„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1.
პროდუქტის უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) 1032 მუხლს დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6.
ამ
კანონის
გათავისუფლდნენ
46-ე
მუხლით
ქალაქ
გათვალისწინებული
თბილისის
პასუხისმგებლობისგან
საკრებულოს
დადგენილებით
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში
მშენებლობის
ნებართვით
გათვალისწინებული
ეტაპის
დადგენილ
ვადაში
დაუსრულებელი მშენებლობების განმახორციელებელი პირები. ასეთ შემთხვევაში,
სამშენებლო
საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის
ორგანო
იღებს
დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის და
პირის
საჯარიმო
სანქციის
გადახდის
ვალდებულებისაგან
გათავისუფლების
შესახებ“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა.) კანონპორექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის
შემუშავების
მიზანია
არამიზნობრივად
და
გადაცდომასთან
შეუსაბამო შესაძლოდ დასარიცხი დიდი საჯარიმო სანქციების გაუქმება იმ
პირებისათვის, ვინც აღმოფხვრა საჯარიმო სანქციის საფუძველი და ხარვეზი, თუმცა
ტექნიკური მიზეზებით ვერ მოახერხა აღნიშნულის წარდგენა და დასაბუთება
უფლებამოსილი პირისათვის.
პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი არის დარღვევასთან
შეუსაბამოდ მაღალი დონის სანქციის გაუქმება, რომლის დარიცხვაც გრძელდება
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია. ასევე აღნიშნული
კანონპროექტი დაეხმარება ქ. თბილისის მერიის სამშენებლო ზედამხედველობაზე
უფლებამოსილ
სამსახურს
განახორციელოს
სწრაფი
და
სამართლიანი
ადმინისტრირება მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან მიმართებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების
განხორციელების აუცილებლობა, განპირობებულია დარღვევასთან შეუსაბამოდ
მაღალი დონის სანქციის არსებობით. ხოლო კანონპროექტის მიღება და საჯარიმო
სანქციისგან გათავისუფლება დადებით ზეგავლენას იქონიებს იმ კეთილსინდისიერ
პირებზე, რომლებმაც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო გადააცილეს
სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მშენებლობის ვადებს, თუმცა
მოცემული მომენტისათვის აღნიშნული ხარვეზები სრულად აქვთ აღმოფხვრილი
აქვთ.
ა.ბ. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შემდგომ ერთდროულად რამდენიმე დადებითი ეფექტის
მიღება გახდება შესაძლებელი:
გაიზრდება ინვესტორთა ნდობა საქართველოს მიმართ;
სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა ათასობით კვადრატული მეტრის
შენობა-ნაგებობა
ქალაქის
ცენტრში
(ერთ-ერთი
პროექტის
გადაცემა
შეჩერებულია იმ მიზეზით, რომ ქ. თბილისის მერია აღნიშნული მუხლის გამო
ვერ ახერხებს შენობის ექსპლუატაციაში მიღებას);
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო ზედამხედველობაზე
უფლებამოსილი
ორგანო
დაასრულებს
სამართალწარმოების
პროცესებს
იმ
ადმინისტრაციული
მიმდინარე
საქმეებზე,
რომელთა
დასრულებაც არსებული საკანონმდებლო რეგულაციით შეუძლებელია;
სახელმწიფო გრძელვადიან პერსპექტივაში პოტენციურ ინვესტორთა წინაშე
წარდგება, როგორც პასუხისმგებლიანი და სამართლიანი კონტრაჰენტი.
ა.გ. კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი
კანონპროექტით
საქართველოს
კანონში
„პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ შედის ცვლილება. კერძოდ, 1032 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-6
ნაწილი:
„ამ
კანონის
46-ე
გათავისუფლდნენ
მუხლით
ქალაქ
გათვალისწინებული
თბილისის
პასუხისმგებლობისგან
საკრებულოს
დადგენილებით
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში
მშენებლობის
ნებართვით
გათვალისწინებული
ეტაპის
დადგენილ
ვადაში
დაუსრულებელი მშენებლობების განმახორციელებელი პირები. ასეთ შემთხვევაში,
სამშენებლო
საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის
ორგანო
იღებს
დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის და
პირის
საჯარიმო
სანქციის
გადახდის
ვალდებულებისაგან
გათავისუფლების
შესახებ“.
აღნიშნული ცვლილების შედეგად, ის პირები რომლებიც შესაძლოა დაჯარიმდნენ
განსახილველი კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდებიან საჯარიმო
სანქციისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კანონის მიღების დროს მათ შესაბამისი
ხარვეზი აღმოფხვრილი ექნებათ.
ა.დ. კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონის
პროექტთან
მიმართებით (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ);
ა.ე. კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
კანონის ძალაში შესვლის გონივრული თარიღია გამოქვეყნებიდან მე-15 დღე.
უკუძალასთან
დაკავშირებით
კანონი
ვრცელდება
იმ
პირებზე,
რომლებმაც
გადაცდომა ჩაიდინეს და კანონპროექტის ამოქმედების ვადისთვის აღმოფხვრილი
აქვთ გადაცდომის საფუძვლები, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო არ მიუმართავთ
უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც შეწყვეტდა ადმინისტრაციულ წარმოებას.
2019 წლის 3 დეკემბრიდან ქ. თბილისის ტერიტორიაზე ძალაში შედის საქართველოს
კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსი“. რადგანაც საკანონმდებლო ცვლილება ეხება მხოლოდ ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიას,
მიზანშეწონილია
ამ
კოდექსის
ამოქმედებისას უკვე გამოვლენილი და გასწორებული იყოს ყველა ხარვეზი,
რომელიც მოცემული მომენტისათვის იარსებებს.
ა.ვ. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვა
აუცილებელია
იმდენად,
რამდენადაც გადაცდომის ჩამდენ პირებს უნდა ქონდეთ გონივრული ვადა, რათა
2019 წლის 3 დეკემბრამდე მოესწროს:
გადაცდომის
აღმოფხვრის
შესახებ
დაინტერესებული
პირების
მიერ
განცხადებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის
მიმართვა;
საჭირო დასაბუთების წარდგენა;
ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმების ჩატარება;
უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
თუ
კანონპროექტი
არ
იქნა
დაჩქარებული
წესით
განხილული
შესაძლოა
დაინტერესებულმა პირებმა ვერ მოასწრონ კანონით გათვალისწინებულ ვადებში
ჩატევა.
ბ) კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტი
არ
იწვევს
ფულადი
სახსრების
გამოყოფას
სახელმწიფო,
ადგილობრივი და ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
მოცემული
მომენტისათვის
ზეგავლენა
სახელმწიფო
საკანონმდებლო
ან/და
ცვლილებამ
მუნიციპალიტეტის
შესაძლოა
ბიუჯეტის
იქონიებს
საშემოსავლო
ნაწილზე. გავლენის ოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ისეთი შემთხვევა
დაფიქსირდა ან დაფიქსირდებოდა მომავალში, სადაც ქალაქ თბილისის საკრებულოს
დადგენილებით
განსაკუთრებული
განსაზღვრულ ზონებში
სამშენებლო
რეგულირების
ზონაში
მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ეტაპის
დადგენილ ვადას დაარღვევდნენ პირები და დაეკისრებოდათ შესაბამისი სანქცია.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი საჯარიმო ადმინისტრაციული აქტი ჯერ არ არის
გამოცემული;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
ასეთი არ არსებობს
ბ.ე)
კანონპროექტის
მოსალოდნელი
რომელთა მიმართაც
იურიდიულ
ფინანსური
ვრცელდება კანონპროექტის
პირებზე
შედეგები
მოქმედება,
იმ
პირთათვის,
იმ ფიზიკურ და
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს იმ კეთილსინდისიერ პირებზე,
რომლებმაც გარკვეული ობიექტური მიზეზებით (მსოფლიო ფინანსური კრიზისი,
ვალუტის კურსის ცვლილება და ა.შ.) გადააცილეს სამშენებლო დოკუმენტაციით
გათვალისწინებულ
მშენებლობის
ვადებს,
თუმცა
მოცემული
მომენტისათვის
აღნიშნული ხარვეზები სრულად აქვთ აღმოფხვრილი. მიუხედავად ამისა, მოქმედი
საკანონმდებლო რეგულაციის გამო საჯარიმო სანქციის დარიცხვა ვალდებულებათა
სრულად შესრულების შემდეგაც არ წყდება. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ
აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან შესაბამისი სანქციისგან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო
რეგულირების
ზონაში
განსაზღვრულ
ზონებში
მშენებლობის
ნებართვით
გათვალისწინებული ეტაპის დადგენილ ვადაში დაუსრულებელი მშენებლობების
განმახორციელებელი პირების სანქციისგან გათავისუფლება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
და
შეთანხმებებთან,
ორმხრივ
და მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტები არ
ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა მიიღო „საქართველო-ისრაელის
ბიზნეს პალატისა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის
სამსახურის თანამშრომლებმა, რომელთა მოსაზრებები სრულად იქნა გაზიარებული
წინამდებარე კანონპროექტში.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილე ექსპერტების შენიშვნები სრულად
იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სულხან მახათაძე, გრიგოლ მიქელაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სულხან მახათაძე, გრიგოლ მიქელაძე