საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე“ (№07-2/352; 24/05/2019) და კომიტეტის დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 წერილი (69 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (43 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (13 KB)
📄 დასკვნა (80 KB)
📄 დასკვნა (193 KB)
📄 დასკვნა (74 KB)
📄 დასკვნა (72 KB)
📄 დასკვნა (82 KB)
📄 დასკვნა (85 KB)
📄 დასკვნა (101 KB)
📄 დასკვნა (80 KB)
📄 დასკვნა (75 KB)
📄 დასკვნა (87 KB)
📄 დასკვნა (124 KB)
📄 დასკვნა (74 KB)
📄 დასკვნა (70 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-11707/19
21-06-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გიგზავნით
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნებს, ასევე,
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტს
საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილ `2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიურ ანგარიშზე“ (№07-2/352, 24.05.2019).
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი 57 ფურცელზე
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს
საბიუჯეტო
კოდექსის
58-ე
მუხლისა
და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 142-ე მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ანგარიში საქართველოს
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2019 წლის ..... ივნისი.
№
ირაკლი კობახიძე
დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-11706/19
21-06-2019
დ ა ს კ ვ ნ ა
"საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ
ანგარიშზე”
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა
მიმდინარე წლის 18 ივნისს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში”.
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში” ფისკალურ
სფეროსთან ერთად ვრცლადაა მიმოხილული ბიუჯეტის მაკროეკონომიკური
გარემოს ძირითადი მახასიათებლები. ანგარიშიდან კარგად ჩანს ის დადებითი
ტენდენციები,
რომლებიც
ჩამოყალიბდა
საბიუჯეტო
პარამეტრების
შესრულებში გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. კერძოდ:
2018 წლის მშპ-ს ფაქტიურმა რეალურმა ზრდამ 4,7 პროცენტი, ხოლო
ნომინალურ გამოსახულებაში 41 077,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 230,9 მლნ
ლარით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2018 წელს ეკონომიკის ცალკეულ დარგებში შექმნილი დამატებული
ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდის ტემპი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო საქმიანობა (13.5%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური
მომსახურების გაწევა (13.2%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და
მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (12.1%), სასტუმროები და
რესტორნები (9.7%), ტრანსპორტი (9.4%), სამთომოპოვებით მრეწველობა (7.6%),
ვაჭრობა (5.9%) და ა.შ.
უნდა აღინიშნოს და დადებითად შეფასდეს ის ფაქტი, რომ 2018 წლის
ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა
19.5 პროცენტით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის
ღირებულება 10.5 პროცენტით გაიზარდა. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა
რაოდენობა გაზრდილია 24.5 ათასი ადამიანით.
საანგარიშო წელს 2017 წელთან შედარებით გაუმჯობესდა მთავრობის
ვალის მშპ-ის მიმართ პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებელი. კერძოდ,
ნაცვლად 2017 წლის 44,2%-ისა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 43,9 პროცენტის
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დონეზე დაფიქსირდა, საიდანაც, 34.3 პროცენტი საგარეო ვალია, ხოლო 9.5
პროცენტი საშინაო. მთავრობის ვალის აღნიშნული მაჩვენებელი დაბალია
ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ მთავრობის ვალის
დონეზე (60%).
2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ოდენობამ
შეადგინა 12 693,4 მლნ ლარი, რაც წლის გეგმაზე 225,6 მლნ ლარით მეტია (გეგმა
შესრულებულია 101,8%-ით), ხოლო მშპ-ს მიმართ 30,9% შეადგინა. ამ
შემოსულობების 76,4%-მდე გადასახადებია, რომლის გეგმაც გადაჭარბებით,
100,1%-ით არის შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შემცირდა
2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ანუ უარყოფითი მთლიანი სალდოს
აბსოლუტური მოცულობა და ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 803,4 მლნ
ლარისა, შეადგინა 759,2 მლნ ლარი.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა განისაზღვრა
12 491,1 მლნ ლარით, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 12 590,2 მლნ ლარზე
მეტი. მშპ-ს მიმართ მისმა ოდენობამ 30,6% შეადგინა. ამასთან, საანგარიშო
წელს გადასახდელების სახით ბიუჯეტიდან დახარჯულია 825,3 მლნ ლარით
მეტი, ვიდრე 2017 წელს.
საანგარიშო
წლის
განმავლობაში
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შემოსულობებისა და გადასახდელების
ასეთი შესრულების პირობებში
დაგეგმილი ბიუჯეტის ნაშთის 23,3 მლნ ლარის ოდენობით გამოყენების
ნაცვლად
მოხდა
ნაშთის დაგროვება 103,2 მლნ ლარის ოდენობით.
შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული
ნაშთის მოცულობა (558 მლნ ლარი) გაიზარდა 103,2 მლნ ლარით და 2019
წლის 1 იანვრისთვის 661,2 მლნ ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სრულადაა დაფინანსებული წლიური
გეგმებით გათვალისწინებული გადასახდელები ისეთი
სამინისტროების
მიხედვით, როგორიცაა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თავდაცვის
სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა. შ. ასევე, 2018 წელს მოხდა
მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების გაცემა სახელმწიფო ვალდებულებებისა
და მისი მომსახურების დასაფარად.
მთლიანობაში, 2018 წლის ფისკალური წელი მთლიანობაში შეიძლება
შეფასდეს დადებითად, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის მთლიანი
გადასახდელების გეგმის
შესრულების პირობებში სრულად არ არის
ათვისებული ასიგნებები ზოგიერთი პროგრამის მიხედვით. შესაბამისად,
უნდა გააქტიურდეს მუშაობა ცალკეული პროგრამების მიხედვით ბიუჯეტის
დაგეგმვის, წლის განმავლობაში ასიგნებების განაწილების, დროულად და
სრულად ათვისების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეთანხმება სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენებაში დაფიქსირებულ
ზოგიერთ შენიშვნასა და რეკომენდაციას. კერძოდ, მიზანშეწონილია,
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავდეს:
სხვადასხვა წლებში განსაზღვრული მაკროეკონომიკური პროგნოზების
რეალისტურობის შეფასებასა და ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან გადახრების
გამომწვევი მიზეზების დეტალურ ანალიზს;
ბიუჯეტის
დაგეგმვის
ეტაპზე
განსაზღვრული
რისკების
მატერიალიზაციისა და მათ საპასუხოდ განხორციელებული პოლიტიკის
პასუხების ანალიზს;
სახელმწიფო საწარმოების დაკლასიფიცირებას სამთავრობო და
არასამთავრობო სექტორის საწარმოებად.
როგორც
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახური
აღნიშნავს,
ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიზნით,
უმჯობესია, მთავრობის მიერ ფონდიდან ასიგნებების კონკრეტული
უწყებებისათვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და პროექტების
დაწყება მოხდეს დროულად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სეზონური
კლიმატური პირობების ცვლილების გამო (რადგან პროექტები ხორციელდება
მაღალმთიან რეგიონებში) მათი განხორციელების პროცესის შეფერხება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილი
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის” განხილვასა და მის დამტკიცებას პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-10378/19
03-06-2019
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშსზე (№07-2/352; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის
მოხსენებაზე
„საქართველოს
2018
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე (№1-10003/19;
20.05.2019).
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 3 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიში“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2018
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის ანგარიშზე“.
განხივლის პროცესში კომიტეტის წევრთა მიერ ყურადღება გამახვილდა იმ
სახელმწიფო პროგრამებზე და ქვე-პროგრამებზე, რომლებიც თავისი დანიშნულებით
ემსახურებიან ადამიანის, მათ შორის ბავშვების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების,
უფლებების რეალიზაციასა და დაცვას, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ანალიზი განხორციელდა
როგორც ფინანსურ, ისე შინაარსობრივ და მიზნობრივ ჭრილში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების
გაძლიერების კუთხით აღსანიშნავია სახელმწიფო პროგრამები შემდეგი მიმართულებებით:
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა სახელმწიფო მხარდაჭერა და
რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
ახალგაზრდობის ხელშეწყობა;
სიტყვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
რელიგიური უმცირესობების უფლებები;
ადამიანთა რესოციალიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაცია;
დანაშაულის პრევენცია და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრიორიტეტებისა, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ
ინსტიტუტების გამართულ და შედეგიან ფუნქციონირებაზე, რომლებიც წარმოადგენენ
მთავარ მექანიზმებს ადამიანთა უფლებების რეალიზაციისა და დაცვის პროცესში. ეს
ინსტიტუტებია:
საქართველოს სახალხო დამცველი;
სასამართლო;
პროკურატურა;
სასჯელაღსრულება;
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
საქართველოს მოქალაქეთა იურიდიული დახმარების სამსახური;
კომიტეტმა ასევე იმსჯელა იმ ღონისძიებებზეც, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა
სახელმწიფო და სამთავრობო უწყებების მიერ და რომელებიც მიმართულია:
საქართველოში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვისა და რეალიზაციისკენ;
საქართველოს შრომის ბაზრის განვითარებისკენ;
სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერებისკენ;
ჯარში ადამიანის უფლებების დაცვისკენ.
1. ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განისაზღვრა 1 117 625.9 ათასი
ლარით, საკასო შესრულებამ შეადგინა 1 141 617.9 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის
102.1%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების 10.0%. მათ შორის:
სამედიცინო პროდუქციის, მოწყობილობების და აპარატების დაფინანსებამ შეადგინა
12 479.6
ათასი ლარი, ანუ გეგმის (12 955.6 ათასი ლარი) 96.3%;
ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 804 691.0 ათასი ლარი, რაც
გეგმის
(804 728.6 ათასი ლარი) 100.0%-ს შეადგენს;
საავადმყოფოების მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 176 536.5 ათასი ლარი, ანუ
გეგმის
(158
6.7 ათასი ლარი) 111.6%;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 49 072.6 ათასი
ლარი, რაც გეგმის (49 163.4 ათასი ლარი) 99.8%-ს შეადგენს;
ჯანმრთელობის
დაცვის
სფეროში
სხვა
არაკლასიფიცირებული
საქმიანობის
ასიგნებების დაფინანსებამ შეადგინა 98 838.2 ათასი ლარი, რაც გეგმის (92 621.7 ათასი
ლარი) 106.7%-ს შეადგენს.
სოციალური დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 2 699 358.8
ათასი ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 2 698 981.5 ათასი ლარი, ანუ გეგმიური
მაჩვენებლის 100.0%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო
შესრულების - 23.6%. მათ შორის:
ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის
დაფინანსებამ შეადგინა 6 926.9 ათასი ლარი, ანუ გეგმის (6 999.9 ათასი ლარი) 99.0%;
ხანდაზმულთა სოციალური დაცვის დაფინანსებამ შეადგინა 1 746 159.5 ათასი ლარი,
რაც გეგმის (1 746 159.8 ათასი ლარი) 100.0%-ს შეადგენს;
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის დაფინანსებამ შეადგინა 655 384.4 ათასი
ლარი, ანუ გეგმის (655 545.0 ათასი ლარი) 100.0%;
საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაფინანსებამ შეადგინა 11 521.9 ათასი ლარი, ანუ
გეგმის (11 524.4 ათასი ლარი) 100.0%;
სოციალური გაუცხოების საკითხების, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიცირებას,
დაფინანსებამ შეადგინა 134 849.2 ათასი ლარი, ანუ გეგმის (134 486.2 ათასი ლარი)
100.3%;
სოციალური დაცვის სფეროში სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობის ასიგნებების
დაფინანსებამ შეადგინა 144 139.6 ათასი ლარი, რაც გეგმის (144 643.5 ათასი ლარი)
99.7%-ს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების
ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოხიალური უზრუნველყოფის მიმართულებით
არსებული პროგრამების შესრულებას, სურათი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. მოსახლეობის სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 35 02)
პროგრამის განმახორციელებელი არიან სსიპ - „სოციალური მომსახურების სააგენტო“ და სსიპ
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და
დახმარების სახელმწიფო ფონდი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები
დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი მიზნებისთვის:
მოქალაქეთათვის
უფლებების
კანონმდებლობით
რეალიზაცია,
მიზნობრივი
გარანტირებული
სოციალური
სოციალურ-ეკონომიკური
ჯგუფების
მატერიალური
მდგომარეობის შემსუბუქება და შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და
მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ
მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში
ინტეგრაცია, რომელთა უზრუნველყოფაც ხორციელდება პრევენციული, სარეაბილიტაციო,
ალტერნატიული, ოჯახის გასაძლიერებელი მომსახურებებით და დამხმარე საშუალებებით;
საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსიით (ქალები 60 წელი, მამაკაცები 65 წელი) და
სპეციფიკური კატეგორიების (ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის, სამოქალაქო
ავიაციის, პარლამენტის ყოფილი წევრების, უმაღლესი რანგის დიპლომატების და სხვა)
სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა;
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობების, მიზნობრივი
ჯგუფებისთვის
სტატუსის
სოციალური
მქონე
პირთა
პაკეტის,
ლტოლვილთა-დევნილთა
შემწეობების,
რეინტეგრაციის
და
ჰუმანიტარული
შემწეობის,
დემოგრაფიული
მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ფულადი ბენეფიტების, ორსულობის და
მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემა,
ასევე შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმთელობისათვის ვნების
შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისათვის/სოციალური
პაკეტის მიმღებთათვის დანამატის დაფინანსება პენსიის/სოციალური პაკეტის 20%-ის
ოდენობით. ასევე, სამედიცინო პერსონალის დანამატების დაფინანსება - ექიმისთვის პენსიის
ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის - პენსიის ერთმაგი ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში
მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% ანაზღაურება მაღალმთიან
დასახლებაში მცხოვრები აბონენტებისთვის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის), მაგრამ
არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ სთ ელექტროენერგიის საფასურისა;
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის,
სექსუალური
ძალადობის
მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო
მსხვერპლთა
სამართლებრივი დაცვა, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღების უზრუნველყოფა
და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
აღნიშნული პროგრამისთვის 2018 წლის ბიუჯეტის კანონით გათვლისწინებული იყო 2 468 300
ათასი ლარი, დაზუსტებული გეგმით - 2 439 330.5 ათასი ლარი, ხოლო ბიუჯეტის შესრულების
ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2 439 064,9 ათასი ლარი.
2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 35 03)
პროგრამის განმახორციელებელი არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - „ლ.
საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრი“, სსიპ - „სოციალური მომსახურების სააგენტო“ და სსიპ - „საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“. აღნიშნული
პროგრამის განხორციელების უმთავრეს მიზნებს წარმოადგენდა:
ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის გაზრდა; დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
დაცვის საფრთხეებისათვის მზადყოფნის და საპასუხო რეაგირების უზრუნველყოფა;
გეგმური ამბულატორიული, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული,
გეგმური ქირურგიული მომსახურება, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია; მშობიარობისა
და საკეისრო კვეთის სერვისების დაფინანსება. ბენეფიციართა გარკვეული ჯუფების (მაგ.:
სოციალურად დაუცველი, საპენსიო ასაკი, ვეტერანები) შესაბამისი მედიკამენტებით
უზრუნველყოფა;
მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და
გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია; იმუნიზაცია, დაავადებათა ადრეული
გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა, ასევე, ისეთი გადამდები დაავადებების,
როგორიცაა ტუბერკულოზი, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები, აივ-ინფექცია, სქესობრივი
გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი;
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოსახლეობის სპეციალიზებული
დახმარებით უზრუნველყოფა; დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობა და
მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება; თირკმლის
ქრონიკული
უკმარისობით
დაავადებული
პაციენტების
დიალიზით,
თირკმლის
ტრანსპლანტაციითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ინკურაბელური პაციენტების
მკურნალობა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა
მკურნალობითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სასწრაფო სამედიცინო დახმარების,
სამედიცინო
ტრანსპორტირებისა
და
სოფლად
ამბულატორიული
მომსახურებით
უზრუნველყოფა; რეფერალური დახმარების უზრუნველყოფა; სამხედრო ძალებში გასაწვევ
მოქალაქეთა
სამედიცინო
შემოწმება;
ქრონიკული
დაავადებების
სამკურნალო
მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
აღნიშნული პროგრამისთვის 2018 წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული იყო 983 370
ათასი ლარი, დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 1 013 833.8 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიური
შესრულება გახლდათ 1 031 573 ათასი ლარი. ბიუჯეტის შესრულებამ დაზუსტებულ გეგმას
გადააჭარბა 17 739.2 ათასი ლარით, ხოლო დაზუსტებული გეგმა დამტკიცებულ გეგმაზე მეტი
გახლავთ 30 463.8 ათასი ლარი.
3. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
თავდაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დაგეგმილ იქნა 717 753.6 ათასი ლარი. საკასო
შესრულებამ შეადგინა 724 298.9 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 100.9%, ხოლო სულ
ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების - 6.3%. მათ შორის:
შეიარაღებული ძალების დაფინანსებამ შეადგინა 311 358.2 ათასი ლარი, ანუ გეგმის
(311 365.6 ათასი ლარი) 100.0%
საგარეო სამხედრო დახმარების დაფინანსებამ შეადგინა 38 207.3 ათასი ლარი, ანუ
გეგმის (38 220.8 ათასი ლარი) 100.0%;
თავდაცვის სფეროში გამოყენებითი კვლევების დაფინანსებამ შეადგინა 30 240.4 ათასი
ლარი, რაც გეგმის (29 918.3 ათასი ლარი) 101.1%-ს შეადგენს;
სხვა
არაკლასიფიცირებული
საქმიანობის
დაფინანსებამ
თავდაცვის
სფეროში
შეადგინა 344 493.0 ათასი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის (338 248.9 ათასი ლარი)
101.8%-ია.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილ იქნა 1 176 245.3 ათასი
ლარი. საკასო შესრულებამ შეადგინა 1 173 469.0 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის
99.8%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების - 10.2%.
მათ შორის:
პოლიციის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის დაფინანსებამ შეადგინა 641 461.2
ათასი ლარი, ანუ გეგმის (639 885.5 ათასი ლარი) 100.2%;
სახანძრო სამაშველო სამსახურის დაფინანსებამ შეადგინა 36 173.5 ათასი ლარი, ანუ
გეგმის (35 793.6 ათასი ლარი) 101.1%;
სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსებამ შეადგინა 126 321.7 ათასი ლარი,
რაც გეგმის (129 305.8 ათასი ლარი) 97.7%-ს შეადგენს;
სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე გაწეულმა დაფინანსებამ შეადგინა 137 645.6
ათასი ლარი, რაც გეგმის (137 779.9 ათასი ლარი) 99.9%-ს შეადგენს;
საზოგადოებრივი
წესრიგისა
და
უსაფრთხოების
სფეროში
სხვა
არაკლასიფიცირებული საქმიანობის ასიგნებების დაფინანსებამ შეადგინა 231 866.9
ათასი ლარი, რაც გეგმის (233 480.6 ათასი ლარი) 99.3%-ს შეადგენს.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაფინანასებლად 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით დამტკიცებული იყო 596 590 ათასი ლარი, დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 602 090
ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ - 603 761.8 ათასი ლარი.
აღნიშნული ბიუჯეტი მოხმარდა ოთხ ძირითად პროგრამას, საიდანაც განსაკუთრებით
აღსანიშნავია შემდეგი ორი:
1.საზოგადოებრივი წესრიგი, სახელმწიფო საზღვრის დაცვა და საერთასორისო
თანამშრომლობის
განვითარება,
რომლის
ფარგლებში
განხორციელდა
შემდეგი
მნიშვნელოვანი ქვეპროგრამები:
დასრულდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროექტის
პირველი ფაზა და მიმდინარეობდა საპილოტე პროექტის მეორე ფაზის დაგეგმვა. ასევე
დასრულდა შეფასების დოკუმენტზე მუშაობა. პროგრამაში ჩართული პირების
შესაძლებლობების განვითარების მიზნით, 2018 წლის 1 მარტიდან 14 ანალიტიკოსმა
გაიარა სტაჟირება შსს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. შემუშავდა
პროექტის (e-Police) ტექნიკური დავალების შემუშავების პროცესი გრძელდებოდა
მუშაობა მის განვითარებაზე;
მართლწესრიგის
ოფიცრებისთვის
უზრუნველყოფა,
რომელიც
შემუშავდა
„e-Police“-ის
სპეციალური
შემადგენელ
პროგრამული
ერთ-ერთ
მოდულს
წარმოადგენს. ოფიცრები, პორტატული პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით,
კომპეტენციას მიკუთვნებული ინციდენტების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და
შემდგომ, ინტერაქტიული რუკის სამაგიდო ვერსიაზე პირველად დამუშავებას
განახორციელებენ;
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სამმართველოში გაეშვა საზოგადოებაზე
ორიენტირებული
საპოლიციო
საქმიანობის
საპილოტე
პროექტი,
რომლის
ფარგლებშიც მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობაზე გადაინიშნა 64 შსს-ს
მოქმედი თანამშრომელი, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მართლწესრიგის ოფიცრის
გადამზადების კურსი;
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში,
რომელშიც
სხვა
საქართველოს
სახელმწიფო
შინაგან
უწყებებთან
საქმეთა
სამინისტრო,
ერთად
მონაწილეობას
განხორციელდა
იღებდა
საზოგადოების
ინფორმირება სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.
ღონისძიების სტუმრები გაეცნენ საქართველოს ბოლო 100 წლის ისტორიას;
ჩატარდა
პოლიციელის
პროფესიული
დღისადმი
მიძღვნილი
ღონისძიება.
ღონისძიებაზე სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ჰქონდათ საშუალება
მოსახლეობისთვის გაეცნოთ სამომავლო გეგმები;
განხორციელდა მართლწესრიგის ოფიცრის კამპანია, რომელიც ემსახურებოდა
რეკრუიტინგის
მიმართულებით
საინფორმაციო
კამპანიის
წარმოებას,
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის
შედეგად, დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობამ შეადგინა 3 340. აქტიურად
ხორციელდებოდა
საზოგადოების
ინფორმირება
კრიმინალთან
ბრძოლის
მიმართულებით, რაც მოიცავდა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებს და მესიჯებს, მათ
შორის
ვიდეორგოლებს,
ღია
კარის
დღეს,
საინფორმაციო
საშუალებებს
და
ა.შ.;საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით,
საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა საინფორმაციო მასალების (ვიდეო მასალა,
ბრიფინგები) მომზადება და გავრცელება ტელევიზიის, ონლაინ საინფორმაციო
სააგენტოების, სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის
საშუალებით;
ქვეყანაში არსებული საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების, ავტოსაგზაო
შემთხვევების პრევენციის და საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიზნით,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისროს მიერ ინტენსურად ხორციელდებოდა
შესაბამისი ღონისძიებები და პრე- საინფორმაციო კამპანიები;
პერიოდულად ხორციელდებოდა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე დანაშაულის
სტატისტიკური მონაცემების განახლება;
საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის, დანაშაულის პრევენციისა და მასზე
ეაგირების
მიზნით,
შესყიდულ
იქნა
სახელმწიფო
ნომრის
ამომცნობი
ანალიტიკური
პროგრამული უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი 92 სერვერი;
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების მიერ
შესყიდულ იქნა 1 837 ზოგადი 77 ხედვის ვიდეოკამერა (ასევე, კვების ბლოკი), ასევე
გაფორმდა ხელშეკრულებები მათთვის გათვალისწინებული 1 100 ლიცენზიის
სერვერული ინფრასტრუქტურის შეძენის მიზნით;
სილქნეტთან
გაფორმდა
5
წლიანი
ხელშეკრულება,
რომლის
ფარგელბშიც
საქართველოს მასშტაბით საკომუნიკაციო წერტილებზე განხორციელდება ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის/რადიო-სარელეო ხაზის მოწყობა და სამუშაოების შესრულება;
საშუალო
სიჩქარის
კონტროლისა
და
საგზაო
მოძრაობის
ადმინისტრირების,
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით
საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე
ამოქმედდა 28 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, საქართველოს მასშტაბით
სრული დატვირთვით ამოქმედდა 514 ვიდეოკამერა, მათ შორის 147 ნომრის
ამომცნობი და 364 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა, ასევე ამოქმედდა 18 სიჩქარის
მზომი წერტილოვანი რადარი;
საგზაო უსაფრთხოების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკაში
პირველად დაიწყო შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატრანსპორტო
საშუალებების დაჯარიმება ფოტო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით;
მონაცემთა დაარქივების მიზნით შეძენილია შემნახველი მასივი;
საანგარიშო პერიოდში დაიწყო და გრძელდება საქართველოს მასშტაბით პოლიციის
შენობების (219 ობიექტის) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის სტანდარტიზაცია,
შესაბამისი სამუშაოები განხორცილედა ქ. თბილისის 24 განყოფილებაში;
სრულად განახლდა და სტანდარტების შესაბამისად მოეწყო შსს-ს დროებითი
მოთავსების 6
(თბილისის, თელავის, ქუთაისის, ბათუმის, ახალქალაქის და გორის იზოლატორები)
იზოლატორის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა; დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
სფეროში
საერთაშორისო
თანამშრომლობის
გაღრმავების
მიზნით,
გაიმართა
შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის (თურქეთი, გერმანია, ავსტრია, ლიეტუვა, უკრაინა,
ისრაელი, ბრაზილია, ავსტრალია, სერბეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, ნიდერლანდები)
შესაბამისი მთავრობის/დაწესებულებების წარმომადგენლებთან;
წარიგზავნა მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში; შს სამინისტროს პოლიციის ატაშემ
პოლონეთის რესპუბლიკაში, მიიღო აკრედიტაცია ესტონეთის რესპუბლიკაში,
ლატვიასა და ლიეტუვაში; დაინიშნა პოლიციის ატაშე ჩეხეთის რესპუბლიკაში;
პოლიციის ატაშემ შვედეთის სამეფოში მიიღო აკრედიტაცია ფინეთსა და დანიაში;
შინაგან
საქეთა
სამინისტროს
საინფორმაციო-საგანმანათლებლო
პროექტის
„მართლწესრიგის
უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“
ფარგლებში 89 საჯარო სკოლის 11-ე და 9-ე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ
საინფორმაციო-საგანმანათლებლო
სემინარები
კიბერუსაფრთხოების,
მართლწესრიგის, ოჯახში ძალადობის და „ბულინგის“ თემატიკაზე.
სამინისტროსა და მისი დანაყოფების საქმიანობის შესახებ მომზადდა საინფორმაციო
ტიპის ვიდეო და გრაფიკული რგოლები.
ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორისთვის შეძენილი იქნა ადმინისტრაციული
პატიმრებისთვის
განკუთვნილი
სამაგიდე
თამაშები
(დომინო
და
ჭადრაკი).
აღნიშნული აქტივობის განხორციელებით გათვალისწინებული იქნა ევროპის წამების
პრევენციის
კომიტეტის
რეკომენდაცია;
იზოლატორებში
მოხდა
წიგნების
რაოდენობის გაზრდა. წიგნები ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე; ფიზიკურ და
იურიდიულ პირთა. დიპლომატიური წარმომადგენლობების. ეროვნული საგანძურის
და უსაფრთხოების დონის ამაღლება სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. გადამზადება, საარქივო ფონდების
დიგიტალიზაცია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და მოქალაქეთა მომსახურება.
2.
საქართველოს
სახელმწიფო
შინაგან
უსაფრთხოების
საქმეთა
სამინისტროს
სამსახურის
სისტემისა
მოსამსახურეთა
და
საქართველოს
ჯანმრთელობის
დაცვის
მომსახურებით უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ისეთი
მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიცაა:
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი ან/და დაზიანებული
მოსამსახურეების მკურნალობა და მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის
საჭირო
ღონისძიებები,
დათხოვნილ
პირთა
აგრეთვე
მათი
სამინისტროს
ოჯახების
წევრთა
მოსამსახურეთა,
და
თადარიგში
სამინისტროს
სასწავლო
დაწესებულებების მსმენელთა სამედიცინო მომსახურება;
ავადობისა
და
დისპანსერიზაცია,
სტაციონალური
შრომისუუნარობის
შემცირების
სამკურნალწამლო
მკურნალობა,
ავადობის
მიზნით
საშუალებებით
მიზეზების
ბენეფიციართა
უზრუნველყოფა,
შესწავლა,
დაჭრილთა
სამედიცინო რეაბილიტაცია, პენსიონერთა და უნარშეზღუდულთა სამედიცინო
შემოწმება;
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო
აპარატებისა და დანადგარების შეძენა ბენეფიციართათვის მაღალი დონის სამედიცინო
მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
ინფრასტრუქტურისა და შენობა-ნაგებობების განახლება და კეტილმოწყობა.
4. განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება
განათლების სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 1 239 044.8 ათასი ლარი,
საკასო შესრულებამ კი შეადგინა 1 255 940.8 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 101.4%,
ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების - 11.0%. მათ
შორის:
სკოლამდელი აღზრდის დაფინანსებამ შეადგინა 0.7 ათასი ლარი, რაც გეგმის (2.5
ათასი ლარი)
28.0%-ს შეადგენს;
ზოგადი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 606 455.6 ათასი ლარი, რაც გეგმის (606
518.6 ათასი ლარი) 100.0%-ს შეადგენს;
პროფესიული განათლების დაფინანსებამ შეადგინა 37 096.3 ათასი ლარი, ანუ გეგმის
(37 592.1
ათასი ლარი) 98.7%;
უმაღლესი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 175 775.8 ათასი ლარი, რაც გეგმის (168
041.5 ათასი ლარი) 104.6%-ს შეადგენს;
ინკლუზიური განათლების დაფინანსებამ შეადგინა 4 827.4 ათასი ლარი, რაც გეგმის (
4 848.8 ათასი ლარის) 99.5%-ს შეადგენს.
უმაღლესის შემდგომი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 2 258.2 ათასი ლარი, რაც
გეგმის (1
675.6 ათასი ლარი) 134.8%-ს შეადგენს;
განათლების სფეროს დამხმარე მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 99 754.4 ათასი
ლარი, რაც გეგმის (99 431.3 ათასი ლარი) 100.3%-ს შეადგენს;
განათლების სფეროში გამოყენებითი კვლევების დაფინანსებამ შეადგინა 70 272.7
ათასი ლარი, რაც გეგმის (70 137.4 ათასი ლარი) 100.2%-ს შეადგენს;
განათლების
სფეროში
სხვა
არაკლასიფიცირებული
საქმიანობის
ასიგნებების
დაფინანსებამ
შეადგინა 264 327.0 ათასი ლარი, რაც გეგმის (255 645.8 ათასი ლარი) 103.4%-ს შეადგენს.
1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება (პროგრამული კოდი 32 02)
პროგრამის განმახორციელებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
დასპორტის სამინისტროს აპარატი; სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახური; სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; სსიპ – მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემა; სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები სრულად იყვნენ უზრუნველყოფილი ფინანსური
რესურსით;
მასწავლებლებმა,
კვალიფიკაციის
დირექტორებმა,
ასამაღლებლად
პროფესიული
და
განათლების
სწავლა-სწავლების
მასწავლებლებმა
პროცესის
ხარისხის
გასაუმჯობესებლად გაიარეს სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი და სტაჟირება;
განხორციელდა პროგრამა ,,სასკოლო აქტივობების ხელშეწყობა“ სპორტის, კულტურახელოვნების და ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულებით;
პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში განხორციელდა მოსწავლეთა
საზაფხულო სკოლა/ბანაკები: ქართული და ინგლისური ენების სწავლება, შრომითი
უნარების განვითარება, ხელოვნების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერება;
საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეები და კერძო სკოლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
მყოფი ოჯახების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა კატეგორიების მოსწავლეები
უზრუნველყოფილნი იყვნენ სასკოლო სახელმძღვანელოებით;
მოსწავლეთა
ინტელექტუალური
გათვალისწინებული
საგნების
განვითარების,
სწავლებისა
და
ეროვნული
თანაბრად
სასწავლო
კონკურენტულ
გეგმით
გარემოში
ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობისა და საერთაშორისო დონეზე
მათი წარმოჩენის მიზნით, მიმდიანარეობდა სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო
ოლიმპიადების ორგანიზება;
სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი
მსჯავრდებულებისათვის ხელმისაწვდომი ზოგადი განათლება და შესაძლებლობა სასკოლო
გამოცდების ჩაბარების, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის;
უზრუნველყოფილ იქნა იმ მოსწავლეების ტრანსპორტირება სკოლებში, რომლებიც
ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ ფუნქციონირებს სკოლა და სკოლამდე
მისასვლელი მანძილი შორია;
განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეები უზრუნველყოფილ იქნენ საგანმანათლებლო და
საცხოვრებელი პირობებით;
საკლასო ჟურნალებით უზრუნველყოფილ იქნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მქონე პირებისათვის უზრუნველყოფილ იქნა ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა;
საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილია მოსწავლეთა/სტუდენტთა
ჯანმრთელობის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო და ფსიქოლოგიური პრობლემებისა
და ქცევითი დარღვევების მქონე პირების, მათი ოჯახის წევრებისა და მასწავლებლებისათვის
შესაბამისი მომსახურება;
უზრუნველყოფილია გალის რაიონის პედაგოგების გადამზადება და აბიტურიენტების
ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება.
2. უმაღლესი განათლება (32 04)
პროგრამის განმახორციელებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს აპარატი; სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; სსიპ
- განათლების საერთაშორისო ცენტრი; სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი.
ჩატარებულია ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის საგნის, 2017-2018
სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები და პროფესიულ სასწავლებლებში მისაღები გამოცდები;
სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სამაგისტრო გრანტების მფლობელი სტუდენტები
უზრუნველყოფილნი იყვნენ სწავლის დაფინანსებით, წარჩინებულმა სტუდენტებმა მიიღეს
სტიპენდია;
პროგრამის ,,ცოდნის კარის” ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტებით,
დოქტურანტურისა და სხვა სასწავლო პროგრამებით სწავლების საფასურით და/ან
სტიპენდიით/საყოფაცხოვრებო
ხარჯებისათვის
საჭირო
თანხით
უზრუნველყოფილია
პროგრამის ბენეფიციარები;
საგანმანათლებლო
პროგრამებზე
სწავლება
დაუფინანსდა
სხვადასხა
სოციალური
კატეგორიის მქონე სტუდენტებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს;
„ვისწავლოთ საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო
საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის ორგანიზებით ქალაქ ჟენევაში,
გამართულ საერთაშორისო გამოფენაში, ასევე ორგანიზაცია ICEF-ის (International Consultants
for Education and Fairs) მიერ ორგანიზებულ ბერლინის ვორკშოპში.
ქვეპროგრამის,,უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება და ინტერნაციონალიზაცია“
ფარგლებში შემუშავდა ტრენინგმოდული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის
ექსპერტებისთვის
და
აკრედიტაციის
განახლებული
სტანდარტების
სახელმძღვანელო;
„ევროსტუდენტი VI“-ის კვლევის ფარგლებში გამოიცა საერთაშორისო შედარებითი
ანგარიში, რომელშიც ჩართულია საქართველოს სტუდენტთა მონაცემები;
სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების საერთაშორისო საბაკალავრო, სამაგისტრო,
სადოქტორო
და
„მცირე
საგრანტო“
პროგრამის
ფარგლებში
სწავლა
დაუფინანსდა
საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს;
ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლების მიზნით, მომზადდა სახელმძღვანელოები ენის
ფლობის
დონეების
მიხედვით,
რომლებიც
განთავსდა
ვებგვერდზე
(geofl.ge)
და
ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის;
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების
მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ინფორმირებულნი
იყვნენ შეთავაზებული ფასდაკლების შესახებ ინფორმაციით.
3. პროფესიული განათლება (32 03)
პროგრამის განმახორციელებელი: პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯები/პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების განმნახორციელებელი დაწესებულებები; საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სსიპ - ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი; სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლა
მიმდინარეობდა პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და
ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება;
ხორციელდებოდა პროფესიული განათლების განვითარების 2013–2020 წლების სტრატეგიისა
და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები;
გაიზარდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია შევიდა ძალაში
და
დაიწყო
მოსამზადებელი
სამუშაოები
კანონით
გათვალისწინებული
ძირითადი
მიდგომების დანერგვის მიზნით;
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო სკოლების
ადმინისტრაციების თანამშრომელთა გადამზადების მიზნით ჩატარდა ტრენინგები.
4. ინკლუზიური განათლება (32 06)
პროგრამის განმახორციელებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო;
თბილისისა და რეგიონის საჯარო, ასევე კერძო სკოლები უზრუნველყოფილი იქნა
მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურებით და იდენტიფიცირდა 2 158 სსსმ მოსწავლე,
ხოლო პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მიზნით
მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასდა 315 პირი;
შემუშავდა უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობისა
და
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
სტუდენტთა
მხარდამჭერი
მომსახურების მოდელი;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიული ორიენტაციის
ხელშესაწყობად მომზადდა პროფესიების ანალიზის ჩარჩო, პროფესიის შესახებ ინფორმაციის
მოსაპოვებელი კითხვარი და 10 პროფესიის ანალიზი;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ზოგადი განათლების
საფეხურიდან პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა
2 საპილოტე საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება;
სსიპ - ქალაქ თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში სენსორული (სმენა) დარღვევების მქონე
მოსწავლეებისათვის, ხოლო სსიპ - ქალაქ თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში, სსიპ - მიხეილ
გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში, სსიპ - ქალაქ თბილისის 72ე საჯარო სკოლაში, სსიპ - ქალაქ რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში, სსიპ - თბილისის
კლასიკური გიმნაზიაში, სსიპ - ქალაქ თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში, სსიპ - ქალაქ
თბილისის 132-ე საჯარო სკოლასა და სსიპ - ქალაქ ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში
აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის, სსიპ - ქალაქ თბილისის 214-ე საჯარო
სკოლაში
საშუალო,
მძიმე
ინტელექტუალური
და
მრავლობითი
დარღვევის
მქონე
მოსწავლეებისათვის, სსიპ - ქალაქ თელავის მე-9 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ტიპის
დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის და სსიპ - ქალაქ თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში
აუტიზმის
სპექტრის
მქონე
მოსწავლეებისათვის
ფუნქციონირებდა
ინტეგრირებული
კლასები;
სსიპ - ქალაქ თბილისის 147-ე საჯარო სკოლის მიერ უზრუნველყოფილია იაშვილის
სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული
დაავადებების მქონე ბავშვებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება;
სოციალური ინკლუზიის ფარგლებში კომისიამ განიხილა საჯარო სკოლების მიერ
წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები და შშმ, ბოშა და მესხი მოსწავლეების ინტეგრაციის
მიზნით დაფინანსდა 16 საჯარო სკოლის პროექტი, რომელშიც ჩართული იყო 272
ბენეფიციარი, მათ შორის 63 ბოშა, 36 მესხი, 114 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე პირი, 25 სომეხი, 34 დევნილი მოსწავლე;
განათლების
სპეციალური
მიღების
სერვისის
მეორე
შესაძლებლობის
„ტრანზიტული
მიმართულებით
საგანმანათლებლო
განხორციელდა
პროგრამის“
მიწოდება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვების 6 დღის ცენტრების 140-მდე
ბენეფიციარებისთვის;
შემუშავდა ქართული ჟესტების ელექტრონული ბანკის მობილური აპლიკაცია;
მხედველობის დარღვევის მქონე სტუდენტთა პროფესიული განათლების მხარდასაჭერად
შექმნილია 29 სახელმძღვანელოს აუდიო ვერსია;
ქცევის პოზიტიური მხარდაჭერის მიზნით სკოლებისთვის შემუშავდა 5 გზამკვლევი
(ელექტრონული წიგნები და პოსტერები); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა მშობლებისთვის შემუშავდა 6 დამხმარე გზამკვლევი (ელექტრონული წიგნები);
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 600-მდე მოსწავლე, რომლებიც
სარგებლობენ რესურს-სკოლების მომსახურებით უზრუნველყოფილი არის ხარისხიანი
საკვებით, საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებითა და
აღმზრდელების მომსახურებით;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალისტებისთვის ჩატარდა
ვორკშოპი;
შემუშავდა ალტერნატიული სასწავლო პროგრამა ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში.
პროგრამის ,,ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისათვის ადამიანური რესურსების
განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა ტრეინინგები, რომრლიც გაიარა 2 000-ზე მეტმა
მასწავლებელმა და სპეცმასწავლებელმა:
ტრენინგის „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია
ზოგადსაგანმანათლებლო კლასში“ ფარგლებში გადამზადდა 1 085 მასწავლებელი და
სპეცმასწავლებელი; ,,გუნდური მუშაობის მნიშვნელობა სსსმ მოსწავლის სასწავლო პროცესის
დაგეგმვის და განხორციელების პროცესში“ გადამზადდა 187 მასწავლებელი; „რთული ქცევის
მართვა“ ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან
რთული ქცევის მქონე მოსწავლეებთან მომუშავე 237 მასწავლებელი; „სპეციალური
მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსის" ფარგლებში გადამზადდა 217
სპეციალური მასწავლებელი; „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა (მათ შორის მიუსაფარი
ბავშვების) საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და
თანამშრომლობის სტრატეგიები“ ტრენინგის პილოტირების ფარგლებში გადამზადდა 119
მასწავლებელი;
სკოლიდან
პროფესიულ
სასწავლებელში
მოსწავლის
ტრანზიცია
მიმართულები“ გადამზადდა 85 მასწავლებელი და 11 ტრენერი; „რეგიონული სასწავლო
ტურის“ ფარგლებში პრაქტიკული კურსი ჩაუტარდათ 59 სპეციალურ მასწავლებელს
საქართველოს ათი რეგიონიდან;
ჩტარდა
გამოცდა
რომელიც
ჩააბარა
მრავლობითი
დარღვევის
აბილიტაციის
მიმართულებით ადრეული ჩარევის 20-მა სპეციალისტმა და მობილობა-ორიენტაციის 12-მა
სპეციალისტმა.
სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა სპეციალური
საჭიროების მქონე 14 მოსწავლისთვის, მათი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის;
პრაქტიკული კურსი გაიარა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა მობილობა-ორიენტაციის
9 სპეციალისტი.
პროგრამით განხორციელებული საქმიანობა პასუხობს: 2015 წლის 25 სექტემბერის გაეროს
მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტის მე-4 მიზანს: ინკლუზიური და
თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა
ყველასათვის; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს N1740 განკარგულებით
დამტკიცებული „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა
და 2015-2020 წწ სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს; ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის
სამოქმედო გეგმას; საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნულ სამოქმედო გეგმას; ადამიანის
უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმას;
5. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა სახელმწიფო მხარდაჭერა და
რეინტეგრაციის ხელშეწყობა
აღნიშნული მიმართულებით აღსანიშნავია შემდეგი სახელმწიფო პროგრამები:
1. განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 34 02)
პროგრამის განმახორციელებლები არიან:
-
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,
-
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო;
-
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო.
უწყებებმა
აღნიშნული
პროგრამის
ფარგლებში
განახორციელეს
შემდეგი
შინაარის
ქვეპროგრამები:
ხორციელდებოდა
სახელმწიფოს
დაქვემდებარებაში
ყოფილი
კომპაქტურად
ოჯახების
გრძელვადიანი
განსახლების ობიექტების კერძო საკუთრებაში გადაცემა;
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა-დევნილთა
განსახლების უზრუნველსაყოფად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეძენილ იქნა
საცხოვრებელი სახლები, ასევე მენაშენეებისაგან და ჩინური კომპანია „ჰუალინგ
ჯგუფისგან“ ახლადაშენებულ კორპუსებში - საცხოვრებელი ბინები. განხორციელდა
ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების გამოსყიდვა. მიმდინარეობდა
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალი საცხოვრებელ
კორპუსებში ბინების გადაცემა;
იძულებით გადაადგილებულ პირებს გაეწიათ ფულადი დახმარება;
დევნილთა
გრძელვადიანი
რეაბილიტირებული
და
განსახლების
ახალაშენებული
მიზნით,
შენობების
განხორციელდა
ელექტროენერგიის,
გარე
საკანალიზაციო, ბუნებრივი აირის და წყლის სისტემების მიერთება და მოწყობა;
მიმდინარეობდა
სავალალო
მდგომარეობაში
მყოფი
დევნილთა
განსახლების
ობიექტების შესწავლა/რეაბილიტაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით - დევნილთა
საკუთრებაში არსებულ ობიექტებში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების
თანადაფინანსება;
ფულადი დახმარება გაეწია იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ჰქონდათ იპოთეკური
ვალდებულებები (ოჯახზე 20.0 ათასი ლარის ფარგლებში, ირიცხებოდა შესაბამის
ბანკში).
აღნიშნული პროგრამის დაფინანასებამ, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით შეადგინა
127 645 ათასი ლარი, დაზუსტებული გეგმა იყო 127 647.6 ათასი ლარი, ხოლო ფაქტორბივი
შესრულება - 127 130.7 ათასი ლარი. საინტერესოა ის გარმოება, რომ აღნიშნული პროგრამის
დაფინანსება დაზუსტებული გეგმით გაიზარდა 2 647 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიური
შესრულება ნახევარი მილიონით ჩამორჩება დამტკიცებულ და დაზუსტებულ თანხებს.
2. იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
და
მიგრანტთა
ხელშეწყობის
მიზნით
სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (პროგრამული კოდი 34
01)
პროგრამის განმახორციელებლები არიან:
-
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
-
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო;
-
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი;
-
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
-
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებსი გატარდა შემდეგი ღონისძიებები:
სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში
შეძენილი იქნა საცხოვრებელი სახლები. ასევე, სტიქიით დაზარალებული ოჯახები
უზრუნვეყოფილი იქნა საკომპენსაციო თანხით (თითოეულ ოჯახზე 50,0 ათასი ლარის
ოდენობით);
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის
ფარგლებში 5 არასამთავრობო ორგანიზაციაზე გაიცა გრანტები, დაფინანსდა 175
სოციალური პროექტი, ასევე, სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით
დაკმაყოფილდა 40 ბენეფიციარი, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი
იქნა 21 დაბრუნებული მიგრანტი და პროფესიული მომზადება/გადამზადების და
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩაერთო /დაფინანსდა 9 ბენეფიციარი;
„საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“ 2018 წლის
სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა 2018 წლის მაისში, თუმცა 2018 წლის ზაფხულში
განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების გამო, საერთაშორისო დაცვის
მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხი და არსებული ბიუჯეტი გადაეცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო დეკემბერში „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, საქართველოში
მყოფი
საერთაშორისო
დაცვის
მქონე
პირთა
ადგილობრივი
ინტეგრაციის
ხელშეწყობაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებად განისაზღვრა საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნული ცვლილებით ამავე სამინისტროს
დაევალა საქართველოში მყოფი საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი
ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მათი ამ პროგრამებში
ჩართვის ხელშეწყობა.
აღნიშნული პროგრამის დაფინანსებისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით
დამტკიცებული იყო 12 870 ათასი ლარი, დაზუსტებულმა გეგმა შეადგინა 12 987.1 სთასი
ლარი, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ - 12 887.9 ატასი ლარი.
3. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 34 03)
პროგრამის განმახორციელებლები არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
სააგენტომ პროგრამის ფარგლებში განახორციელა შემდეგი აქტივობები:
დევნილი მოსახლეობასი მათთვის განკუთვნილი, სახელმწიფო პროგრამებით
გათვალისწინებული, სიკეეთეების შესახებ ცნობიერების ამარლების მიზნით ჩატარდა
სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიები.
დევნილთა
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესების,
ახალი
განსახლების
ადგილებზე ინტეგრაციის ხელშეწყობისა და შემოსავლის შექმნის/გაუმჯობესების მიზნით 79
დევნილ ბენეფიციარზე გაიცა გრანტი/სუბსიდია.
2018 წლის სახელწმფიო ბიუჯეტის შესახებ კანონით, არნიშნული პროგრამისთვის
დამტკიცებული იყო 685 ათასი ლარი, დაზუსტებული გეგმით - 565.2 ათასი ლარი, ხოლო
ფაქტობრივმა შესრულების მაჩვენებლმა შეადგინა 583.5 ათასი ლარი.
6. ახალგაზრდობის ხელშეწყობა
ამ მიმარტულებით აღსანიშნავია სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდობის სფეროში
სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები (32 08), რომლის განმახორციელებლები არიან:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი;
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ისეთი პროგრამები, როგორიაა:
პროგრამა „მომავლის ბანაკი“, რომელიც განხორციელდა შემდეგ ლოკაციებზე:
ანაკლია, შაორი, მანავი, ქუთაისი, დაბა ბაკურიანი, კაჭრეთი და ბოლნისი; პროგრამამ
ჯამში უმასპინძლა 4 713 მოსწავლესა და ახალგაზრდას.
სპორტული მიმართულების სეზონური ბანაკების მომსახურებით, როგორებიცაა
„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“, „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“
„თავგადასავალი 2018“, „ნორჩ მაშველთა კლუბი“, „სამთო-სათხილამურო სპორტული
ბანაკი“, საერთო ჯამში ისარგებლა 2113 მოსწავლემ და ახალგაზრდამ
,,საერთაშორისო ევროპული ბანაკი“- ბანაკი 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
და მონაწილეობა მიიღო 100-მა ახალგაზრდამ ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყნებიდან;
პროგრამის ,,ახალგაზრდული ფესტივალი – 2018" ფარგლებში განხორციელდა 10-ზე
მეტი პროექტი და აქტივობა, როგორც დედაქალაქის მასშტაბით, ასევე საქართველოს
ყველა მუნიციპალიტეტში. პროექტში ჩართული იყო 4 553 ახალგაზრდა;
პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში საქართველოს 12 ქალაქში
ჩატარდა ტურნირი სპორტის ოთხ სახეობაში (მინიფეხბურთი, კალათბურთი, სპრინტი
(60 მეტრზე გარბენი) და ჭადრაკი). ფინალური ეტაპის 288 მონაწილეს საჩუქრებთან
ერთად გადაეცათ ანაკლიის ბანაკის საგზურები (მონაწილეობა მიიღო 1 775-მა
ბენეფიციარმა).
ანაკლიის
,,მომავლის
საქართველოს
ჩემპიონატი,
ბანაკში“
გაიმართა
ჩატარდა
ტურნირები
ფინალური
ეტაპი
სასჯელაღსრულების
3
დაწესებულებაში და გადაეცათ სპორტული ინვენტარი;
პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში განხორციელდა ხატვისა და წერის
ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების აღმოჩენა; ხელი შეეწყო ახალგაზრდების
შემოქმედების
პოპულარიზაციას.
ლიტერატურული
კონკურსის
ფინალური
ეტაპისთვის შეირჩა 24 მონაწილე და ნახატების კონკურსის ფინალური ეტაპისთვის 12
მონაწილე;
პროექტის
„ახალგაზრდა
ლიდერები
მდგრადი
განვითარების
მიზნებისთვის“
ფარგლებში 150 ახალგაზრდიდან შეირჩა 31 სტუდენტი, რომლებმაც გაიარეს ორ
თვიანი
ინტენსიური
ტრენინგ
კურსი
-
მდგრადი
განვითარების
მიზნების
მიმართულებით.
პროექტ „CYNC სივრცის“ (CYNC- Children and Youth National Center) თბილისის
ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო დაწესებულების 1 200 მოსწავლეს ცენტრის ბაზაზე
ჩაუტარდათ სხვადასხვა აქტივობები და ტრენინგები შემდეგ თემაზე: ,,სამოქალაქო
განათლების მნიშვნელობა“, ,,აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა“, ,,ჯანსაღი
ცხოვრების წესი“ და ,,მეგობრობა ბულინგის ნაცვლად“;
პროგრამის დაფინანსებისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესხებ კანონით
გატვალისწინებული იყო 4 200 ათასი ლარი, დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 4 723.2 ატასი
ლარი, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ - 5 443.5 ატასი ლარი.
7. სიტყვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა
დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 53 056.4 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ
- 53 124.6 ათასი ლარი, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 551.8 ათასი ლარით მეტია.
წარმოდგენილ ანგარიშში არ არის მოცემული სხვა სახის ინფორმაცია საზოგადოებრივი
მაუწყებლის საქმიანობის შესახებ.
8. რელიგიური-ეთნიკურ უმცირესობების უფლებები
სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფინანსებამ 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ კანონით შეადგინა 500 ატასი ლარი. ეს ცივრი არ შეცვლილა ბიუჯეტის
გეგმების დაზუსტების დროს და ფატობრივმა შესრულებამ შეადგინა 492,6 ათასი ლარი.
9. ადამიანთა რესოციალიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაცია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი (პროგრამული კოდი 22 00)
სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საანგარიშო პერიოდსი, მართავდა შეხვედრებს და
მჭიდროდ თანამშრომლობდა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან,
ასევე,
იმართებოდა
ორმხრივი
შეხვედრები
ადგილობრივ
არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს, ევროსაბჭოს და
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან;
ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 4 რაუნდი. აქტიური მონაწილეობა იქნა
მიღებული ჟენევის დისკუსიების მეორე სამუშაო ჯგუფში, რომელშიც განიხილება ისეთი
ჰუმანიტარული საკითხები, როგორიც არის გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ
ხელოვნური ბარიკადების აღმართვის შედეგად მოსახლეობისათვის წარმოქმნილი მძიმე
ჰუმანიტარული და სოციალური გამოწვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა,
სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით გალის მოსახლეობის
უფლებების უხეში დარღვევების ფაქტები, იძულებით გადადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა
საკუთარ
საცხოვრებელ
სახლებში
უსაფრთხო,
ღირსეული
და
ნებაყოფლობითი დაბრუნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა. ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების
შეზღუდვა ახალგორსა და გალის რაიონში;
სახელმწიფო მინისტრის აპარატი მონაწილეობას იღებდა ერგნეთსა და გალში გამართულ
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრებში
(ერგნეთში ჩატარდა - 7, ხოლო გალში - 5 შეხვედრა). აღნიშნულ ფორმატში განიხილება
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ადამიანის უფლებების
დარღვევების, მათ შორის უკანონო დაკავებებისა და პატიმრობის ფაქტები, ყაჩაღობის,
ძალადობის,
თანხის
გამოძალვის
მიზნით
გატაცების,
მკვლელობისა
და
ქონების
მისაკუთრების შემთხვევების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების
აღმართვის, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის სისხლის
სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის და არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის,
პატიმართა გათავისუფლების, კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების მექანიზმის მუშაობის ფარგლებში,
სახელმწიფო
მინისტრის
აპარატი
აქტიურად
თანამშრომლობდა
საქართველოს
უსაფრთხოების სამსახურთან;
მიმდინარეობდა უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების სამმხრივი ფორმატის მუშაობა
(თბილისი, მოსკოვი, ცხინვალი. ფორმატში შუამავლის როლს ასრულებს წითელი ჯვარი);
•
აპარატი
აქტიურად
იყო
ჩართული
რუსეთის
ე.წ.
სასაზღვრო
ძალების
მიერ
მავთულხლართების გავლებისა და ღობეების აღმართვის შედეგად დაზარალებული
მოსახლეობის დახმარებისა და საერთაშორისო რეაგირების მობილიზებაში;
მიღებულ იქნა მონაწილეობა „კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სოციალურ
ეკონომიკური განვითარების“ სტრატეგიის მომზადებაში;
მიმდინარეობდა
შეხვედრები
კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებული
სოფლების
მოსახლეობასთან;
აპარატის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის და ცალკეულ კომიტეტების
მიერ ორგანიზებულ დისკუსიებსა და შეხვედრებში;
წლის განმავლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები
მოქალაქეებისგან - 1 417 განცხადება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან სამედიცინო
დახმარების შუამდგომლობის თაობაზე. აფხაზეთის რეგიონს მიეწოდა იმუნიზაციის
ვაქცინები, დიაბეტის და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები;
აპარატის თანამშრომლები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და მონაწილეობდნენ ქალთა
უფლებების დამცველ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შეხვედრებში;
მიმდინარეობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის პროექტების
განსახორციელებლად
მოდალობების
ფარგლებში
სხვადასხვა
საერთაშორისო
და
ადგილობრივი ორგანიზაციების პროექტებზე თანხმობის ბრძანებების გაცემა, ასევე
ევროსაბჭოს ნდობის აღდგენის პროექტების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე
ქართულ-აფხაზური შეხვედრა;
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მომზადდა სამშვიდობო ინიციატივა
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ეხმიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს და გზას უხსნის კონფლიქტით
დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის კონსტრუქციულ დიალოგს, თანამშრომლობას და
ნდობის აღდგენას;
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან
თანამსრომლობით
გაიმართა
ეთნიკური
უმცირესობების
წარმომადგენელი
ქალების/გოგონებისათვის და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის
(16 ქალი) სასწავლო ტრენინგ კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი,
სასწავლო კურსის მიზანი იყო მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და
ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება;
მომზადდა
და
სახელმწიფო
უწყებათაშორის
კომისიას
წარედგინა
სამოქალაქო
თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის
შესრულების ანგარიში და 2018 წლის სამოქმედო გეგმა;
გაგრძელდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2018
წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების
განხორციელება;
არაქართულენოვანი სკოლებისათვის სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის
ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი „ჩემი პირველი ქართული როლი“;
გარდაბნის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის - კუმურდოს, დილისკას, კულიგამის,
ტურცხის, კარწახის, სულდეს, ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს,
იორმუღანლოსა და დუზაგრამის არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა
საინფორმაციო შეხვედრები განათლების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ;
ქისტი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის ხსოვნისადმი
მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „მათე
ალბუთაშვილის ბიოგრაფიული შტრიხები და შემოქმედება: პანკისის ხეობა დროისა და
სივრცის ჭრილში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და ქისტმა საზოგადო
მოღვაწეებმა, მოსწავლეებმა როგორც თბილისიდან ასევე პანკისის ხეობიდან;
პანკისის ხეობის სხვადასხვა სოფლის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან
გაიმართა შეხვედრა, სადაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის
საქმიანობისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
პროცესის
ხელშეწყობის
მიზნით
განხორციელებული პროექტების შესახებ;
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა
პანკისის ხეობის მკვიდრ ქართული და ჩეჩნური ენის პედაგოგებთან. შეხვედრის
მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები;
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა ქისტი მწერლისა და პოეტის, მაია
მარგოშვილის წიგნის პრეზენტაცია. ასევე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში გაიმართა
ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გიგი ხორნაულის შემოქმედებისადმი
მიძღვნილი საღამო;
სახელმწიფო
მინისტრის
აპარატის
ორგანიზებით
ქ.
ფოთში
ჩატარდა
ვაინახური
კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პანკისის ხეობის
უხუცესთა საბჭოს წევრებმა და ახალგაზრდებმა;
საქართველოში მცხოვრები თანამედროვე, ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენა
გაიმართა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში;
გაიმართა
პროექტის
„ახალგაზრდები
გენდერული
თანასწორობისათვის“
შედეგების
პრეზენტაცია;
ევროკავშირის შესახებ გავრცელებული 10 მითის შესახებ საინფორმაციო მასალა ითარგმნა
აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით,
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ უმასპინძლა პროექტის
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“-ს მონაწილეებსა და პანკისელ მოსწავლეებს. ჩატარდა
პროექტში მონაწილე ტრენერების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ტრენერებმა,
სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო
ქართლის რეგიონების 50 სოფელში ჩაატარეს 70-მდე ტრენინგი. საქართველოსა და
ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიიღო 1700-მდე მონაწილემ;
სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსებამ ,2018 წლის ბიუჯეტის კანონით შეადგინა 1
600 ათასი ლარი, დაზუსტებულმა გეგმამ - 1 844 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურად
ათვისებულმა - 1 655.7 ათასი ლარი.
10. სასჯელაღსრულება და პრობაცია
საერთაშორისო
სტანდარტების
შესაბამისი
პენიტენციური
სისტემის
ჩამოყალიბება
(პროგრამული კოდი 27 01)
პროგრამის განმახორციელებლები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახური და
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
აღნიშნული პროგრამები თავის მხრივ ჩაშლილია სხვადასხვა ქვეპროგრამებად:
პენიტენციური
სისტემის
პოლიტიკის
შემუშავება,
მართვა
და
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება (პროგრამული
კოდი 27 01 01)
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით
უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 27 01 02)
პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 27
01 03)
ამ პროგრამის დაფინანსების მიზნით 2018 წლის საქართველოს ბიუჯეტის კანონით
დამტკიცებული და დაზუსტებული გეგმა იყო 143 600 ათასი ლარი, საიდანაც ფაქტობრივმა
ხარჯვამ შეადგინა 143 433.7 ათასი ლარი.
11. დანაშაულის პრევენცია და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია
პროგრამის განმახორციელებელია სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროექტის ფარგლებში სულ
ჩართული იყო 500 ბენეფიციარი, მათ შორის - 46 ქალი. დასაქმდა 7 ბენეფიციარი,
სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგად 37 ბენეფიციარი დასაქმდა დამოუკიდებლად,
პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით 26 ბენეფიციარმა წამოიწყო
მცირე ბიზნესი;
ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღო 80
ბენეფიციარმა;
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის გაცნობის მიზნით
პროგრამის სოციალური მუშაკები პენიტენციურ დაწესებულებებში შეხვდნენ 1 031 პატიმარს;
ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურება მიიღო 36 ბენეფიციარმა, მათ შორის, პროექტის
ფსიქოლოგის
მომსახურება
−
21
ბენეფიციარმა,
სხვა
პარტნიორი
ორგანიზაციების
ფსიქოლოგიური მომსახურება − 9 ბენეფიციარმა, სხვა პარტნიორ ორგანიზაციაში ფსიქიატრის
მომსახურებით ისარგებლა 6 ბენეფიციარმა;
იურიდიული მომსახურება მიიღო 78 ბენეფიციარმა, მათ შორის, პროექტის იურისტის
იურიდიული კონსულტაცია მიიღო 66 ბენეფიციარმა, სხვა მხარდამჭერი და კონტრაქტორი
ორგანიზაციების იურიდიული მომსახურეობა მიიღო 12 ბენეფიციარმა;
დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში
სულ ჩაერთო 5 038 უნიკალური მონაწილე:
განრიდებისა და მედიაციის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განრიდებულ იქნა 897
პირი, რომელთაგან 366-ის მიმართ გამოყენებულ იქნა მედიაციის კომპონენტი და შედგა
მედიაციის 290 კონფერენცია. განრიდების პროცესი დაიწყო 100 პირის მიმართ;
ხორციელდებოდა
ყოფილ
პატიმართა
რეაბილიტაციისა
და
რესოციალიზაციის
სამმართველოს ბენეფიციარებისთვის ინგლისური ენის კურსების პროგრამა. კურსებს 17
ბენეფიციარი დაესწრო. მათგან 14 შეძლო ინგლისური ენის კურსების წარმატებით
დასრულება;
აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით, დამტკიცებული იყო 1 285 ათასი ლარი, დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 1 457.3
ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 1 440.2 ათასი ლარი.
12. საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციონირების გაძლიერების ღონისძიებები
(პროგრამული კოდი 41 01)
პროგრამის განმახორციელებელი: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
მიმდინარეობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფლების შეზღუდვის
ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გეგმიური და არაგეგმიური
მონიტორინგის განხორციელება;
შემუშავებულ იქნა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის
ან სასჯელის პრევენციის მიზნით რეკომენდაციები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის
დეპარტამენტის, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის,
სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების
დაცვის დეპარტამენტის, ბავშვის უფლებების დეპარტამენტისა და სახალხო დამცველის
აპარატში არსებული პროექტების უფლებამოსილების ფარგლებში ჩატარდა შესაბამისი
მონიტორინგი;
განხორციელდა თავისუფლების შეზღუდვის ადგილებსა და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ განცხადებების
განხილვა და მათზე რეაგირება;
სამიზნე აუდიტორიისათვის განხორციელდა საგანმანათლებლო ღონისძიებები და
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების გამოცემა, თარგმნა და სხვადასხვა დონეზე
წარდგენა;
მიმდინარეობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოქალაქეთა
უფლებათა დარღვევის შესახებ შემოსული განცხადების/საჩივრების მიღება, რეგისტრაცია,
სტრუქტურულ ერთეულებზე გადანაწილება, შემდგომი განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა, აგრეთვე, კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და სხვა
გაერთიანებათა განცხადებები და საჩივრები;
შესრულდა ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ფუნქციები;
მიმდინარეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაეროს
2006 წლის კონვენციის იმპლემენტაციაზე მონიტორინგი;
მიწოდებულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის საქართველოში ადამიანის
უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
სახალხო დამცველის აპარატისთვის, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით,
დამტკიცებული იყო 5 500 ათასი ლარი, დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 6 014.8 ატასი ლარი,
ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 7 375.6 ათასი ლარი.
13.
სასამართლო სისტემა
სასამართლო სისტემა (პროგრამული კოდები 07 00–10 00)
პროგრამის განმახორციელებლები არიან:
-
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
-
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლეს
საბჭოსთან
არსებული
სსიპ
-
საერთო
სასამართლოების დეპარტამენტი;
-
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
-
საქართველოს უზენაესი სასამართლო.
მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების
გამჭირვალობის და საჯაროობის პროცესის გასაუმჯობესებლად;
ჩატარდა მოსამართლეთა შესარჩევი ერთი კონკურსი, რომლის შედეგადაც საანგარიშო
პერიოდში დაინიშნა 34 მოსამართლე; საბჭოს მიერ შეფასდა 62 მოსამართლე, აქედან 27
მოსამართლე შეფასების პროცედურის დასრულების საფუძველზე გამწესდა უვადოდ.
ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე
უვადოდ დაინიშნა 44 მოსამართლე; საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამა
სრულად ამოქმედდა ყველა საერთო სასამართლოში; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ახლებურად ჩამოყალიბდა საკვალიფიკაციო საგამოცდო
კომისიის
შექმნისა
და
უფლებამოსილების
წესი,
განახლდა
მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა, დაინიშნა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც
ჩატარდა ივლისში. 233 გამოსაცდელიდან გამოცდა წარმატებით 52-მა გამოსაცდელმა ჩააბარა,
აქედან: 1-მა საერთო სპეციალიზაციით, 16-მა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის
სპეციალიზაციით და 35-მა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2018 წლის სექტემბერში
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ
კონკურსი. სულ დარეგისტრირდა 122 კანდიდატი, რომელთაგანაც 121 გადავიდა კონკურსის
მეორე ეტაპზე.
2018 წლიდან ამოქმედდა ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) დღიური,
სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ახალი წესი. 68 ნაფიცი მსაჯული და
455 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები უზრუნველყოფილ იქნენ კანონმდებლობით
დადგენილი ყველა იმ ხარჯის ანაზღაურებით, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ
მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან; დასრულდა თბილისის სააპელაციოს (მათ
შორის
მოეწყო
ინკლუზიური
საპირფარეშო),
ქუთაისის
სააპელაციოს
(შესაბამისი
სტანდარტით მოეწყო არასრულწლოვანთა დაკითხვის ოთახი), თბილისის (მათ შორის
ჩატარდა სასამართლოს მთავარი დარბაზის აკუსტიკური სამუშაოები), რუსთავისა და
ქუთაისის საქალაქოს, საჩხერის, სამტრედიის, თელავის, გურჯაანის, მცხეთის, გორისა და
სენაკის რაიონული, აბაშის (მათ შორის მოეწყო შ.შ.მ. პირთა გადასაადგილებელი პანდუსი),
ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხონის, ტყიბულის, თიანეთის, გარდაბნის, ქარელის, ნინოწმინდისა
და ქედის მაგისტრატი სასამართლოს შენობების სარემონტო და სარეკონსტრუქციო
სამუშაოები;
დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიისთვის განკუთვნილი ოთხსართულიანი ფლიგელის სამშენებლო-სარეაბილიტაციო
სამუშაოები.
შენობის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
მოეწყო
ასფალტ-ბეტონის
საფარი,
დამონტაჟდა გაზონის სარწყავი სისტემა, ეზოს პერიმეტრზე არსებული ღობეს ჩაუტარდა
სარეაბილიტაციო სამუშაოები; ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს საკონფერენციო
დარბაზში დამონტაჟდა აუდიო-ვიდეო აპარატურა;
აუდიო გახმოვანების აპარატურა დამონტაჟდა თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და
სიღნაღისა და თელავის რაიონულ სასამართლოებში. აუდიო გახმოვანების აპარატურა
დამონტაჟდა თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სიღნაღისა და თელავის რაიონულ
სასამართლოებში;
საერთო
სასამართლოების
ინფორმაციულ-ტექნოლოგიური
(IT)
ინფრასრტუქტურის
გაძლიერებისა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით შეძენილ იქნა 2 ერთეული ბლეიდ ტიპის
სერვერი, ქსელის მარშრუტიზატორები, ქსელური მოდულები და ანტივირუსის პროგრამული
პაკეტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება, 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონით, შეადგინა 4 150 ათასი ლარი, ბიუჯეტის დაზუსტებისას ეს ციფრი არ
შეცვლილა და ბუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 3 849.5 ათასი ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაფინანსება, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით, განსაზღვრული იყო 8 400 ათასი ლარით, ბიუჯეტის დაზუსტებისას ეს ციფრი არ
შეცვლილა და ბუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 8 307. 8 ათასი ლარი.
საერთო სასამართლოების დაფინანსებამ, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით,
შეადგინა 71 150 ათასი ლარი, დაზუსტებული გეგმა გახლდათ 68 050 ათასი ლარი, ხოლო
ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 66 845.5 ათასი ლარი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაფინანსება, 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონით, განსაზღვრული იყო 3 750 ათასი ლარით, დაზუსტების შემდგომ - 3 850
ათასი ლარი, ხოლო ფაქტიური შესრულება გახლავთ 3 456,5 ათასი ლარი.
14.
პროკურატურა
გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (პროგრამული კოდი 26 02)
პროგრამის განმახორციელებელი არის საქართველოს პროკურატურა. პროგრამის ფარგლებში,
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ძირითადი ღონისძიებები:
სასჯელს განრიდებულ იქნა 2 390 პირი, მათ შორის: 497 არასრულწლოვანი (14-დან 18
წლამდე ასაკის პირი), 18-დან 21 წლამდე ასაკის − 400 პირი და 21 წლიდან ზემოთ ასაკის
− 1 493 სრულწლოვანი პირი.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მიერ მომსახურება გაეწია 9 292
პირს;
შემუშავდა და ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რის საფუძველზეც მოწმისა
და დაზარალებულის კოორდინატორი გახდა პროცესის მონაწილე; საკანონმდებლო
ცვლილების
გათვალისწინებით,
დაზარალებულის
შემუშავდა
კოორდინატორის
შესახებ
ახალი
და
სახელმძღვანელო
სამსახურებრივი
მოწმისა
და
გამოყენებისთვის
დაეგზავნა პროკურატურის ყველა თანამშრომელს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს
პრაქტიკულ რეკომენდაციებს კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის, მისი
ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების, პროკურორისა და კოორდინატორის ერთობლივი
მუშაობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
პროკურორებისათვის შემუშავდა რეკომენდაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა
და განრიდების საკითხებზე, დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
პროცედურებში საქართველოს პროკურატურის სამოქმედო ინსტრუქცია;
განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორების სპეციალიზაციის წესი
ოჯახური დანაშაულის საქმეებზე; საქართველოს პროკურატურაში ოჯახური დანაშაულის
საქმეებზე
სპეციალიზაცია
83
პროკურორმა
და
სისტემის
გამომძიებელმა
გაიარა.
არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებული მუშაობისა და ეფექტიანი თანამშრომლობის
უზრუნველსაყოფად შეიქმნა მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ოჯახში
ძალადობის,
დისკრიმინაციის,
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების,
არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით
იმუშავებს;
დაიწერა 2017 წლის გამამართლებელი განაჩენების ანალიზი; შესწავლილ იქნა 2012 და 2017
წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ
მიმართული
მძიმე
და
განსაკუთრებით
მძიმე
კატეგორიის
დანაშაული
შემდეგი
კვალიფიკაციით: სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე, 108-ე, 19,109-ე, 109-ე, 117-ე
მუხლები და დაიწერა შედარებითი ანალიზი; განხორციელდა პროკურორთა დატვირთვის
ანალიზი;
სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა ვიდეორგოლების კონკურსი − „ჩვენ უარს ვამბობთ
იარაღსა და ბულინგზე“. რაიონის მასშტაბით გამარჯვებული ვიდეორგოლები უკვე
გამოავლინა 14 რაიონულმა პროკურატურამ;
ადგილობრივი
და
საერთაშორისო
მხარდაჭერით,
ჩატარდა
თანამშრომლების
პროფესიული
პარტნიორებისა
სხვადასხვა
და
თემატური
კვალიფიკაციის
დონორი
ორგანიზაციების
სწავლებები
პროკურატურის
ამაღლების
მიზნით
და
არსებული
საჭიროების გათვალისწინებით.
საქართველოს პროკურატურისთვის საანგარიშო პერიოდში დამტკიცებული გახლდათ
ბიუჯეტი 36 000 ათასი ლარი, დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 36 925.8 ათასი ლარი, ხოლო
ფაქტიურმა შესრულებამ - 36 581.2 ათასი ლარი.
15.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი (პროგრამული კოდი 51 00)
პროგრამის განმახორციელებელი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
ინსპექტორის აპარატის მიერ კონსულტაცია გაწეულ იქნა საჯარო და კერძო პირების
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე (გაიცა 6 101 კონსულტაცია);
განხილულ იქნა და რეაგირება განხორციელდა 382 მოქალაქის განცხადებაზე;
ჩატარდა 148 ორგანიზაციის შემოწმება (ინსპექტირება), განცხადებების განხილვისა და
ინსპექტირებების განხორციელების შედეგად გამოვლინდა 266 სამართალდარღვევის ფაქტი,
დაჯარიმდა
72
ორგანიზაცია,
61ორგანიზაციას
მიეცა
გაფრთხილება;
67
სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა დაკისრება ვერ მოხდა ხანდაზმულობის ვადის
გასვლის გამო, 7 შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო ან შემდგომი
რეაგირებისათვის საქმე გადაეცა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს. დამატებით, საჯარო
და კერძო ორგანიზაციებს, სხვა მონაცემთა დამმუშვებლებს და უფლებამოსილ პირებს მიეცათ
316 დავალება და რეკომენდაცია;
ჩატარდა საქართველოს სახელით დასადები 28 საერთაშორისო შეთანხმებების ექსპერტიზა
და მომზადდა შესაბამისი დასკვნები/ რეკომენდაციები. ასევე, განხილულ იქნა სხვა
სახელმწიფოში მონაცემთა გადაცემის შესახებ 8 განცხადება;
აპარატმა
40
საკანონმდებლო
მოსაზრებები/რეკომენდაციები
და
პაკეტთან
შეისწავლა
დაკავშირებით
სხვადასხვა
წარადგინა
სამართლებრივი
სფეროს
მარეგულიერებელი 100-ზე მეტი ნორმატიული აქტის პროექტი;
პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე აპარატის მიერ ჩატარდა 38 ტრენინგი და
საინფორმაციო შეხვედრა 1 200 საჯარო მოსამსახურის, კერძო სექტორის წარმომადგენლის,
ჟურნალისტის, სტუდენტის და სხვა დაინტერესებული პირის მონაწილეობით;
განახლდა რეკომენდაციის ტექსტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ასევე შემუშავდა ჯანდაცვის სფეროში პერსონალურ
მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციები.
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის
დაფინანსებისთვის
დამტკიცებული
გახლდათ 2 მლნ ლარი, რაც არ შეცვლილა ბიუჯეტის დაზუსტების დროს. ფაქტიურმა
შესრულებამ კი შეადგინა 1 880.4 ათასი ლარი.
16.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური (პროგრამული კოდი 36 00)
პროგრამის განმახორციელებელი: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმოებაში მიიღო 16 086 საქმე. აქედან 12 413 საქმე
განეკუთვნებოდა სისხლის სამართლის დარგს, 2 829 საქმე - სამოქალაქო სამართლის დარგს,
844 საქმე - ადმინისტრაციულ სამართალს. გაწეულ იქნა 31 110 კონსულტაცია, შედგენილ იქნა
1 950 იურიდიული დოკუმენტი.
შრომით და ქონებრივ დავებთან დაკავშირებით ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს
კანონებში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და „იურიდიული დახმარების შესახებ“.
შესაბამისად, ამ დღიდან უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია ძალადობის
მსხვერპლი ნებისმიერი ბენეფიციარი, გადახდისუნარიანობის მიუხედავად. იურიდიული
დახმარება ხელმისაწვდომი გახდა უძრავ ნივთებთან და შრომით ურთიერთობებთან
დაკავშირებულ დავებზე, რაც ათასობით მოქალაქეს მატერიალური პირობების დაცვის
შესაძლებლობას აძლევს.
შეიცვალა იურიდიული დახმარების საბჭოს ფორმირების წესებიც, საბჭო ყოველწლიურად
განახლდება 2 წევრით.
თბილისში
გაიხსნა
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
განახლებული
ადმინისტრაციული ოფისი და შედგა ახალი ვებ-გვერდის (www.legalaid.ge) პრეზენტაცია. აქვე
ინტეგრირებულია ვებგვერდის ვერსია ნაკლებადმხედველი და მხედველობის არმქონე
პირებისათვის, რაც გაუმჯობესებულ მომსახურებას უზრუნველყოფს, როგორც იურიდიული
დახმარების მიმღებ პირთათვის, ასევე იურისტებისათვის.
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურში ამოქმედდა სატელეფონო კონსულტაციების
ქოლცენტრი, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ კვალიფიციური იურისტების
კონსულტაციის მიღება.
ევროკავშირის დაფინანსებით, „150 000–ე ბენეფიციარის“ კამპანიის ფარგლებში, თბილისის
მეტროპოლიტენის ხუთ სადგურში განთავსდა იურიდიული დახმარების სამსახურის
სარეკლამო ბანერები.
თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ლაგოდეხში ევროკავშირის წამომადგენლობისა და
გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით აღინიშნა „ევროპის დღეები“, სადაც
იურიდიული დახმარების სამსახური სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი.
საზოგადოებრივი ადვოკატები წლის განმავლობაში ორ კვირაში ერთხელ გეგუთის,
მარტყოფის, ტყვიავის, ჩაქვის, კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში მართავდნენ პირად
შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან.
თბილისში ჩატარდა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული
დახმარების ხელმისაწვდომობის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია“, რომელიც საქართველოს
პარლამენტისა და იურიდიული დახმარების სამსხურის მიერ იყო ორგანიზებული.
კონფერენციაში მსოფლიოს 67 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის წლის განმავლობაში ჩატარდა
62 ტრენინგი, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიცაა: „ეფექტური კომუნიკაცია და
კონფლიქტის მოგვარება“; „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის
საკითხები“; „სამშენებლო სამართალი“ და ასე შემდეგ. ჩატარდა ტრენინგები იურიდიული
დახმარების სამსახურის სტრატეგიის - „მუდმივი პროფესიული გადამზადების და
განვითარების“ ფარგლებში. გარდა ამისა, სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ სხვადასხვა
სემინარს, რომელიც ორგანიზებული იყო სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი
კომისიის მიერ.
ადვოკატებმა გაიარეს ტესტირება, რომლის შედეგადაც წარმატებულ 39 კანდიდატს მიენიჭა
სპეციალიზაცია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე.
პროექტ „იურიდიული კლინიკის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები სტუდენტებისათვის
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ჩატარდა რამდენიმე იმიტირებული სასამართლო პროცესი.
წლის განმავლობაში ჩატარდა 116 საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა მოსახლეობასთან
მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის, მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის
სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებული კამპანია; გენდერული თანასწორობის, ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი
კომისიის მიერ შემუშავებული 2018-2020 წლების საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში
გამართული
შეხვედრები;
საკონსულტაციოსაინფორმაციო
კონფლიქტით
დაზარალებული
ქალებისთვის
და
შეხვედრები
გოგონებისთვის
დევნილი,
სამართლებრივი
ცნობიერების ამაღლების, კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის და გენდერული
ნიშნით ჩადენილი ძალადობის შესახებ; „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის
წინააღმდეგ“ მიმდინარე გლობალური კამპანიის ღონისძიებები; იურიდიული დახმარების
სამსახურის სერვისების გაცნობა და ა.შ.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დამტკიცებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 6 380 ათასი
ლარი, რაც არ შეცვლილს ბიუჯეტის გეგმის დაზუსტების დროს. ფაქტიური შესრულება კი
გახლდათ 5 347.7 ათასი ლარი.
17. საქართველოს შრომის ბაზრის განვითარება
შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა (პროგრამული კოდი 35 05)
პროგრამის
განმახორციელებელი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
დასაქმების
ხელშეწყობის
(www.worknet.gov.ge)
მომსახურებათა
ვებპორტალზე
განვითარების
რეგისტრაცია
გაიარა
პროგრამის
80.5
ათასამდე
ფარგლებში
სამუშაოს
მაძიებელმა. 782 დამსაქმებელმა დაარეგისტრირა 8 932 თავისუფალი სამუშაო ადგილი;
შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობის მიზნით, სსიპ - სოციალური მომსახურების
სააგენტოს
ყველა
რაიონულ
განყოფილებაში
სამუშაოს
მაძიებლებს
ჩაუტარდათ
ინდივიდუალური და ჯგუფური ზოგადი კონსულტირებები:
-
ჯგუფურ კონსულტირებაში მონაწილეობა მიიღო 1 744-მა სამუშაოს მაძიებელმა, მათ
შორის: ქალი - 1 168, ახალგაზრდა - 670, სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა
ერთიან
ბაზაში
რეგისტრირებული
პირი
-
1
205,
იძულებით
გადაადგილებული პირი - 161, შშმ პირი- 61;
-
ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 16.3 ათასამდე სამუშაოს მაძიებელმა, მათ
შორის: ქალი - 9 266, ახალგაზრდა - 4 113, სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა
ერთიან
ბაზაში
რეგისტრირებული
პირი
-
8
664,
იძულებით
გადაადგილებული პირი - 1 995, შშმ პირი- 474;
საშუამავლო მომსახურების ფარგლებში დასაქმდა 483 მაძიებელი;
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის
დაგეგმვის სპეციალისტების მიერ კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული კონსულტირების
მომსახურებები ჩატარდა თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში.
ინდივიდუალური პროფესიული კონსულტირება ჯამში გაეწია 530 ბენეფიციარს მათ შორის:
ქალი - 365, ახალგაზრდა - 295, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრირებული პირი - 259, იძულებით გადაადგილებული პირი - 53; ჯგუფური
პროფესიული კონსულტირება გაეწია 333 ბენეფიციარს. მათ შორის: ქალი - 207, სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი - 65, იძულებით
გადაადგილებული პირი - 69;
დამსაქმებელთან შეხვედრის შედეგად მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა მოიძიეს
341 ვაკანსია შშმ პირთათვის. მხარდაჭერითი მომსახურება გაეწია 274 შშმ პირს (თბილისი 93, რეგიონი - 181). აღნიშნული აქტივობის ფარგლებში დასაქმდა 35 შშმ პირი (თბილისი - 3,
რეგიონი - 32);
დასაქმების კონსულტანტების მხარდაჭერით, სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 15
დამსაქმებელი და 26 ბენეფიციარი, მათ შორის 23 შშმ პირი. 2017 წლის პროგრამის ფარგლებში
სუბსიდირების კომპონენტში ჩართული ბენეფიციარებიდან, 2018 წელს დასაქმდა 15 შშმ პირი
(თბილისი - 6, რეგიონი - 9);
ჩატარდა
12
დასაქმების
ფორუმი,
ფორუმებში
მონაწილეობა
მიიღო
სულ
234-მა
დამსაქმებელმა და 2 317-მა სამუშაოს მაძიებელმა;
სამუშაოს
მაძიებელთა პროფესიული
მომზადება-გადამზადებისა
და
კვალიფიკაციის
ამაღლების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა ქალაქ თბილისში და 16 მუნიციპალურ
ერთეულში ორ ეტაპად. დარეგისტრირდა სულ 2908 სამუშაოს მაძიებელი. პროგრამის
ფარგლებში სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა 2 574-მა სამუშაოს მაძიებელმა. მათ
შორის, რეგიონებში - 1381-მა.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად 2018 წელს დასაქმებულია 1 888 სამუშაოს
მაძიებელი, მათ შორის 99 შშმ პირი.
შრომის პირობების ინსპექტირების პროგრამის ფარგლებში შრომის უსაფრთხოებისა და
შრომის პირობების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით ქვეყნის
მასშტაბით შემოწმდა 224 კომპანია/ობიექტი, გამოვლენილ დარღვევებზე კი გაიცა 1757
რეკომენდაცია;
იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების
მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის წესის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით
შემოწმდა 154 კომპანია გეგმიურად, ხოლო 2 კომპანია არაგეგმიურად;
შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმის პროგრამისთვის, 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტით, დამტკიცებული იყო 3 700 ათასი ლარი, დაზსუტებული გეგმა შეადგენდა 3 512.2
ათას ლარს, საიდანაც ფაქტიურად ატვისებულ იქნა 3 287.1 ათასი ლარი.
18. სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერება
2018 წლის ბიუჯეტის კანონით შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ არ იყო დაგეგმილი სოციალური მუშაკის გაძლიერებისკენ მიმართული
ღონისძიებები და არც სოციალურ მუშაკთა რიცხობრივი ზრდა.
კომიტეტმა ასევე გააანალიზა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება ზემოთ
აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით.
განხილვის შედეგად კომიტეტს შენიშვნები არ გამოუთქვამს და ცნობად მიიღო
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“
საქართველოს მთავრობის ანგარიშზე“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-11391/19
17-06-2019
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ (072/352; 24.05.2019)
2019 წლის 10 ივნისს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, განიხილა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიში.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი მთლიანობაში დადებითად აფასებს საქართველოს 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ
მუშაობას, რამდენადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია როგორც
ეკონომიკური ზრდის ისე სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები.
2018 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 4.7
პროცენტი შეადგინა. პირველ კვარტალში - 5.2%, მეორე კვარტალში - 5.6%, მესამე კვარტალში - 3.7%,
ხოლო მეოთხე კვარტალში - 4.5%. 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში
41 077.5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 11 013.9 ლარს (4 345.5 აშშ დოლარი) შეადგენს.
2018 წლის მონაცემებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო საქმიანობა (13.5%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა
(13.2%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (12.1%),
სასტუმროები და რესტორნები (9.7%), ტრანსპორტი (9.4%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7.6%),
ვაჭრობა (5.9%). ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 24.5 ათასი ადამიანით.
2018 წელს წლიური ინფლაციის დონე 1.5 პროცენტით განისაზღვრა. ამავე პერიოდისათვის,
საბაზო ინფლაცია 0.9 პროცენტის დონეზეა.
2018 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 473.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 16.9%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 3 354.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22.6%ით მეტი), ხოლო იმპორტი 9 118.5 მლნ. აშშ დოლარს (14.9%-ით მეტი). 2018 წელს საქართველოს
უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 27.0%-ს
შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში აგრეთვე შედის თურქეთი (13.6%), რუსეთი (11.0%),
აზერბაიჯანი (8.7%) და ჩინეთი (8.3%). მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 21.7%-ია.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
აზერბაიჯანის 15.0%, რუსეთი 13.0%, სომხეთი 8.3%, ბულგარეთი 7.7% და თურქეთი 6.9%. სასაქონლო
ჯგუფების მიხედვით ექსპორტი: სპილენძის მადნები და კონცენტრატები 15.0 პროცენტი, მსუბუქი
ავტომობილები 12.2%, ფეროშენადნობები 10.5%, ყურძნის ნატურალური ღვინოები 5.9%, სიგარები,
სიგარელები და სიგარეტები 4.4% და ა.შ.
მთლიან იმპორტში ევროკავშირის წილი 28.8%-ია. თურქეთის 16.1%. რუსეთი 10.3%, ჩინეთი 9.1%,
აზერბაიჯანი 6.4% და უკრაინა 5.7%. იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში: ნავთობი და
ნავთობპროდუქტებია, რომელსაც მთლიან იმპორტში 9.5 პროცენტიანი წილი უკავია. მსუბუქი
ავტომობილები 6.6%, სპილენძის მადნები და კონცეტრატები 4.3%, სამკურნალო საშუალებები 3.7%,
ნავთობის აირები 3.1% და სხვა.
2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა
10 463 098.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 10 595 649.4 ათასი ლარი, ანუ
საპროგნოზო მაჩვენებლის 101.3%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 9 690 000.0
ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 9 695 962.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო
მაჩვენებლის 100.1%.
არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 101 005.4 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო
მაჩვენებელის (100 000.0 ათასი ლარი) 101.0%-ია.
ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 119 150.3 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო
მაჩვენებლის (100 000.0 ათასი ლარი) 119.2%-ია.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ გეგმით გათვალისწინებული
რესურსების ხარჯვითი ნაწილს, სამინისტროს 2018 წლის ფაქტიური შესრულება შეადგენს 97 %-ს,
ცალკეული სამსახურების საქმიანობისა და პროგრამების კუთხით მაჩვენებლები პოზიტიურია.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
დადებითად აფასებს საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და მიზანშეწონილად
მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ოთარი დანელია
დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-11484/19
18-06-2019
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი - საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვისა და
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა და
2018
წლის
სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენება საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის შესახებ.
კომიტეტი მიესალმება პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ფიქსირდება 2018 წლის
მაკროეკონომიკურ პარამეტრებში. კერძოდ, 2018 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4,7%
შეადგინა, რაც 0,2 პროცენტით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს. მისასალმებელია
ასევე ტურიზმის სფეროს მზარდი მონაცემები (2018 წლის მანძილზე ვიზიტორთა
რაოდენობა 10,2%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს, შესაბამისად, ტურიზმიდან
მიღებული შემოსავლები 19,1%-ით გაიზარდა) მნიშვნელოვანია, აგრეთვე, საგარეო
ვაჭრობის სფეროს დინამიკაც, კერძოდ, 2018 წლის მანძილზე საგარეო ვაჭრობის
ბრუნვა 16,9%-ით გაიზარდა, 2017 წლის მონაცემთან შედარებით - 22,6%-ით გაიზარდა
ექსპორტი, ხოლო იმპორტი 14,9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხი და ის გარემოება, რომ 2018
წელსაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის
წილიც მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 27,0%-ს შეადგენს.
მისასალმებელია ასევე 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მონაცემები. კერძოდ,
შემოსულობები შესრულდა 1,8%-იანი გადაჭარბებით და შესაბამისად შეადგინა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
101,8%. 100,8%-ით შესრულდა ასევე
უწყებებისა
და
პროექტებისთვის
გადასახდელების კომპონენტი. ცალკეული
გამოყოფილი
ასიგნებების
მიმართულებით
შესრულების მაჩვენებელი საშუალოდ 100%-ს შეადგენს, რაც ბიუჯეტის სწორ
დაგეგმვაზე მიუთითებს.
კომიტეტი ასევე დაინტერესდა 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მაჩვენებლის 34%-იანი კლების მიზეზებით. მომხსენებლის განმარტებით აღნიშნული
პროცესი გამოწვეულია ძირითადად იმ გარემოებით, რომ დასრულდა BP-ის მაღალ
ბიუჯეტიანი
პროექტი
და
კომპანიების
მფლობელი
არარეზიდენტი
პირები
ჩაანაცვლეს რეზიდენტებმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვისა და
საქართველოს 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მოხსენების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა
დასკვნა
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-10567/19
05-06-2019
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
გიგზავნით კომიტეტის 2019 წლის 4 ივნისის სხდომის დასკვნას საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიურ ანგარიშზე“ (N07-2/352; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენებაზე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (1-10003/19; 20.05.2019)
დასკვნა
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“
(N07-2/352; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
შესახებ“ (1-10003/19; 20.05.2019)
კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნული დოკუმენტების
პარლამენტის სხდომაზე განსახილველად წარდგენას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ზაზა ხუციშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-11329/19
14-06-2019
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშზე“ (№07-2/352; 24.05.2019).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა.წ. 14 ივნისის
სხდომაზე სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/352; 24.05.2019).
I. ზოგადი ინფორმაცია 2018 წელს საქართველოს ეკონომიკური
მდგომარეობის და ბიუჯეტის შესრულების შესახებ
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“ ასახავს
მაჩვენებლებს, რომელიც მოიცავს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონით დამტკიცებული მონაცემების შესრულებას. შესაბამისად,
წარმოდგენილი მაჩვენებლები არ მოიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტების და
ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების
შესრულების თაობაზე, ასევე ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლების მიერ
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების კანონმდებლობით ნებადართული არასაბიუჯეტო
(საკუთარი) შემოსავლების შესახებ. ამასთანავე, წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია ნაერთი
ბიუჯეტის, ცენტრალური ბიუჯეტის და სსიპები/ააიპების ბიუჯეტების მონაცემებზე,
რომლებშიც ასახულია სახელმწიფოს მიერ აღებული და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე
ჩარიცხული გრანტები და კრედიტები, პირდაპირი გადახდის გზით ანაზღაურებული
სახსრები, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული მიზნობრივი გრანტები და
დაფინანსება (ე.წ. რეესტრის გრანტები).
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2018 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 11
705 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 11 822 151.9 ათასი ლარი,
ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.0%.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10 500 000.0 ათასი ლარით,
საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 10 506 316.2 ათასი ლარი. ანუ საპროგნოზო
მაჩვენებლის 100.1%.
გადასახადების საკასო შესრულება 7,4%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს, ხოლო მშპსთან მიმართებაში 25,6%-ს შეადგენს.
საგადასახადო შემოსავლებთან ერთად მნიშვნელოვანია ზედმეტად გადახდილი
გადასახადების დაბრუნების მაჩვებნებელიც.
2017 წელთან შედარებით 134%-ით გაიზარდა დაბრუნების მაჩვენებელი და 526,0 მლნ
ლარი შეადგინა.
გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 400 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო
პერიოდში მობილიზებულ იქნა 406 416.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.6%.
სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 805 000.0 ათასი ლარით,
საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 909 419.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო
მაჩვენებლის 113.0%.
II. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესრულება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკურატორო
მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით
ათასი ლარი
დასახელება
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტრო
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
საქართველოს უზენაესი
სასამართლო
2018
წლის
დამტკიცებული
გეგმა
2018
წლის
დაზუსტებული
გეგმა
2018
ფაქტი
წლის
150,000.0
150,000.0
149,667.3
99.8%
596,590.0
602,090.0
603,7861.8
100,3%
63,900.0
83,721.7
87,230.2
104.2%
4,150.0
4,150.0
3,849.5
92.8%
8,400.0
8,400.0
8,307.8
98.9%
შესრულების %
საერთო
სასამართლოები
საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი
საბჭო
სსიპ - იურიდიული
დახმარების სამსახური
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის აპარატი
საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო კომისია
71,150.0
68,050.0
66,845.7
98.2%
3,750.0
3,850.0
3,456.5
89.8%
6,380.0
6,380.0
5,347.7
83.8%
2,000.0
2,000.0
1,880.4
94.0%
67,058.2
79,041
77,214.5
97.7%
III. კომიტეტის შეფასება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა წარმოდგენილი
ანგარიშის თაობაზე და მოიწონა მის სფეროში შემავალი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის
შესრულების მდგომარეობა. ამასთანავე, კომიტეტმა აღნიშნა, რომ საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები (იურიდიული დახმარების
სამსახური - 83,8%, იუსტიციის უმაღლეს საბჭო - 89,8%) სხვა უწყებების მიერ ბიუჯეტის
შესრულების მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია.
დასკვნითი ნაწილი
კომიტეტმა მოიწონა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში“ (№07-2/352; 24.05.2019).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-11277/19
14-06-2019
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ (№07-2/352; 24.05.2019) და სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მოხსენებაზე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე
(№1-10003/19; 20.05.2019)
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა
2019 წლის 10 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში“ (№07-2/352; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“
საქართველოს მთავრობის ანგარიშზე (№1-10003/19; 20.05.2019).
ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაზე გამოითქვა შემდეგი შენიშვნები და წინადადებები:
1.
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ,
მოისმინოს
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ფორმატში.
ანალოგიურად მოისმინოს ასევე 6 თვის შესრულების ანგარიშიც.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2.
პროგრამების დაფინანსება უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, აუცილებელია
გაკეთდეს პროგრამების შედეგიანობის და ეფექტიანობის შეფასების ობიექტური მატრიცა
და ამ მატრიცის საშუალებით შეფასდეს პროგრამის მიღწეული და დაგეგმილი საბოლოო
შედეგები და სწორედ ეს შედეგები იქცეს ბიუჯეტის შესრულების ანალიზის და განხილვის
საკომიტეტო მოსმენის ძირითად თემად.
3.
C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 35 03 02 12 -
2018 წელს დაფიქსირდა პაციენტთა
რაოდენობის კლება (თვეში საშუალოდ ერთვებოდა 800-1000 პაციენტი); დამტკიცებულ და
დაზუსტებულ ასიგნებებს შორის არის 30% -იანი შეზღუდვა. სახელმწიფომ
დამატებით
სრულად უნდა უზრუნველყოს გენეტიკური ტიპის დასადგენი კვლევის (ღირებულებით
140 ლარი) ანაზღაურება პროგრამის ყველა მოსარგებლისათვის, მათ
შორის
ამბულატორიული. ამით მოიხსნება ის ბოლო ფინანსური ბარიერიც, რამაც განაპირობა
პროგრამაში პაციენტების დაბალი ჩართულობა.
4.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 35
03 03 11 - დაგეგმვისა და ათვისების ხარვეზების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილოს მომავალ წელს პროგრამის არა მხოლოდ
გაფართოება, არამედ თვისობრივი ცვლილება. მაგ. ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლა,
რომელიც მოსალოდნელია, რომ გაცილებით ეფექტიანი იქნება, ვიდრე ცენტრალიზებული
შესყიდვა. ეს შეამცირებს ჯიბიდან გადახდილი ფულის რაოდენობას და შესაძლებელს
გახდის პროგრამის საბოლოო შედეგის - არაგადამდები დაავადებების მკურნალობისათვის
მედიკამენტებზე 80%-იანი ხელმისაწვდომობის მიღწევას.
5. ზოგიერთი
პროგრამის დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს,
დაზუსტებულ
ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის არსებობს შეუსაბამობები, რაც მიუთითებს
დაგეგმვის ხარვეზზე. აქედან გამომდინარე, საჭიროა ამ პროგრამების ორგანიზაციული
ცვლილებები, მომავალში ბიუჯეტის დაგეგმვისას.
6.
შესრულების დაბალი მაჩვენებელია დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის
პროგრამებში (ძუძუს კიბოს სკრინინგი - 83,4%; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 86,6%; კოლორექტალური კიბოს სკრინინგი - 82,2%) კიბოს ახლად გამოვლენილ
შემთხვევებში, მე–4 და მე–3 სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების წილი 2016 წელს
შეადგენდა 46%-ს, ხოლო 2017 წელს 25%-ს. მიუხედავად კლების ტენდენციისა, კიბოს
ახლად გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლები მე–4 და მე–3 სტადიაზე მაღალია და იგი
არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს.
კომიტეტმა აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ
ანგარიში“ (№07-2/352; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიში
(№1-10003/19; 20.05.2019) მიიღო ცნობად
და მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული დოკუმენტების პარლამენტის სხდომაზე
განსახილველად წარდგენა.
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-10616/19
05-06-2019
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის
და თვითმმართველობის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში „(№07-2/352; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის
სამსახრის მოხსენება“ საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე(№1-10003/19; 20.05.2019)
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა
2019 წლის 5 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში „(№072/352; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის სამსახრის მოხსენება“ საქართველოს 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
ანგარიშზე(№1-10003/19; 20.05)
კანონის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნები გარკვეულ
საკითხებში ემთხვევა აუდიტის სამსახურის მოხსენებაში დაფიქსირებულ შენიშვნებს.
1.გასათვალისწინებელია,
მაღალმთიანი
რომ წინა წლების მსგავსად დაბალი ათვისებით ხასიათდება
დასახლებების
განვითარების
ფონდი,
რომლის
წლიური
გეგმასთან
შესრულების მაჩვენებელმა 65.9 % შეადგინა. აღნიშნული გარკვეულწილად განპირობებულია
იმ ფაქტით, რომ დროულად არ ხდება დასაფინანსებელი კონკრეტული უწყებების
განსაზღვრა, რაც აფერხებს შესაბამის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, უმჯობესია
მთავრობის მიერ ფონდიდან ასიგნებების კონკრეტული უწყებებისათვის მინიჭების შესახებ
გადაწყვეტილების მიღება და პროექტების დაწყება მოხდეს დროულად, რათა თავიდან იქნეს
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
აცილებული სეზონურ კლიმატური პირობების ცვლილებების გამო(რადგან პროექტები
ხორციელდება მაღალმთიან რეგიონებში) მათი განხორციელების პროცესისი შეფერხება.
2. ასევე აღსანიშნავია რომ არათანაბარზომიერი ათვისებით ხასიათდება რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის ფარგლებში წლის განმავლობაში
გამოყოფილი სახსრების 68 % მეოთხე კვარტლში იქნა ათვისებული.
ფონდის თავდაპირველი გეგმა 260 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, თუმცა კანონის
ცვლილების შედეგად 300 მლნ ლარამდე გაიზარდა, საკასო შესრულებამ 306 მლნ ლარი
შეადგინა. ფონდის რესურსების არათანაბარზომიერი ხარჯვა ქმნის
ფისკალური წლის
ბოლოს სახსრების დაჩქარებულ რეჟიმში ათვისების რისკს, რაც თავის მხრივ, ზრდის
რესურსების არაეფექტიანად და არაეკონომიურად განკარგვის ალბათობას.
აღნიშნული წინადადების გათვალისწინებით კომიტეტი ცნობად იღებს „საქართველოს
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს „(№07-2/352; 24.05.2019) და
სახელმიფო აუდიტის სამსახრის მოხსენებას“ საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესრულების
წლიური
ანგარიშის
შესახებ“
საქართველოს
მთავრობის
ანგარიშზე(№1-10003/19; 20.05) და მხარს უჭერს მათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განხილვას.
პატივისცემით
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-10761/19
07-06-2019
საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის“ შესახებ
(07-2/352 27.05.2019)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და მის მიმართ გამოითქვა
შემდეგი სახის მოსაზრებები და რეკომენდაციები:
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის
თაობაზე საზოგადოების ინფორმირების შესახებ პროგრამის მნიშვნელობიდან
გამომდინარე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მოხდეს წლის განმავლობაში აღნიშნული
პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შეფასება, მისი დადებითი და
უარყოფითი მხარეების გამოვლენისა და დახვეწის მიზნით;
კომიტეტს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი
პროგრამისა და ქვეპროგრამის კვარტალური ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლების
კიდევ უფრო გაუმჯობესება, რათა თავიდან იქნას აცილებული წლის ბოლოს
ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა;
ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის, პროგრამების შეფასებისა და საპარლამენტო
ზედამხედველობის განხორციელების მიზნით კომიტეტის მოსაზრებაა საგარეო
საქმეთა სამინისტროს ქვეპროგრამიდან-საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა ცალკე გამოიყოს ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური მიმართულებები
როგორიცაა ეკონომიკური დიპლომატია და საკონსულო მომსახურების გაწევა
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვისა და კრიზისულ
სიტუაციებში მათი დახმარების გათვალისწინებით.
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტი
2-10539/19
04-06-2019
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ (07-2/352; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენებაზე "საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის შესახებ" (1-10003/19; 20.05.2019)
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2019
წლის
4
ივნისს
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში“
და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
"საქართველოს 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ". კომიტეტს გააჩნია
შემდეგი სახის შენიშვნები და წინადადებები:
-
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
პროგრამული
ფორმატით
მოხსენებაში
მომზადების
აღნიშნულია
ბიუჯეტის
სისტემური
ხასიათის
პროცესში
ხარვეზებზე, როგორც დაგეგმვის, ასევე ანგარიშგების ეტაპებზე. ამასთან,
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიურ ანგარიშში“ სრულად არ ხდება პროგრამების/ქვეპროგრამების
დეტალურ ღონისძიებებად ჩაშლა. შესაბამისად, პროგრამების მოსალოდნელი
შედეგების წარმოდგენა ხშირ შემთხვევაში ხდება აგრეგირებულად და არ
ითვალისწინებს მათ დეტალიზაციას ქვეპროგრამებად;
-
განათლების
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროში
საანგარიშო
წელს
პროგრამებს/ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის
ასიგნებების გადანაწილების ცვლილებების რაოდენობამ 314 შეადგინა, რაც
თანხობრივად 209 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, სამინისტრომ უნდა
გაითვალისწინოს
სახელმწიფო
აუდიტის
შენიშვნები,
ყურადღება
მიექცეს
პროგრამებს/ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის
ასიგნებების გადანაწილების ცვლილებების სიხშირესა და მასშტაბს;
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
-
სსიპ/ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით, საყურადღებოა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის
შესრულების ანგარიში არ მოიცავს სსიპ/ა(ა)იპ-ების მიხედვით, სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
მიღებული
შემოსავლებისა
და
მათი
ხარჯვის
ფაქტობრივი
ოდენობების შესახებ ინფორმაციას;
-
პროგრამულ ბიუჯეტირების მომზადების პროცესსა და პროგრამების შესახებ
წარმოდგენილ ინფორმაციაში ჯერ კიდევ შეინიშნება სისტემური ნაკლოვანებები,
რაც ართულებს პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას. შეფასების ინდიკატორების
ნაწილი ვერ უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების გაზომვას და პროგრამის
ეფექტიანობის შეფასებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამინისტროს
მიერ გაგრძელდეს მუშაობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული
რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით;
-
აღსანიშნავია
რომ
პროგრამების/ქვეპროგრამების
ფარგლებში
მიღწეული
შედეგების შესახებ, აუდიტის მოხსენებაში დაფიქსირებული ზემოთაღნიშნული
ხარვეზები, მათ შორის სისტემური ხარვეზები, საანგარიშო წლის განმავლობაშიც
აქტუალურია ჩვენი კომიტეტის საზედამხედველო სამინისტროს პროგრამულ
მიმართულებებზე. შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს მუშაობა ერთის მხრივ ჩვენი
პროფილური
სამინისტროსა
ჩართულობით,
რათა
და
მოხდეს
მეორეს
ჩვენი
მხრივ
აუდიტის
კომიტეტის
სამსახურის
პროფილური
პროგრამების/ქვეპროგრამების მიღწეული შედეგების ანალიზი და შეფასება.
კომიტეტი, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით,
ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარს უჭერს წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
შოთა ხაბარელი
დასკვნა
დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტი
2-10516/19
04-06-2019
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო ირაკლი,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე და 142-ე მუხლების მოთხოვნათა
შესაბამისად, გიგზავნით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დასკვნას,
“საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა (072/352; 24.05.2018) და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის შესახებ“ (1-10003/19; 20.05.2019) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების
თაობაზე.
დანართი: 2 (ორი) ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გივი ჭიჭინაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
“საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა (072/352; 24.05.2018) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების „საქართველოს 2018
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (1-10003/19;
20.05.2019)
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, 2019
წლის 4 ივნისს კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე და
142-ე მუხლების საფუძველზე, მოისმინა “საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში (07-2/352; 24.05.2018) და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის შესახებ“ (1-10003/19; 20.05.2019)
რეგიონში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებით არის შესრულებული და შეადგინა 12,693,422.2
ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 101,8 %-ია, ხოლო, ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 %-ს მიაღწია.
საანგარიშო წლის განმავლობაში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის
განსაზღვრისა და თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მიზნით,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გრძელდება თანამემამულის სტატუსის
განმსაზღვრელი კომისიის ფუნქციონირება. თანამემამულის სტატუსი მიენიჭა 228 პირს.
საგარეო
საქმეთა
ფარგლებში,
სამინისტრომ
„საკვირაო
სკოლების
მხარდაჭერის
პროგრამის“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მხარდაჭერით, შეიმუშავა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა,
რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში საქართველოს ისტორიის,
გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების შესწავლას. პროგრამის საფუძველზე
გამოიცა სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი, რომელიც უსასყიდლოდ
გადაეცემათ
საზღვარგარეთ
მოქმედ
ქართულ
საკვირაო
სკოლებს.
საქართველოს
ახალგაზრდა ელჩების პროგრამამ შესაძლებლობა მისცა საზღვარგარეთ მცხოვრებ 18-დან
29 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს ერთწლიანი მანდატით გახდეს „ახალგაზრდა
ელჩი“ ადგილსამყოფელ ქვეყანაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს
პოპულარიზაციაში. ანაკლიაში, „მომავლის ბანაკის“ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 1418 წლის ასაკის 144-მა მოზარდმა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან.
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
დიასპორული
პოლიტიკის
(20
01
04)
განსახორცილებლად გამოყოფილი ასიგნებები შესრულება შეადგენს 99,6%-ს, მაგრამ წლის
განმავლობაში მათი ათვისება არათანაბრად ხდებოდა, კერძოდ, 2018 წლის 9 თვის
შესრულებამ შეადგინა მხოლოდ 28 %. შესაბამისად, გამოითქვა რეკომენდაცია, რომ
საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომ შესაბამისმა
დეპარტამენტმა გააქტიუროს გეგმიური მუშაობა, რათა საანგარიშო წლის განმავლობაში,
ბალანსირებულად, ეფექტიანად და მიზნობრივად მოხდეს დიასპორული პოლიტიკის
განხორციელებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ათვისება.
ამასთან, კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული
ისტორიულ-კულტურული ღირებულება აქვს ლევილის მამულს, რომლის სრული
რეკონსტრუქცია-რესტავრაციის განხორციელება იკისრა ქართულმა სახელმწიფომ 2026
წლამდე. ანგარიშში ლევილის მამულში 2018 წელს განხორცილებული სამუშაობეის
შესახებ არაფერია ნათქვამი. კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ მიზანშეწონილია
ლევილში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების თაობაზე მომავალში
წარმოდგენილი იქნას შესაბამისი ინფორმაცია.
“საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშისა (07-2/352; 24.05.2018) და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (1-10003/19; 20.05.2019) სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენების თაობაზე კომიტეტის წევრების მხრიდან სხვა შენიშვნები არ
გამოთქმულა და მხარი დაუჭირეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ განხილვას.
გივი ჭიჭინაძე
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-11243/19
14-06-2019
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ (N 07-2/352, 24.05.2019).
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში“.
კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული უწყებების მიერ ბიუჯეტის
ფაქტიური შესრულება გეგმიურ მაჩვენებლებთან მიმართებაში, საანგარიშო პერიოდის (2018
წელი) მიხედვით არის შემდეგნაირი: თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული გეგმა 808,259.6 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება - 814,737.7 ათასი ლარი; შინაგან საქმეთა
სამინისტრო: დაზუსტებული გეგმა - 602,090.0 ათასი ლარი, შესრულება - 603,761.8 ათასი
ლარი; საქართველოს დაზვერვის სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 13,500.0 ათასი ლარი,
შესრულება - 13,491.2 ათასი ლარი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:
დაზუსტებული გეგმა - 128,970.0 ათასი ლარი, შესრულება - 128,891.5 ათასი ლარი;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 59,821.5
ათასი ლარი, შესრულება - 59,773.5 ათასი ლარი; სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 5,700.0 ათასი ლარი, შესრულება - 5,657.3 ათასი ლარი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა და ბიუჯეტის შესრულება დადებითად
შეაფასა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-10562/19
05-06-2019
საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ (07-2/352, 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენებაზე „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (1-10003/19; 20.05.2019).
განათლების, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტმა 2019 წლის 4 ივნისს კომიტეტის
სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2018
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” (07-2/220, 28.05.2018) და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (1-10003/19; 20.05.2019),
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში კომიტეტს წარუდგინა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს (32 00) 2018 წლის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 1,
186, 771.0 ლარს, ხოლო 2019 წლის ფაქტობრივი შესრულება 1, 199, 799.0 ლარს.
კომიტეტმა მხარი დაუჭერა ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გენადი მარგველაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge