საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე ფრუიძის მომართვა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შექმნილ თემატური მოკვლევის ჯგუფში - „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები“ - პარლამენტის წევრის გიორგი ხატიძის გაწევრიანების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#2-11455/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-11455/19 18-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ბატონო ირაკლი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 მაისს, ბიუროზე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით დარეგისტრირდა თემატური მოკვლევის ჯგუფი „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები.“ საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს ახალმა წევრმა ბატონმა გიორგი ხატიძემ ასევე გამოთქვა მოკვლევაში ჩართვის სურვილი. გთხოვთ, უზრუნველყოთ საკითხის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. პატივისცემით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge