 1.9 თამბაქოს შემცველობით – – სიგარილები (წვრილი 2402 10 000 02 სიგარები), თამბაქოს 20 ღერი 2.2 შემცველობით – სიგარეტები, თამბაქოს 2402 20 20 ღერი 1.7 შემცველობით 2403 11 000 00* 3 2403 19 000 00* 2403 91 000 00* 2403 99 100 00 2403 99 900 01 2403 99 900 02 − − ყალიონით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისთვის 1-ლი შენიშვნის შესაბამისად − − დანარჩენი — — „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო --- საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი)თამბაქო ----- კაფსულები და მსგავსი სახის პროდუქტები.თამბაქოს შემცველობით — — — — — თამბაქოს ნაწარმი წვის პროცესის გარეშე, ორთქლის მისაღებად გამოსაყენებელი 1 კგ 60 1 კგ 60 1 კგ 60 1 კგ 60 20 ცალი 1.7 20 ცალი 1.7“ ა.ბ) „შენიშვნის“ პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ ცხრილის მე-3 გრაფაში მითითებული 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 საქონლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, გარდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.“; ბ) 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი/უფილტრო სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი;“. 5. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „დ1“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“. 6. 192-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები);“; ბ) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის.“ ბ) მეორე ნაწილის „თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 90 980 01 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.“ 7. 197-ე მუხლის შემდეგი რედაქციით: 121 24 პირველი ნაწილის ცხრილის 121-ე გრაფა ჩამოყალიბდეს თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია თამბაქოს ნედლეულის, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს იმპორტის აქციზით დაბეგვრის, თამბაქოს ნედლეულის, იმპორტირებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს მიწოდების აქციზით დაბეგვრის, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენ“ სახეობაზე აქციზის განაკვეთის გაზრდის და ამ საქონლების დაბეგვრასთან დაკავშირებით საგამონაკლისო ნორმის გაუქმების აუცილებლობით. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობით თამბაქოს ნედნეული არ იბეგრება აქციზით, ხოლო მოსაწევი თამბაქო კი იბეგრება იმის იდენთიფიცირება იმპორტის დროს თუ რომელი საქონელი შემოდის ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც იწვევს გადასახადისგან თავის არიდების მცდელობას. კანონპროექტის მიზანია გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების აღკვეთა, ასევე, თამბაქოს ბიზნეს სექტორში დასაქმებულ პირთათვის თანაბარი გარემოს შექმნა, კერძოდ, ერთ სამართლებრივ სივრცეში აღმოჩნდებიან თამბაქოს, როგორც აქციზური საქონლის მწარმოებელი პირები, ასევე, ის პირები, ვინც თამბაქოს ნედლეულისა და ნარჩენების მიწოდებას განახორციელებენ მესამე პირებზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი რეგულაციით აქციზით დაბეგვრას არ ექვემდებარება თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში არაუმეტეს 500 გრამის ნეტო-მასით, გადასახადის გადამხდელს აძლევს შესაძლებლობას თავი აარიდოს გადასახადის გადახდას, ერთის მხრივ, თამბაქოს ნედლეულის/თამბაქოს ნარჩენების ან/და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს იმპორტის და მიწოდების განხორციელებით, მეორეს მხრივ, გადამხდელს აქვს შესაძლებლობა შეგნებულად დააფასოს 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი 500 გრამზე მეტი ნეტო-მასით, საიმისოდ რომ არ დაექვემდებაროს აქციზით დაბეგრვას. ზემოაღნიშნული სქემის აღკვეთის მიზნით, მიზანშეწონილია, კანონმდებლობაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: თამბაქოს ნედლეულის, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს იმპორტის აქციზით დაბეგვრის, ასევე, იმპორტირებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს მიწოდების აქციზით დაბეგვრის, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენ“ სახეობაზე აქციზის განაკვეთის გაზრდის და ამ საქონლების დაბეგვრასთან დაკავშირებით საგამონაკლისო ნორმის გაუქმების შედეგად მოსალოდნელია როგორც, გადასახადების გადახდის თავის არიდების შემთხვევების აღკვეთა, ასევე, თანაბარი ბიზნეს გარემოს შექმნა და თამბაქოს მოხმარების შემცირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ფართოვდება აქციზის გადასახადის გადამხდელ პირთა წრე და ემატება ის პირი, რომელიც ახორციელებს მის მიერ იმპორტირებული საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 24031100000, 24031900000 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას. ამასთანავე, ეს პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ კოდებში მითითებული საქონლის მიწოდების ოპერაციაზე. აქციზის გადამხდელი ახალი პირის შემოღებამ ასევე განაპირობა, ამ სუბიექტის მიმართ აქციზით დასაბეგრი ოპერაციის და დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროის განსაზღვრის აუცილებლობა, ამდენად, პროექტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 24031100000 24031900000 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდების მომენტი ჩაითვლება აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება თამბაქოს ნედლეულისათვის, თამბაქოს ნარჩენებისათვის – თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების წონით. წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილში, კერძოდ, თამბაქოს ნაწარმს ემატება თამბაქოს ნედლეული და თამბაქოს ნარჩენები, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო, ხოლო საღეჭ ან საყნოს (ბურნუთი) თამბაქოზე, ყალიონით მოსაწევ თამბაქოსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2403 19 000 00* კოდით აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენ“ სახეობაზე იზრდება აქციზის განაკვეთის ოდენობა, ასევე ზუსტდება რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 24031100000, 24031900000 და 24039100000 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, გარდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა. ცვლილება შედის ასევე 188-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ უფილტრო სიგარეტზე გავრცელდება ფილტრიანი სიგარეტისათვის განსაზღვრული აქციზის თანხის გამოანგარიშების წესი, კერძოდ, ფილტრიანი/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი. პროექტით ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში და იმ პირის მიმართ, ვინც ახორციელებს მის მიერ იმპორტირებული საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 24031100000, 24031900000 და 24039100000 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას, განისაზღვრება ვალდებულება, რომ აქციზის დეკლარაცია, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა უნდა წარუდგინოს. წარმოდგენილი ცვლილების პროექტით ასევე ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის პირველ ნაწილში და აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციის შემთხვევისა) საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება თამბაქოს ნედლეული/ თამბაქოს ნარჩენები, ასევე, სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის. ამასთან, მარკირებით სავალდებულო ნიშანდებას აღნიშნული საქონელი დაექვემდებარება მხოლოდ აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორცილებამდე, რადგან წარმოდგენილი პროექტით სეს ესნ-ის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 90 980 01 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან თავისუფლდება. პროექტით ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის 121-ე გრაფაში, რომლის თანახმად 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით შემოტანა დაიბეგრება იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით, მიუხედავად აღნიშნული საქონლის პირველად საფუთავებში დაფასოების მოცულობისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, რადგან იმ პირებს, რომლებზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ კანონით გათვალისწინებულ რეგუალციებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით შემდეგი გარემოების გამო: საგადასახადო კოდექსის დღეს მოქმედი რეგულაციით საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი (ყალიონით მოსაწევი თამბაქო და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენი“ სახეობა) აქციზით იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში არაუმეტეს 500 გრამის ნეტო მასით. აღნიშნული წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის ხარვეზს, ვინაიდან იძლევა თამბაქოს ხსენებული ნაწარმის დიდი მოცულობის შეფუთვით იმპორტის/მიწოდების შეთხვევაში, გადასახადისაგან თავის არიდების შესაძლებლობას, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმ შემთხვევაში, თუ დაჩქარებული წესით არ განხორციელდება წინამდებარე ხარვეზის აღმოფხვრა, არსებობს მეწარმე სუბიექტების მიერ დაუბეგრავი მარაგის დაგროვების რისკი, რასაც უარყოფითი ფისკალური შედეგი მოჰყვება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, თამბაქოს ნედლეულის, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს იმპორტი დაექვემდებარება აქციზით დაბეგვრას და შესაბამისად, ბიუჯეტში დამატებით აკუმულირდება აქციზის თანხები. ასევე, რადგან იმპორტირებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს მიწოდება დაექვემდებარება აქციზით დაბეგვრას, შესაბამისად, იმპორტიორის მიერ აღნიშნული საქონლის მიწოდების, როგორც, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, ბიუჯეტში ფორმირდება დამატებითი თანხები. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითად აისახება აგრეთვე, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და სეს ესნ-ის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენ“ სახეობაზე აქციზის განაკვეთის გაზრდა, კერძოდ, ამ შემთხვევაში აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განმახორციელებელი პირები ბიუჯეტის სასრგებლოდ გადაიხდიან 60 ლარს, ნაცვლად 35 ლარისა, ყოველ კილოგრამზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაზე ასევე გავლენას მოახდენს ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენი“ სახეობის დაბეგვრასთან დაკავშირებით საგამონაკლისო ნორმის გაუქმება, რის შედეგადაც, აღნიშნული საქონელი აქციზით დაიბეგრება მიუხედავად პირველად საფუთავებში დაფასოების მოცულობისა, განსხვავებით დღეს მოქმედი რედაქციისა, რომლის თანახმად საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი აქციზით იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში არაუმეტეს 500 გრამის ნეტო მასით. გასული წლის მაჩვენებლის გათვალისწინებით, კანონპროექტით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში, მოსალოდნელია აქციზის სახით ბიუჯეტში დაახლოებით 25 000 000 ლარის, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 300 000 000 ლარის, თითოეულ წელზე 100 000 000 ლარის აკუმულირება. საბიუჯეტო შემოსავლებზე გავლენას მოახდენს ასევე ის გარემეობა, რომ საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ უფილტრო სიგარეტზე გავრცელდება ფილტრიანი სიგარეტისათვის განსაზღვრული აქციზის თანხის გამოანგარიშების წესი, კერძოდ, ფილტრიანი/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი. 2019 წლის გასული 5 თვის მონაცემების მხედველობაში მიღებით, მომდევნო 5 თვის განმავლობაში, უფილტრო სიგარეტზე, აქციზის თანხის სახით ბიუჯეტში დამატებით შევა დაახლოებით 707 160 ლარი, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში 5 091 550 ლარი თითოეულ წელზე 1 697 184 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის საქართველოში შემოტანის ოპერაცია დაიბეგრება იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით, მიუხედავად აღნიშნული საქონლის პირველად საფუთავებში დაფასოების მოცულობისა, რაც შესაბამისად, გავლენას იქონიებს საბიუჯეტო შემოსავლების ფორმირებაზე. ამასთან, წინა წლის მონაცემების გათვალისწინებით, მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში, აღნიშნულ საქონელზე იმპორტის გადასახადის სახით ბიუჯეტში დამატებით შევა დაახლოებით 178 000 ლარი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 1 602 000 ლარი, თითოეულ წელზე 534 013 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლების ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს თამბაქოს ნედლეულის, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს იმპორტიორ პირებზე და მათი ხარჯი გაიზრდება 60 ლარით, ყოველ იმპორტირებულ კილოგრამზე. იმპორტიორებს ასევე გაეზრდებათ ხარჯი, იმპორტირებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს მიწოდების ოპერაციებზე და თამბაქოს ნაწარმის წონის მიხედვით გადაიხდიან აქციზს ბიუჯეტის სასარგებლოდ. გადამხდელთა ფინანსურ შედეგებზე აისახება ასევე ის გარემოებაც, რომ საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენ“ სახეობაზე გაიზრდება აქციზის განაკვეთი და აღნიშნული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, იმპორტიორს 35 ლარის ნაცვლად 60 ლარის აქციზის გადახდა მოუხდება 1 კილოგრამზე. წარმოდგენილი პროექტით საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელთან დაკავშირებით უქმდება საგამონაკლისო ნორმა, შესაბამისად, აღნიშნული საქონელი აქციზით დაიბეგრება მიუხედავად დაფასოების მოცულობისა, ამდენად, პირები გადაიხდიან აქციზს ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენი“ სახეობის 500 გრამის ნეტო მასით პირველად საფუთავებში დაფასოებულ მოცულობაზეც. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაზე ასევე გავლენას მოახდენს ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენი“ სახეობის დაბეგვრასთან დაკავშირებით საგამონაკლისო ნორმის გაუქმება, რის შედეგადაც, აღნიშნული საქონელი აქციზით დაიბეგრება მიუხედავად პირველად საფუთავებში დაფასოების მოცულობისა, განსხვავებით დღეს მოქმედი რედაქციისა, რომლის თანახმად საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი აქციზით იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში არაუმეტეს 500 გრამის ნეტო მასით. თამბაქოს ნედლეულის/თამბაქოს ნარჩენების, ასევე, ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი, ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე სითხეების მიწოდების ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელებს ასევე გაეზრდებათ ხარჯი, მითითებული საქონლის აქციზური მარკით ნიშანდების საფასურის ოდენობით. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ გადამხდელებს შესაძლოა წარმოეშვათ ასევე შეფუთვასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან, თამბაქოს ნედლეულის, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენი“ სახეობის და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს მიწოდება დასაშვები გახდება მხოლოდ ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიანი პირველადი საფუთავებით (ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება, რომ დაფასოების აღნიშნული ვალდებულება არ გავრცელდება აღნიშნული საქონლის ადგილობრივ მწარმოებლებზე). უფილტრო სიგარეტის მწარმოებელ/იმპორტიორ პირებს გაეზრდებათ აქციზის გადასახადის ხარჯი, ვინაიდან, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის უფილტრო სიგარეტის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამის დათვლა უნდა მოხდეს, ნაცვლად 10 პროცენტისა. იმპორტიორებს გაეზრდებათ ხარჯი, იმპორტის გადასახადის სახით, საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის ნებისმიერი მოცულობის შემოტანის შემთხვევაში, განსხვავებით დღეს არსებული რედაქციისაგან, რომლის მიხედვით აღნიშნული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 50 კილოგრამისა. კანონპროექტის შედეგები აისახება ასევე საბოლოო მომხმარებელზე, ვინაიდან, თამბაქოს ზემოთ აღნიშნულ ნაწარმებზე, ერთის მხრივ, აქციზის განაკვეთის გაზრდა და მეორეს მხრივ, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის შემოღება, გამოიწვევს თამბაქოს ნაწარმზე ფასის მომატებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით იზრდება აქციზის განაკვეთი საღეჭ ან საყნოს (ბურნუთი) თამბაქოზე, ყალიონით მოსაწევ თამბაქოსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენ“ სახეობაზე. ასევე, ემატება ახალი დასაბეგრი ოპერაცია, კერძოდ, იმპორტირებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს მიწოდების ოპერაცია ხდება აქციზით დასაბეგრი ოპერაცია. აქციზით დაიბეგრება ასევე თამბაქოს ნედლეულის/თამბაქოს ნარჩენების და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს იმპორტიც. ყალიონით მოსაწევი თამბაქო და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 000 00 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის „დანარჩენი“ სახეობა იმპორტის გადასახადით და აქციზით დაიბეგრება მიუხედავად პირველად საფუთავებში დაფასოების მოცულობისა. აქციზი ასევე იზრდება უფილტრო სიგარეტზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი; სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი; სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი