„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190020.04.001.016232) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს კანონის სრულად ამოქმედების
ვადის გადაწევას 4 თვით. რაც, თავის მხრივ, განაპირობებს აღნიშნული კანონიდან
გამომდინარე მიღებულ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში, შესაბამისი
ცვლილებების ასახვისა და ორგანული კანონის ამოქმედების ვადად 2019 წლის 1 ნოემბრის
მითითების საჭიროებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის ამოქმედების თარიღის შესაცვლელად აუცილებელია ცვლილება შევიდეს იმავე
კანონში, რომელშიც მოცემულია ეს თარიღი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონპროექტით ზემოხსენებული კანონი შესაბამისობაში მოდის „სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, შემოთავაზებულია „საქართველოს საარჩევნო
კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში
ცვლილება, შესაბამისობაში მოყვანა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან. შესაბამისად, აღიშნული
კანონის ამოქმედების ვადად, ნაცვლად 2019 წლის პირველი ივლისისა, განისაზღვრება
2019 წლის პირველი ნოემბერი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ
სამოქმედო გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
1
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან კანონის მოქმედ რედაქციაში ამოქმედების ვადად მითითებულია 2019
წლის 1 ივლისი, აუცილებელია, ცვლილებები ძალაში შევიდეს ამ ვადის დადგომამდე და
შესაბამისად, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს მისი გამოქვეყნება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა მოესწროს
კანონის მიღება და ამოქმედება 2019 წლის 1 ივლისამდე. სწორედ ეს თარიღია
მითითებული კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ძალაში შესვლის თარიღად.
შესაბამისად, ერთადერთი გზა, რათა აღნიშნული ვადა გახანგრძლივდეს არის
წარმოდგენილი ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა. ამასთან, საჭიროების
შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება პლენარული მოსმენის ერთსა და იმავე დღეს
კანონპროექტის ორი მოსმენით მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების წარმოშობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
მოახდენს
გავლენას
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022
წლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
მოახდენს
გავლენას
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
2
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნორმის სუბიექტთა მიმართ ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
3
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე,
ვანო ზარდიაშვილი, გოგა გულორდავა
4