„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი; სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; სულხან მახათაძე; დავით სონღულაშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/372/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს ცვლილება და 82 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონით გათვალისწინებულ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და/ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამად არ ჩაითვლება ის აქტივობები, ქმედებები და/ან ღონისძიებები, რომლებიც აკრძალული არ არის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეკლ ამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპრექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე - თამბაქოს ნაწარმის განთავსებისა და რეალიზაციის მიზნებისათვის რეკლამის ცნების დაზუსტების საჭიროებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა აისახოს რეკლამასთან „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: სათანადო ცვლილებების განხორციელების გზით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დაზუსტდება თუ რა არ ჩაითვლება თამბაქოს ნაწარმის რეკლამად. ა.გ) კანონპროქტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, რეკლამის შესახებ კანონში, თამბაქოს ნაწარმის რეკლამის განსაზღვრის მიზნებისათვის მითითება კეთდება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მე-5-ე მუხლზე და ზუსტდება, რომ რეკლამად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მე-5-ე მუხლით არაა აკრძალული. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის მიღება განპირობებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროქტის მიღება არუკავშირდება ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას, მათ შორის, სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით ზუსტდება და კონკრეტდება ის აქტივობები, რაც ჩაითვლება თამბაქოს პოპულარიზაციად და შესაბამისად, მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან ვერ გახდება ინტერპრეტაციის საგანი, ესა თუ ის აქტივობა მწარმოებლის/იმპორტიორის მხრიდან, მიიჩნიოს კანონით დადგენილი აკრძალვის დარღვევად. აღნიშნულიდან გამომდინარე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით დგინდება, რომ ამ კანონით გათვალისწინებულ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და/ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამად არ ჩაითვლება ის აქტივობები, ქმედებები და/ან ღონისძიებები, რომლებიც აკრძალული არ არის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით. ამდენად, კანონპროექტის მიღება სავარაუდოდ, ფინანსური თვალსაზრისით დადებით შედეგებს წარმოქნის იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ანუ, მწარმოებლის/იმპორტიორისათვის, რომელიც აღარ დაჯარიმდება იმ აქტივობისათვის, რაც კანონით არაა აკრძალული. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისოსამართლ ებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალ თან: კანონპროექტი არეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველ ოს წევრობასთან დაკავშირებულვალ დებულ ებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველ ოს ორმხრივ და მრავალ მხრივ ხელ შეკრულ ებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელ შეკრულ ების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელ საც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლ ი ან/და ნაწილ ი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლ ებრივი აქტი, რომელ თან დაახლ ოების ვალ დებულ ებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველ ოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელ მწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებულ ი საქართველ ოს სხვა ორმხრივი და მრავალ მხრივი ხელ შეკრულ ებებიდან: ასეთი არარსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებულ ი კონსულ ტაციები: დ.ა) სახელ მწიფო, არასახელ მწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულ ება, ექსპერტი, სამუშაოჯგუფი, რომელ მაც მონაწილ ეობა მიიღოკანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არარსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილ ე ორგანიზაციის/დაწესებულ ების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არარსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილ ება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლ ემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილ ების მიმოხილ ვა, რომელ იც მაგალ ითად იქნა გამოყენებულ ი კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილ ვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არარსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი; სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი; სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი