საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის (№1-10641/19; 29/05/2019) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
წერილი
2-11532/19
18-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, გთხოვთ
დადგენილი განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებას საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის მერ წარმოდგენილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშზე (N1-10641/19; 29.05.2019).
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-11442/19
17-06-2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ რომან კაკულიას
გაცნობებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მერ
წარმოდგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის
საქმიანობის ანგარიში (N1-10641/19; 29.05.2019)
ანგარიშის განხილვის სავალდებულო კომიტეტებად განსაზღვრულია: იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი. სავალდებულო წესით განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 20 ივნისი.
გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტმა შეძლოს ანგარიშის პარლამენტის
რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით განხილვა, მოგმართავთ
თხოვნით, ანგარიშის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge