საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/355; 29/05/2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-11724/19
24-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია
საქართველოს
კანონის
პროექტები:
„საგზაო
მოძრაობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/355; 29.05.2019).
საკანონმდებლო პაკეტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ხოლო
სავალდებულო კომიტეტებია: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
სავალდებულო კომიტეტისთვის საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ბოლო ვადად
განსაზღვრულია 2019 წლის 24 ივნისი.
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2019
წლის 24 ივნისს მოგვმართა თხოვნით (წერილი - N2-11719/19), რომ საკანონმდებლო
ინიციატივასთან დაკავშირებული დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით,
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა გაგრძელდეს.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-11719/19
24-06-2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
2019 წლის 3 ივნისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით,
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
და
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07- 2/355; 29.05.2019).
საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებული დამატებითი კონსულტაციების
გამართვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის
საფუძველზე, გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო ინიციატივის
განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge