საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, სოფიო კილაძის, ვანო ზარდიაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/316; 03/04/2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-11443/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-11443/19 17-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილება საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, სოფიო კილაძის, ვანო ზარდიაშვილისა და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-3/316; 03.04.2019). საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო მეორე მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 20 ივნისი. კანონპროექტზე დამატებითი კონსულტაციების გამართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოგმართავთ განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge