საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს „დრო და სივრცის“, „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ და „საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ (თენგიზ ჩხიკვაძე, ლიკა ზახაროვა, რევაზ გოგიძე) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ქვეყანაში ყოველწლიური ზრდადი ნარკომანიის, ნარკომოხმარების და ნარკოვაჭრობის მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ამაღლების საკითხი) (N1-8368/19; 25/04/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-11327/19
14-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს „დრო და სივრცეს“,
„საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნულ კონგრესს“
და „საქართველოს ანტიფაშისტურ კოალიციას“
(თენგიზ ჩხიკვაძე, ლიკა ზახაროვა, რევაზ გოგიძე)
მის.: ქ. თბილისი, შირაქის ქ. №11
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 14 ივნისის სხდომაზე განიხილა
ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს „დრო და სივრცის“, „საქართველოს სლავ ხალხთა
ეროვნული კონგრესის“ და „საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ (თენგიზ ჩხიკვაძე,
ლიკა ზახაროვა, რევაზ გოგიძე) საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1–8368/19; 25.04.2019).
I.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაავალდებულებს სტაციონალურ და ამბულატორიულ
(გარდა ბავშვთა საავადმყოფოებისა) სამედიცინო დაწესებულებებს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს დახმარებითა და მონაწილეობით გამოავლინოს ნარკოტიკების
მოხმარების პირველივე ფაქტი და დაიწყოს მკურნალობის პროცესი.
ამავე წინადადების თანახმად, ნარკომომხმარებელთა მკურნალობა უნდა
განხორციელდეს დახურული ტიპის სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებებში.
წინადადების
ავტორთა
მიხედვით,
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის უნდა დადგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირი
ზემოაღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობის პროცესს აარიდებს თავს და
გამოვლინდება ნარკოტიკის მოხმარების მესამე შემთხვევა. ხოლო მეოთხე შემთხვევისათვის,
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სასჯელის სახით გათვალისწინებული უნდა იყოს
თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 10 წლის ვადით.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია უვადო პატიმრობა
ნარკოტიკული საშუალების გავრცელებისათვის, ასევე, ავტორთა აზრით, ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარების და ნარკომანიის პროპაგანდისათვის ფიზიკური და იურიდიული
პირები პირველი შემთხვევის ფაქტზე დაჯარიმდნენ არანაკლებ ათი ათასი ლარის ოდენობით,
ხოლო განმეორების შემთხვევაში სასჯელის სახით განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა
არანაკლებ 10 წლის ვადით.
II.
კომიტეტის შეფასება
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს განხილვა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ
ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის (07-3/77; 22.06.2017), რომლის
უმთავრეს მიზანსაც ნარკოტიკების პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება და
ახლებური, რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს. აქედან
გამომდინარე,
წინამდებარე
საკანონმდებლო
წინადადებაში
დასახული
მიზანი,
ნარკომოხმარებისა და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაც ზემოაღნიშნული რეფორმის
ფარგლებში იქნება განხილული და დამატებით საკანონმდებლო წინადადების მიღების
საჭიროება ამ ეტაპზე არ იკვეთება.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით
ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს „დრო და სივრცის“, „საქართველოს სლავ ხალხთა
ეროვნული კონგრესის“ და „საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ (თენგიზ ჩხიკვაძე,
ლიკა ზახაროვა, რევაზ გოგიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
დანართი
ffi
***m,ffiffi;',T,*'
Lojr6o3sqo! J':6qr0356o
--E
N26082
2019 ftqr,, 20 A$trl
t$dr6,q8Cq'rdr $6q'rA$0.,lr 6g0q,.SCEJob 105-9 AJbqrrt 0c.4 &J6iorrl, t rgodS0eftC,
tDdld,o4Cq,<,rt, Jid,q'!fo60r,t &,U6x'! rqtCnJ:
qD ]lqxrb bJdr6,o80q'ertj &d,E
Jae)(536b,
lJ$A060otJ
lr'36r0ob",
0$obq,ei, flJf6iq'ol$gdr, 0JArdoC6otJ
"(r",r Ar
"ttiC!(f,o8Cq,crt lrq,r3
brq,bor! $4,ct3b0q'o jc!606dx,tr" (D
i6oog$olroU6o
Jcbq'%@lr" (or06ao$
"trrCrd,o,OCqxd,
8bogrd3, qn3r $r&ft'rgr, 6r6t$ 6qod9) 0ogd, Srlr6t'r<606q,o UiJr6o66q6$qm go6squq,Cbr
.t tC!.r,o'aCqxqt lnlrbq'ot
Jc)('&j[$o o3qrryCbd 036rr6oL Bgtr.:bgb"
rlOUf.'E.O" $rSCq,gq,oCt6o <uqn 6r6Jstrr6mlr, 6r6Jo&rbA!6Cbol, ago 6u63e4pJr6<,rbotr
aSq,CECbol,
CdO,UCr',6ot, $req10ol, ts3ooio) (NI-835SV19;
25.04.2019) lrid$,o6Cqx'tb 3r&'r6oL Jnrg[olr6 qs3JSOo6CAod, qgr
0i(u$g3C1y{tbot,
orrobrtC rc&r8('b UiC!(',oACqmL &6,q'ifo6oob bqJl6(Dt .
q6ool, oflitr,(aoU(,
braid,o{,ob
B$$e6(m
UrC!6o8Cq'r'rt &6,q,iq60rrt or!00xqqra$,C
&{f,rdr trbAo0cf, origftXqgcfrtr,C
,r rl/t/
-k#s,h;,#l
,
-----\