საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-5111/19; 18/03/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-11328/19
14-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებასთან დაკავშირებით - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-5111/19/9; 18.03.2019)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 14 ივნისის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
-
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-5111/19/9; 18.03.2019).
I.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
ამჟამად მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371
მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლე შეიძლება მივლინებული იქნეს სხვა
სასამართლოში
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
დასაბუთებული
გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობით, 1 წლამდე ვადით. მივლინების ვადის
გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის
თანხმობა.
აღნიშნული რეგულაციიდან გამომდინარე, მივლინების მაქსიმალური ვადა შესაბამისი
მოსამართლისთვის მხოლოდ 2 წელს შეადგენს.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ ცვლილება შევიდეს „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (გარდამავალ დებულებებში),
რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდება, რომ სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული
სასამართლოს
მოსამართლეები,
ასევე
გალი-გულრიფშისა
და
ოჩამჩირე-ტყვარჩელის
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, თბილისის საქალაქო და ზუგდიდის რაიონულ
სასამართლოში 2 წელზე უფრო ხანგრძლივი ვადით იქნენ მივლინებულნი.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება
მიზანშეწონილია იქიდან გამომდინარე რომ:
ა) სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები იმავე
შენობაში საქმიანობენ სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ხოლო
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები იმავე სასამართლოს შენობაში, სადაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები;
ბ) გარდა ამისა, საქმეთა განსჯადობიდან გამომდინარე, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის,
ასევე
გალი-გულრიფშისა
და
ოჩამჩირე-ტყვარჩელის
რაიონული
სასამართლოს
მოსამართლეები, განსახილველი საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადატვირთულნი არ
არიან. მაგალითად, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის სასამართლოში 2018 წლის იანვრიდან
2019 წლის თებერვლამდე პერიოდში განსახილველ საქმეთა რაოდენობა მხოლოდ 119-ს
შეადგენდა.
შესაბამისად, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეების
ასევე
გალი-გულრიფშისა
და
ოჩამჩირე-ტყვარჩელის
რაიონული
სასამართლოს
მოსამართლეების თბილისის საქალაქო და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2 წელზე
უფრო ხანგრძლივი ვადით მივლინება დამატებითი ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვას
გამოიწვევს.
II. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გამოთქმული საჯარო
კონსულტაციის შედეგების მიმოხილვა
/კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის ვებგვერდზე შენიშვნები და მოსაზრებები
წარმოდგენილი არ არის/
III.
კომიტეტის შეფასება
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული
საკანონმდებლო ცვლილება, დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯებისა და დროის
დაზოგვას, ასევე სასამართლოს გადატვირთულობისგან დაცვას ისახავს მიზნად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლო ხელისუფლების გადატვირთულობისგან
დაცვა მართლმსაჯულების გონივრულ ვადებში განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს,
რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიზანს ემსახურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომოტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ საკანონმდებლო
წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებები პრინციპის დონეზე მისაღებია, თუმცა,
კონკრეტულად როგორ მოხდება საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული
საკითხის დარეგულირება დამატებითი მსჯელობისა და ანალიზის საგანს წარმოადგენს.
დასკვნითი ნაწილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 14 ივნისის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
-
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-5111/19/9; 18.03.2019) და
პრინციპის დონეზე ცნო მისაღებად, თუმცა აღნიშნა, რომ ინციატივის კანონის პროექტის
სახით ჩამოყალიბება დამატებითი მსჯელობის და ანალაზის საფუძველი უნდა გახდეს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი