„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანშვილი, დავით მათიკასვილი, რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი, ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე,
ნომერი
#07-3/377/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 28-ე მუხლის მე2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 2019 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. 3. 2019 წლის 1 ნოემბრამდე სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად.“. 2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე.“ 2. 30-ე მუხლის ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-19−22-ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.“. ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. ამ კანონის 23-26-ე მუხლები ამოქმედდეს 1 ოქტომბრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე; ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 1 ივლისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად. ამავე კანონის 29-ე მუხლით, სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარეობა უნდა გავრცელდეს 2019 წლის 1 სამსახურის ივლისიდან საგამოძიებო ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის მე-19−26ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო უფლებამოსილებას, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. სახელმწიფო ინსპექტორი თანამდებობაზე არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 11 ივნისის დადგენილებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, საგამოძიებო დანაყოფის განსათავსებლად გადაცემული აქვს წყნეთში მდებარე შენობა, რომელიც საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. ასევე საჭიროა შენობის აღჭურვა გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკითა და ავეჯით (კომპიუტერებით, აუდიო-ვიდეო აპარატურით და ა. შ.). შენობაში მოსაწყობია საგამოძიებო მოქმედებების (გამოკითხვის, ამოცნობის და ა. შ.) ჩასატარებლად საჭირო ოთახები. 1 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭიროა გამომძიებელთა შერჩევა და დანიშვნა, რაც უნდა განხორციელდეს კონკურსის წესით. ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად შესაძლოა დანიშნული იქნეს პირი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო ჩაბარებული აქვს გამოცდა. პირთა აღნიშნული მცირე საკვალიფიკაციო ჯგუფს, რომელთაგან გამოცდა ამ დროისათვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის საჭირო გამომძიებელთა შერჩევა შეუძლებელია. იმისათვის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებამ დაიწყოს ფუნქციონირება და ფუნქციონირება იყოს ეფექტიანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სჭირდება გონივრული ვადა, საგამოძიებო დანაყოფისათვის გამოყოფილი შენობის რემონტისა და აღჭურვისათვის. ასევე, ინსპექტორის სამსახურს სჭირდება გონივრული ვადა კადრების შერჩევისა და დანიშვნისათვის. შესაბამისად, აუცილებელია, გადაიწიოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების თარიღმა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის ამოქმედების თარიღის შესაცვლელად აუცილებელია ცვლილება შევიდეს იმავე კანონში, რომელშიც მოცემულია ეს თარიღი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საკანონმდებლო ცვლილების შედეგად სახელმწიფო ინსპექტორს მიეცემა გონივრული ვადა ინფრასტრუქტურის შესაძენად, თანამშრომლების შერჩევად და თანამდებობებზე განსაწესებლად, შესაბამისი დოკუმენტაციის/აქტების მოსამზადებლად და გამოსაცემად. ეს შესაძლებელს გახდის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველყოფას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, ცვლილება შედის ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებში და მათი ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი. ცვლილება შედის ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის 29 -ე მუხლში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება 2019 წლის 1 ნოემბრინდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე. გარდა ამისა, ცვლილება შედის ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში, ცვლილების თანახმად, კანონის მე-19−22-ე მუხლების, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 29-ე მუხლის ამოქმედების თარიღია 2019 წლის 1 ნოემბერი. ამავე მუხლში 2 მე-3 პუნქტის შემდეგ ემატება 31 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამ კანონის 23-ე-26-ე მუხლების ამოქმედების თარიღია 1 ოქტომბერი, რაც შესაძლებელს გახდის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედებამდე გამომძიებელთა დანიშვნასა და გადამზადებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან კანონის მოქმედ რედაქციაში კანონის გარკვეული მუხლების ამოქმედების ვადად მითითებულია 2019 წლის 1 ივლისი, აუცილებელია, ცვლილებები ძალაში შევიდეს ამ ვადის დადგომამდე და შესაბამისად, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს მისი გამოქვეყნება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა მოესწროს კანონის მიღება და ამოქმედება 2019 წლის 1 ივლისამდე. სწორედ ეს თარიღია მითითებული კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში რიგი მუხლის ძალაში შესვლის თარიღად. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რათა აღნიშნული ვადა გახანგრძლივდეს, არის წარმოდგენილი ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება პლენარული მოსმენის ერთსა და იმავე დღეს კანონპროექტის ორი მოსმენით მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 3 კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2019-2020 წ. წ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ასევე გენერალური პროკურატურის ასიგნებების წლებს შორის გადანაწილებაზე, შესაბამისი დანაშაულების საგამოძიებო ქვემდებარეობის და ასევე გამომძიებლებისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების ვადის ცვლილების შემთხვევაში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნორმის სუბიექტთა მიმართ ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა და სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 4 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, გოგა გულორდავა 5