„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/367/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონს (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198 (2898), 5.08.1998) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომში - ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შემოსვლის და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ,,ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შემოსვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება ნატოს საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შემოსვლის და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის განსხვავებული წესის დადგენას და გარკვეულწილად, დადგენილი პროცედურების გამარტივებას. ნატოს საზღვაო ძალებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნულის მიღწევა კი შესაძლებელია ერთობლივი სწავლებების, წვრთნებისა და სხვადასხვა ღონისძიებების უზრუნველყოფის გზით. შესაბამისად, აღნიშნული წესის დამტკიცება ხელს შეუწყობს ნატოს საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული საზღვაო შენაერთის საპორტო ვიზიტების სიხშირის გაზრდას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს გაცხადებული მზაობა გაზარდოს შავ ზღვაზე ნატოს სამხედრო ძალების ყოფნა. კერძოდ, 2016 წელს ნატოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების თანახმად, გაიზარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ყოფნა შავი ზღვის რეგიონში, ასევე, ნატოს და წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების აქტივობები შავ ზღვაზე (შავ ზღვაზე ნატოს სპეციალური მოწინავე განლაგების ინიციატივის - Tailored Forward Presence ფორმატში). საქართველო, რომელიც წარმოადგენს ნატოს ასპირანტ ქვეყანას, მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას და ავითარებს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. 2018 წლის 12 ივლისს გამოცემული ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. მათ შორის დეკლარაციაში საუბარია საქართველო-ნატოს პრაქტიკული თანამშრომლობის ახალ მიმართულებაზე, რაც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. დეკლარაციაში ხაზგასმით აღნიშნულია საქართველოს წვლილი და ერთობლივი თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში. დეკლარაცია ითვალისწინებს შემდეგი ხასიათის თანამშრომლობას: • საქართველოს უფრო მეტი ჩართულობა შავი ზღვის ირგვლივ არსებულ სტრატეგიულ დისკუსიებში; • ნატოს საზღვაო დანაყოფებისთვის ლოჯისტიკური დახმარების გაწევა; • საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსა და ნატოს სანაოსნო ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; • ოპერაცია „ზღვის მცველში“ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების მონაწილეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. კერძოდ, შეთანხმდა, რომ გააქტიურდება ურთიერთქმედება საქართველოსა და შავ ზღვაზე მოქმედ ნატოს საზღვაო დაჯგუფებას შორის. გაიზრდება აღნიშნული დაჯგუფების აქტივობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და პორტებში. ნატო დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს შავ ზღვაზე საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგში. ასევე, მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში - სანაპირო დაცვის დეპარტამენტი) აბორდაჟის ჯგუფები მომზადდება ნატოს სტანდარტების შესაბამისად, შემდგომში ნატოს ეგიდით წარმოებულ საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საქართველოს მხრიდან საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიული დაქვემდებარებაში მყოფი საზღვაო შენაერთისათვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებსა და რეიდზე შემოსვლასთან დაკავშირებული წესის გამარტივება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი არეგულირებს საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესს, შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული კონკრეტული სუბიექტისთვის განსხვავებული წესის დადგენა საჭიროებს ცვლილებას ამავე კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შემოსვლის და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის განსხვავებული წესის დადგენა გამოიწვევს დღეს არსებული პროცედურების გამარტივებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ნატოს დღის წესრიგში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დინამიურად ვითარდება და ამ მიმართულებით სანაპირო დაცვას მნიშვნელოვანი როლი აქვს მინიჭებული. შავ ზღვაზე ნატოს შენაერთის ვიზიტები ალიანსის სიმტკიცის და სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენენ და ამავდროულად, საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი აქტივობებით ხელს უწყობენ პარტნიორ სახელმწიფოებსა და ნატოს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით უცხო სახელმწიფოს სამხედრო ხომალდი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით, შუამდგომლობას აღძრავს სახელმწიფო (რომლის დროშის ქვეშაც ცურავს) ან ნატოს საზღვაო ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთისთვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებსა შემოსასვლელად და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი დარეგულირებულ იქნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამის (თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა) მე-4 ნაწილი ზოგადად ეხება საგერეო ურთიერთობებს, უსაფრთხოებას და თავდაცვას. ხსენებული ნაწილის თანახმად, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამავე პროგრამის 4.1.2. პუნქტის თანახმად, ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ამოცანას და ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს ქვეყნის უსაფრთოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის. ამავე პუნქტის თანახმად, ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით ხდება თავდაცვითი შესაძლებლობების და ალიანსთან თავსებადობის ამაღლება. თანამშრომლობის გაღრმავების, თავდაცვითი შესაძლებლობების და ალიანსთან თავსებადობის ამაღლების მიზნით საქართველოში იმართება ერთობლივი სწავლებები და სხვა ღონისძიებები, რის ფარგლებშიც ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული ნატოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთი ან/და მცურავი საშუალება შემოდის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთისათვის ან/და მცურავი საშუალებისთვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შემოსვლის და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის გამარტივება სრულად თანხვედრაშია და უზრუნველყოფს 20182020 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების მიღწევის ხელშეწყობას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ითვალისწინების კანონისთვის უკუძლის მინიჭებას. ამასთან, კანონპროექტი არ ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანასური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას არ მოახდენს ვრცელდება მისი მოქმედება. იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მიერ საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. ორმხრივ და უკავშირდება მრავალმხრვ რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს მთავრობა.