საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ (№1-6292/19; 29/03/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-11324/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-11324/19 14-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს მოქალაქეს, ადვოკატ ზურაბ ვანიშვილს პირადი მის.: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 14 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-6292/19/9. 29-032019). I. წარმოდგენილი სამოქალაქო საკანონმდებლო წინადადების არსი საკანონმდებლო საპროცესო შემოთავაზებულია წინადადება კოდექსში საქართველოს ითვალისწინებს ცვლილების სამოქალაქო შეტანას. საპროცესო საქართველოს ცვლილებით კოდექსის 249-ე მუხლისათვის მე-6 ნაწილის დამატება, რომლითაც პროცესის მხარეს მიეცემა შესაძლებლობა საქმისაგან დამოუკიდებლად, განცალკევებულად იდაოს პროცესის ხარჯების განაწილების საკითხზე. II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება მხარეთა მოთხოვნისა და სათანადო მტკიცებულებებით განმტკიცების შემთხვევაში სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე. ამგვარი ლეგიტიმაციის ნორმატიული საფუძველი არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო ძირითად გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც.1 ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ.2 ამასთანვე, მხარეებს არ ეზღუდებათ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა.3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს“.4 ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.5 დღეს მოქმედი კანონმდებლობით მხარისათვის უზრუნველყოფს საკუთარი ინტერესის დაცვის შესაძლებლობას. ამგვარ მოწესრიგებაში კი, დამატებითი ჩარევის აუცილებლობა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით არ დგინდება. 1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-165- 158-2013, 10. 2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-165- 158-2013, 10-11. 3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-165- 158-2013, 11. 4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14. 5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი