„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 1553 მუხლის 62 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 - 64 ნაწილები:
„63. ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიანის გარდა სხვა მოცულობის პირველად საფუთავებში
დაფასოებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს,
ჩილიმისთვის განკუთვნილი
თამბაქოს ან/და
შესახვევი თუთუნის მიწოდება
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
64. ამ მუხლის 63 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 15511 მუხლი:
„მუხლი 15511. თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების შესახებ
ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა
თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლების ან/და იმპორტიორების მიერ საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროსთვის თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების
შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 42
2 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–55
4, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 82
, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 127
მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542,
1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით, 1557–15511, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის
პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 173
12 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით
(მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე,
1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871,
189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“.
5
1
4. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. ამ კოდექსის 442, 445, 447−4411 და 462−464 მუხლებით, 1557 მუხლის მე-2 და მე-4
ნაწილებით
და
15511
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრ
ოს შესაბამისი სამსახურები.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე
დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში იმ
ცვლილებების ასახვის აუცილებლობით, რაც უკავშირდება თამბაქოს ნედლეულისა და
თამბაქოს ნარჩების მიწოდებისა და რეალიზაციის წესს, ასევე ახალი ტექნოლოგიების
გამოყენებით დამზადებული თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი ნაწარმის ბაზარზე
გავრცელებასა და მასზე მოთხოვნის ზრდას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და
მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყნის კანონმდებლები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ
მიუხედავად ტრადიციული თამბაქოს ნაწარმისაგან განსხვავებისა, თამბაქო და ნიკოტინის
ნაწარმი, რომელიც არაა დაკავშირებული წვის პროცესთან - თამბაქოს ახალი ნაწარმი აუცილებელია ექვემდებარებოდეს გარკვეულ რეგულირებას და მოექცეს სამართლებრივ
რეჟიმში.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნეტო-მასით
50 ან 100 გრამიანის გარდა სხვა მოცულობის პირველად საფუთავებში დაფასოებული
თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის
განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის კანონმდებლობით დადგენილი წესის
დარღვევის მიწოდების შემთხვევაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების
განხორციელებისათვის განსაზღვრული ვალდებულებების ეფექტიანად აღსრულებისათვის
აუცილებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თანმდევი
ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების განხორციელებისათვის განსაზღვრული
ვალდებულების აღსრულების ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის 1553 მუხლის 62 ნაწილის შემდეგ ემატება 63 და 64 ნაწილები, რომელიც
ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიანის
გარდა სხვა მოცულობის პირველად საფუთავებში დაფასოებული თამბაქოს ნედლეულის,
თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს ან/და
შესახვევი თუთუნის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევის მიწოდების
შემთხვევაში. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის დგინდება ჯარიმა 2000 ლარის
ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 4 000 ლარის ოდენობით.
კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევა 15511 მუხლის სახით, რომელიც ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლების ან/და
იმპორტიორების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის თამბაქოს ახალი ნაწარმის
საქართველოს ბაზარზე განთავსების შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით
წარუდგენლობის შემთხვევაში. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის დგინდება ჯარიმა
5000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ
მუხლზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმს შეადგენენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები,
ხოლო საქმეს
ადმინისტრაციული წესით განიხილავს სასამართლო, შესაბამისად, ცვლილება აისახება ასევე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208 მუხლში და 239-ე
მუხლის 38-ე ნაწილში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი ეფუძნება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
შესვლის თარიღს.
ძალაში
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული
თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი ნაწარმის ბაზარზე გავრცელება და მასზე მოთხოვნის სწრაფი
ზრდა, მიზანშეწონილია დროულად განხორციელდეს
ახალი ნაწარმის გარკვეულ
რეგულირება და სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა. ამდენად, მიზანშეწონილია, კანონპროექტი
განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროქტის მიღება არ უკავშირდება ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან
პროექტით წარმოდგენილი ახალი სამართალდარღვევებისათვის ( 1553 მუხლის 63 და 64
ნაწილები და 15511 მუხლი) გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა 2000, 4000 და 5000 ლარის
ოდენობით. აღნიშნული შემოსავლის მიღება დამოკიდებული იქნება სამართალდამრღვევ
პირთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობაზე, კერძოდ, თუ რამდენი ფაქტი
იქნება გამოვლენილი ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიანის გარდა სხვა მოცულობის პირველად
საფუთავებში დაფასოებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე
თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მიწოდების და თამბაქოს ახალი ნაწარმის
საქართველოს ბაზარზე განთავსების შესახებ ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით
დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევის.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღნიშნული ცვლილებით, ვინაიდან კოდექსს ემატება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახე, შესაძლოა რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოებს გაეზარდოს განსახილველ საქმეთა რაოდენობა, თუმცაღა საჭირო ხარჯები
ანაზღაურდება მათივე ბიუჯეტიდან, ამასთან, დამატებითი ადამიანური რესურსის გარეშე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას, მათ შორის, სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსური ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში,
თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის
განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის კანონმდებლობით დადგენილი წესის
დარღვევით მიწოდების შემთხვევაში, პირს დაეკისრებათ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 1553
მუხლის 63 ნაწილის საფუძველზე, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 4000 ლარის
ოდენობით. ხოლო, თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს 15511
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრებთ
ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი ახალი სამართალდარღვევევებისათვის ადგენს პასუხისმგებლობის ზომას,
ფულად ჯარიმების სახით, კერძოდ, 1553 მუხლის 63 ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევისათვის
ჯარიმის
ოდენობა
შეადგენს
2000
ლარს,
იგივე
3
4
სამართალდარღვევევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 155 მუხლის 6 ნაწილის
თანახმად, ჯარიმის ოდენობა ექვემდებარება გაორმაგებას, ხოლო, 15511 მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრება ჯარიმა 5000 ლარის
ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი;
სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი;
სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი