საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ფრიდონ ბასილაიას მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-8910/19; 07/05/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-11326/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-11326/19 14-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ფრიდონ ბასიალაიას პ/ნ 53001004871 მის: ქ. ქუთაისი, კ. გამსახურდიას ქ. N5/5 მობ: +995 599 19 46 68 და აკაკი თოიძეს პ/ნ 38001008811 მის: ქ. ოზურგეთი ს. მგელაძის ქ. N5 მობ: +995 555 20 11 40 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ფრიდონ ბასილაიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან (N 1-8910/19/9 | 07.05.2019) დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 13 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების ფრიდონ ბასილაიას და აკაკი თოიძის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით. I. საკანონმდებლო წინადადების არსი საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით და ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი ანაცვლებს არსებულ მე-5 პუნქტს და ყალიბდება შემდეგი სახით „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.“ თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ცვლილების შესაბამისად, უნდა გაუქმდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საერთო სასამართლოების პირველი და მეორე ინსტანციის ყოფილი მოსამართლეების გათავისუფლებას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან იმ შემთხვევაში თუ მათი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელზე მეტი. საკანონმდებლო წინადადების ავტორები განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი ემსახურება საერთო სასამართლოების პირველი და მეორე ინსტანციის ყოფილ მოსამართლეებისთვის კანონმდებლობით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობის აღმოფხვრას. II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება საკანონმდებლო წინადადებით სასამართლოს მოსამართლეთა შემოთავაზებული შერჩევის რეგულირების პროცედურის საგანი საერთო მნიშვნელოვანი ნაწილია. წარმოადგენს. სწორედ ამ კრიტერიუმის არსებობაზეა დამოკიდებული მოსამართლეთა კვალიფიციურობის შეფასება, რაც უშუალო კავშირშია მართლმსაჯულების ხარისხიან განხორციელებასთან. საქართველოში ეფექტიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების მიზნით 2012 წლის შემდეგ განხორციელდა მართლმსაჯულების რეფორმის 3 ეტაპი და არსებულ რეალობაში კვლავ გრძელდება მუშაობა სასამართლო ხელისუფლების განხორციელების გაუმჯობესების თვალსაზრით. ვინაიდან, საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრული საკითხი კომპლექსურ შესწავლას მოითხოვს, მიზანშეწონილი არ არის მისი განხილვა მიმდინარე ცვლილებების საერთო კონტექსტიდან განყენებულად. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ფრიდონ ბასილაიას და აკაკი თოიძის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან გათვალისწინებით, ცნო მიუღებლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაკავშირებით და ზემოაღნიშნული შენიშვნების