საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/355; 29/05/2019) საქართველოს კანონის პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2019
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#1-12214/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

წერილი
*GOV21900025397* GOV 2 19 00025397 21/06/2019 საქართველოს პარლამენტს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია საკანონმდებლო პაკეტი („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N21830; 29.05.2019)), რომლის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება განპირობებულია ერთის მხრივ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით და მეორეს მხრივ თავად კანონპროექტების მნიშვნელობით. კერძოდ: საკანონმდებლო ინიციატივა გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებით თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, კერძოდ ასოცირების შეთანხმების XXIV დანართის თანახმად „მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის (მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლები და მე-2 და მე-3 დანართები) იმპლემენტაცია უნდა მოხდეს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან 4 წლის ვადაში. ვინაიდან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ვერ მოხერხდა დირექტივის იმპლემენტაცია 2018 წელს, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, დაჩქარებულად მოხდეს დირექტივის იმპლემენტაცია, ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მიზნით. ასევე, საყურადღებოა თავად წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობა. გარდა იმისა, რომ წინამდებარე კანონპროექტები გამომდინარეობს ევროდირექტივის დებულებებიდან, იგი ასევე მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებას, რომელიც სახელმწიფოს გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კანონპროექტების თანახმად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა რთულდება, ხდება ორ ეტაპიანი და არსებულ დახურულ მოედანს ემატება გამოცდა რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, ასევე ხდება „A1” ქვეკატეგორიისა და „B” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად დაწესებული მინიმალური ასაკობრივი ზღვარის აწევა 18 წლამდე. ამასთანავე, კანონპროექტები ითვალისწინებს მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მექანიკური სატრანსპორო საშუალების ცნების ქვეშ მოქცევას, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ სავალდებულო გახდება მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია, მათ მიენიჭებათ სახელმწიფო სანომრე ნიშნები (აღნიშნული გამოიწვევს იმას, რომ ე.წ. ჭკვიანი კამერების მიერ მოხდება მათი მეშვეობით ჩადენილი სამართალდარღვევის დაფიქსირება და შესაბამისი სანქციის დაწესება) და მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მართვისთვის სავალდებულო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა, რისთვისაც სავალდებულო იქნება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება. ამასთანავე, მოპედის და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლები გათანაბრდებიან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლებთან და მათ მიმართაც იგივე პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული, რაც სხვა სატრანსპორტო საშუალებად მძღოლების მიმართ. საყურადღებოა ისიც, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებების იმპლემენტაციისა და აღსრულებისთვის საჭიროა მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების მიღება ან/და არსებულ აქტებში ცვლილებების შეტანა (მაგ. მისაღებია მთავრობის დადგენილება, რომლითაც უნდა დამტკიცდეს მართვის მოწმობის ფორმა; ასევე, შს მინისტრის ბრძანება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება), რასაც სულ მცირე ერთი თვე სჭირდება, ინტენსიური მუშაობის პირობებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე