საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სიმონ ნოზაძის, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, კობა კობალაძის, კობა ნარჩემაშვილის, გია ბენაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/315; 02/04/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-11461/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-11461/19 18-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების - სიმონ ნოზაძის, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, კობა კობალაძის, კობა ნარჩემაშვილის, გია ბენაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/315; 02.04.2019). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო მეორე მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 19 ივნისი. საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge