საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი აბესაძის და თენგიზ გუნავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/347; 10/05/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-11360/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-17
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-11360/19 17-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N2-11209/19, 13.06.2019), რომ ესაჭიროება დამატებითი დრო საქართველოს მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციებისთვის საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი აბესაძის და თენგიზ გუნავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/347; 10.05.2019) საქართველოს კანონის პროექტის სავალდებულო კომიტეტზე განსახილველად, ვინაიდან, მიმდინარე წლის 10 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა აღნიშნული პროექტი და კომიტეტის წევრებმა თავი შეიკავეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. კომიტეტთან შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში განიხილავდა საკითხებს სამხედრო და ომის ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და ეძებდა გზებს შესაბამის კანონებში ცვლილებების განსახორციელებლად. მომზადდა კანონპროექტების პაკეტი, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რის გამოც კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ალტერნატიული კანონპროექტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 1 თვით. დანართი: 1 ფურცელზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-11209/19 13-06-2019 1 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი აბესაძის და თენგიზ გუნავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/347; 10.05.2019). (ჯანდაცვის კომიტეტი პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განსაზღვრულია, როგორც სავალდებულო კომიტეტი) კომიტეტის წევრებმა თავი შეიკავეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე, რაც გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებით. კერძოდ, კომიტეტთან შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში განიხილავდა საკითხებს სამხედრო და ომის ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და ეძებდა გზებს შესაბამის კანონებში ცვლილებების განსახორციელებლად. საბოლოოდ მომზადდა კანონპროექტების პაკეტი, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რის გამოც კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც თავის დროზე სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა, კანონპროექტის ფორმით განსახილველად შეიტანა საქართველოს მთავრობაში. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გასამართად გთხოვთ, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 1 თვით. დანართი: ალტერნატიული კანონპროექტი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge