საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2019 წლის 5-7 ივნისს სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#2-11485/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-11485/19 18-06-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ სლოვაკეთში, 5-7 ივნისის მივლინების ანგარიშს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 4 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის - სოფიო ქაცარავას სამუშაო ვიზიტი სლოვაკეთში (ვიზიტის ანგარიში) 5-7 ივნისი, 2019 5-7 ივნისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა სლოვაკეთის რესპუბლიკას. ვიზიტის ფარგლებში მან გამართა შეხვედრები სლოვაკეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, GLOBSEC 2019-ის ბრატისლავას ფორუმის მონაწილეებთან და სიტყვით გამოვიდა GLOBSEC 2019-ის ბრატისლავის ფორუმზე. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნებთან - ლუკაშ პარიზეკთან და ფრანტიშეკ რუჟიჩკასთან, სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან - კატარინა შეფალვაიოვასთან და პარლამენტის წევრ მარტინ ფედორთან, აშშ-ს სენატორ რონ ჯონსონსთან, სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარესთან მარტინ კლისთან და GLOBSEC-ის პოლიტიკის ინსტიტუტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელთან - დანიელ მილოსთან. ორმხრივი შეხვედრები შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ლუკაშ პარიზეკი შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. სლოვაკეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. სოფიო ქაცარავამ დეტალურად გააცნო სახელმწიფო მდივანს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანად 1 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დარეგულირების კუთხით საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერის აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს სლოვაკეთის თავმჯდომარეობა და პრიორიტეტები. ამ კუთხით, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მათ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ეუთო-ს სივრცეში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას როგოროც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრის ბოლოს ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და ამ სფეროს გააქტიურების აუცილებლობაზე. შეხვედრა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან კატარინა შეფალვაიოვა და სლოვაკეთის პარლამენტის წევრთან - მარტინ ფედორთან. შეხვედრაზე საუბარის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ევროკავშირი და ნატო. სლოვაკეთის მხარემ კვლავ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუტურებში ინტეგრაციის მიმართ და ხაზი გაუსვა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და საჭიროებას. სოფიო ქაცარავამ თავის კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონტექსტში, რასაც მაღალი შეფასება მიეცა სლოვაკეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სოფიო ქაცარავამ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარების შესახებ და გააცნო თავის კოლეგებს ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორი ქვენის საკანონმდებლო ორგანოებს და უშუალოდ კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკაზეც. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რონ ჯონსონთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ს ურთოერთოებზე და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მიმართულებებზე. ამერიკელმა 2 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სენატორმა გამოხატა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ. სენატორი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, რაზეც სოფიო ქაცარავამ მიაწოდა მას ამომწურავი ინფორმაცია. საუბრის დასასრულს სოფიო ქაცარავამ ამერიკელ სენატორს მოკლედ გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაუსვა საქართველოსთვის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და გაღრმავდება. ამ კუთხით მან ისაუბრა და აშშ-ს და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივაზე, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, პირველ რიგში, პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით. შეხვედრა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან - მარტინ კლუსთან ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე- შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ვიცე-თავმჯდომარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველო გახდეს ორივე ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. მისივე თქმით, საქართველო წარმოადგენს სამაგალითო ქვეყანას აღმოსავლეთ პრტნიორობის ფარგლებში, რომელიც წარმატებით ასრულებს რეფორმებს. მისივე შეფასებით, სლოვაკეთის მხრიდან არსებობს დიდი დაინტერესება, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას, რაზეც მაგალითისთვის მოიყვანა სლოვაკეთის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები საოკუპაციო ხაზთან. სოფიო ქაცარავამ დეტალურად გააცნო სლოვაკ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება. ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერის აუცილებლობას. მან ასევე ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად გააქტიურებენ თანამშრომლობას საკომიტეტო და საკანონმდებლო დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოების პროცესს. შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან - ფრანტიშეკ რუჟიჩკასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების ფართო სპექტი, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინგეგრაციის კუთხით. სოფიო ქაცარავამ ფრანტიშეკ რუჟიჩკას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ, რომელიც წარმოადგენს გამოწვევას მთელი რეგიონისთვის. საუბარი ასევე 3 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრის ბოლოს სლოვაკურმა მხარემ გამოხატა მზაობა, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას. შეხვედრა „GLOBSEC“-ის პოლიტიკის ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელთან დანიელ მილოსთან. სტრატეგიული კომუნიკაციების შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ჰიბრიდული საფრთხეები, რუსული პროპაგანდა, დეზინფორმაცია და სტრატეგიული კომუნიკაციები. ამ კუთხით, სოფიო ქაცარავამ სლოვაკელ ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც მიმართულია დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან საბრძოლველად, ასევე იმ რეფორმების შესახებ, რომელთა დახმარებითაც გაძლიერდა სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულება. დანიელ მოლომ სოფიო ქაცარავას გააცნო ინფორმაცია თავისი პროექტების შესახებ და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან. მისივე განცხადებით, დეზინფორმაცია და პროპაგანდა წარმოადგენს გამოწვევას მთელი ევროპისთვის და საჭიროა ერთიანი და თანმიმდევრული მიდგომა. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების კუთხით ითანამშრომლებენ მომავალში და დასახეს კონკრეტული მიზნები. GLOBSEC – 2019: „რუსეთი და დასავლეთი“ GLOBSEC-2019 - ის ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით „რუსეთი და დასავლეთი“ („Russia and the West: Pilling Up Bones of Contention), სადაც მასთან ერთად გამოდიოდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ედგარს ლინკევიჩსი, კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში - ტოივო კლაარი, ახალი უსაფთხოების ცენტრის მეცნიერი - ჯეიმს ტაუნსენი და გლობალურ საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის თავმჯდომარე - ტომ კლარკი. სოფიო ქაცარავამ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ევროპულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. , მოამზადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა 12.06.2019 4