საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილ პოლიციის სისტემაში ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესის შესახებ (N1-5494/19; 21/03/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-11325/19
14-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: მოქალაქე მზია ჯღარკავას
მის: თბილისი, გლდანის I მიკრო რაიონი
მე-3ა კორპუსი, ბინაN8
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან
დაკავშირებით (N1-5494/19/9; 21.03.2019)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 14 ივნისის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
მოქალაქე
მზია
ჯღარკავას
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება (N1-5494/19/9; 21.03.2019).
I.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
განსახილველად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
სისტემაში
შემავალ
ხელმძღვანელ
თანამდებობებზე შესაბამისი პირები არჩეულნი იყვნენ ამომრჩევლების მიერ.
II. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გამოთქმული საჯარო
კონსულტაციის შედეგების მიმოხილვა
/კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის ვებგვერდზე შენიშვნები და მოსაზრებები
წარმოდგენილი არ არის/
III.
კომიტეტის შეფასება
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ განსახილველად წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების მიღება მნიშვნელოვან დანახარჯებს გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებით არ არის წარმოდგენილი
სათანადო დასაბუთება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული დანახარჯების
გაწევას გაამართლებდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-4 ნაწილის
თანახმად: „კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის
შემდეგ“.
დასკვნითი ნაწილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 14 ივნისის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
მოქალაქე
მზია
ჯღარკავას
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება (N1-5494/19/9; 21.03.2019) და ზემოაღნიშნული მოსაზრების
გათვალისწინებით ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი