საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე თეიმურაზ რეხვიაშვილის მიერ წარმოდგენილი იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებზე, წესებსა და პროცედურების შესახებ (N1-4963; 15/03/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-11323/19
14-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს მოქალაქეს, თეიმურაზ რეხვიაშვილს
მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 36 ბ 60
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა
საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ რეხვიაშვილის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 14 ივნისს
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ რეხვიაშვილის
მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად,
საქართველოს
„იძულებითი
პარლამენტში
აუქციონის
წარმოდგენილი
ჩატარების
საკანონმდებლო
ფორმების,
წესისა
და
წინადადება
პროცედურების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის №21 ბრძანებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე (11-4963/19/9 15-03-2019).
I.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების არსი
საკანონმდებლო
წინადადების
მიხედვით,
შემოთავაზებულია
ცვლილების განხორციელება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა
და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ კანონში. ასეთი კანონი დღეისათვის არ
არსებობს და სავარაუდოა, რომ საქმე ეხება იგივე დასახელების
საქართველოს
იუსტიციის №21 ბრძანებას.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ბრძანების მე-3 მუხლის მე-4
პუნქტის ცვლილება. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით თუ ქონების
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება აღნიშნული ქონება
ნაცვლად მოვალისათვის დაბრუნებისა (დღეს მოქმედი წესი) გადაეცემა კრედიტორს.
II.
საკანონმდებლო წინადადების შეფასება
იძულებითი აუქციონი წარმოადგენს კრედიტორის მიერ, მოვალის მიმართ არსებული
მოთხოვნის რეალიზების ინსტრუმენტს. ამასთანავე, იძულებითი აუქციონი თავისი
არსით არ უთანაბრდება საკუთრების ჩამორთმევას. „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის 821 მუხლის მიხედვით, იძულებითი აუქციონის
შემთხვევაში ამოღებული თანხიდან ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება, თუმცა
დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს.
ამასთანავე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის
მიხედვით, თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება
პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და
ქონება
არ
გაიყიდა,
ეს
ქონება
თავისუფლდება
იძულებითი
რეალიზაციის
განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და
აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს.
შესაბამისად, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს
კრედიტორისა
და
მოვალის
ინტერესებს
შორის.
კერძოდ,
კანონმდებლობა
ითვალისწინებს იძულებითი აუქციონის გამართვის შესაძლებლობას და ამ გზით
ამოღებული თანხის კრედიტორებსა და მოვალეს შორის სამართლიან განაწილებას. იმ
შემთხვევაში თუ ქონების მიმართ არ წარმოიშვება ეკონომიკური ინტერესი ის ვერ
გამოდგება კრედიტორის ფულადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად,
ასეთი ქონება უბრუნდება მის მესაკუთრეს.
სწორედ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ფარგლებში „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის საფუძველზე იძულებითი
აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის
მიხედვით საქართველოს მინისტრის ნორმატიულ აქტს განეკუთვნება მინისტრის
ბრძანება. ამავე ორგანული კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, კი ნორმატიულ აქტში
ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული
აქტით, იმავე ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და
ამოქმედებისთვის დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საქართველოს
ნორმატიულ
-
ცვლილების
აქტში
ბრძანებაში
იუსტიციის
შეტანა
მინისტრის
წინააღმდეგობაშია
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და ხელისუფლების
დანაწილების უზოგადეს პრინციპებთან.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ
რეხვიაშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის
შესაბამისად,
საქართველოს
წინადადება
„იძულებითი
პარლამენტში
აუქციონის
წარმოდგენილი
ჩატარების
საკანონმდებლო
ფორმების,
წესისა
და
პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის №21 ბრძანებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე და ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი